"ლიტბუნიობის" რიგით მეოთხე კონკურსი
ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს პროზაში
კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას და ჩატარდება 2013 წლის 20 მარტს.
კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).
საკონკურსო პრემიების ოდენობა:
ერთი პირველი პრემია – 2400 ლარი ( 1200 ლარი წინა კონკურსიდან გადმოსული )
ერთი მეორე პრემია – 800 ლარი
ორი მესამე პრემია – 500 ლარი თითოეულს
საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2013 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონული სახით ელ–ფოსტაზე: urakparaki@gmail.com
კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.
კონკურსის მიმდინარეობა და წესები:
კონკურსი იყოფა ეტაპებად:
I – კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები გადაირჩევა ჟიურისთვის გადასაცემად.
II – 2013 წლის 15 თებერვალს გამოცხადდება კონკურსის ჟიურის ვინაობა, რომელიც
გადარჩეული ნაწარმოებებიდან ამოარჩევს 7 საუკეთესო ნაწარმოებს.
კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან.
III – 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდება გამარჯვებულები
IV – გამოცხადდება კონკურსის შედეგები და დაჯილდოვდებიან ლაურეატები
კონკურსის წესები და მოთხოვნები:
კონკურსის მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს ( ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას.
თითოეული მონაწილისგან მიიღება ერთი ნაწარმოები.
ნაწარმოებების თემატიკა არ არის შეზღუდული
ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
მიღების დადასტურების გარეშე ითვლება, რომ ნაწარმოები არ არის კონკურსზე შემოსული. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დააზუსტოთ იმავე მაილზე, ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან.
საიტზე urakparaki.com. მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.
ნაწარმოები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, მხოლოდ word –ის ფაილით, იუნიკოდში ან აკადნუსხურში ჩაწერილი.
ნაწარმოების ზომები შეზღუდულია 5 000 ასონიშნიდან 40 000 ასონიშნამდე ( მიახლოებით 3 გვერდიდან 20 გვერდამდე )
თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე, ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული,
ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
თუ მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ საიტზე გამოქვეყნდეს ასეთი ნაწარმოების ავტორი, წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.
ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.
16 თებერვლის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს თავისი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და არ გამოქვეყნდება.
გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მაისისა და ივნისის ნომრებში.
კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე ავტორს ეკრძალება გამარჯვებული ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში კონკურსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
კონკურსის დასრულების შემდეგ:
ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონულ ფოსტაზე ) დადასტურებული სურვილის შემთხვევაში, ერთად გამოქვეყნდება ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასებები.
ბ) ავტორების წერილობითი ( ელექტრონულ ფოსტაზე ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან მოიხსნა ავტორის სურვილით, ან ვერ გადავიდა რომელიმე ეტაპზე.
გ) ფინალურ შვიდეულში გასული ნაწერები აუცილებლად გამოქვეყნდება ურაკპარაკის ფორუმზე.
კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, ჟიურის წევრთა სახელების მითითების გარეშე.
თუკი ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასებების ჩამონათვალს, ამის შესახებ მან საჯაროდ უნდა განაცხადოს კონკურსის გამომცხადებელ საიტზე შესაბამის თემაში.
ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.
ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუკი ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა
გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:
1) მეორე ეტაპზე გადარჩეული ჯამურად უმაღლესქულიანი ნაწარმოებებიდან ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 7 უმაღლესქულიან ნაწარმოებს.
ჯამურად ერთნაირი ქულების აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე, გარდა პირველი ადგილის გამოვლენისა, უპირატესობა ენიჭება ჯამის შემადგენელ ქულებში მაღალი ქულების რაოდენობას.ერთნაირი ქულების არსებობისას გათვალისწინებული იქნება წინა ტურის შედეგები .
2) მესამე ეტაპზე 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულთა გამოსავლენად ჟიურის თითოეულ წევრს უფლება ეძლევა დაწეროს:
ერთი 10 ქულა, სამი 9 ქულა და ოთხი 8 ქულა. 7 და უფრო დაბალი ქულები - რაოდენობის შეუზღუდავად.
3) პირველ ადგილზე გასული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ორი 10 ქულიანი შეფასება და საბოლოო ჯამური ქულა არ იყოს 46-ზე ნაკლები.
4) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ადგილის კანდიდატი გახდა ორი თანაბარ ქულიანი ნაწარმოები, პირველი ადგილი დადგინდება ჟიურის მიერ ამ ორი ნაწარმოებისათვის კენჭისყრის გზით.
5) თუ ვერცერთი ნაწარმოები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პროზის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს.
6) მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად, ნაწარმოებს გადასალახი აქვს მინიმუმ 35 ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით).
7) იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ვერცერთმა ან მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა ,
გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.
8) მესამე პრემია მიენიჭებათ შეზღუდვების გარეშე ჯამური ქულების მიხედვით.
გისურვებთ წარმატებებს
http://urakparaki.com/?m=13&Theme=1191 This post has been edited by nino darbaiseli on 8 Feb 2013, 00:35
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004