#61810801 · 27 Dec 2024, 13:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (lacostamarienes @ 27 Dec 2024, 13:41 ) | მირჩიეთ ვაცის ნადიმი სჯობს თუ პატრიარქის შემოდგომა? |
წერის სტილით პატრიარქის შემოდგომა. ისე, ემოციების კუთხით ვაცის ნადიმი, ანუ უფრო მაგრად გაბრაზდები იმაზე თუ რა საშინელებაც ხდება წიგნში.
ვაცის ნადიმი ჩვენს ჯაყოს ხიზნებთან ახლოს დგას, ოღონდ უფრო საშინელებები ხდება, თან რეალურ ადამიანებზეა დაწერილი.
პატრიარქის შემოდგომაში მარკესმა მთელი ლათინო ამერიკაში არსებული დიქტატორული რეჟიმები გააერთიანა ერთ სახეში.
როგორც მწერალი მარკესი ჯობია ლიოსას, თუმცა ლიოსას თავისი მუღამი აქვს.
ლიოსას შეიძლება ვუწოდოთ რეალიზმის წარმომადგენელი მწერალი, რომლის შემოქმედებაში ცოტა გარეულია მაგიური რეალიზმი, ხოლო მარკესი სუფთა მაგიური რეალიზმის მწერალია.
ყლეობები ლიოსას უფრო მეტი აქვს დაწერილი,ვიდრე მარკესს.
მარკესის მე მარტო ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება თუ რაღაც ეგეთი წიგნი აქვს,ეგ არ მომეწონა, სხვა რაც წავიკითხე ყველა კარგია. მარტოობის ასი წელიწადი შედევრია, პოლკოვნიკის არავინ წერს, ძალიან კარგი წიგნია გენიალური დასასრულით, გამოუცხადებელი სიკვდილის ქრონიკები შედევრია, ნუ პატრიარქის შემოდგომა ასევე კარგი წიგნია.
ამ დროს ლიოსას დეიდა ხულია აქვს ისეთი ###ობა და ცუდი გოგოს ოინები, კოელიოსაც შეშურდებოდა ეგეთების დაწერის.
|