ესე იგი,ახალ თემას ვინ ხსნის?პატივს დამდებთ და გამახარებთ,თუ კიდევ ერთხელ მიიღებთ "მგოსანი ბერენის"(პატივმოყვარეობად არ ჩამითვალოთ

)ლექსს,რომლითაც გაიხსნება რიგით მეთორმეტე თემა.
აი,ლექსიც და კომენტარებით აღნიშნეთ როგორია.
"წამივით განვლო ერთად ხმობილმა თერთმეტმა თემამ,
რომლის ფარგლებშიც ერთად შეგვკრიბა კეთილმა ხვედრმა,
კეთილი ხვედრი_ჯადო-სამყაროს სიყვარულისთვის,
და წუთისოფლის ჯადოსნურად წარმოჩენისთვის.
რჯული ბევრია ერთმანეთისგან განსხვავებული,
თუ გინდ ბოროტი,მრუმე,მზაკვარი ან თალხი ავი,
ანდაც კეთილი,სათნო,ერთგული,გარინდებული,
მაგრამ ჯადოქრად თავმოყრილები,გუნდია კარგი.
როცა ჰაპლეპაფს ხელს ჩამოართმევს გრიფინდორელი,
და რეივენქლოს გაუღიმებს სლიზერინელი,
ოთხი დიადი წინაპარი გაამაყდება,
შთამომავლობამ რო აითვისა მათი ანდერძი.
იტყვიან სათქმელს,მოკლე სიტყვებით,მაგრამ ჭკვიანურს,
ხოტბით გავსილნი დალოცავენ დამხვდურს თუ სტუმარს,
თემის გრძნეულებს,რიცხვმრავალ მაგლებს,ან კიდევ სქვიბებს,
ერთს უსურვებენ_ახალ თემაში ლამაზ სიყვარულს და მხნე და_ძმობას!"
აბა,გელით
All we have to decide is what to do with the time that is given us.
― J.R.R. Tolkien, The Fellowship of the Ring