K-A-X-A მერე აზკაბანაში ვიჯდე ?

უი მართლა რო შეგპირდით აზკაბანზე პოსტს გამოვაცხობ მეთქი, Facebook-ზე დავდე უკვე და აქაც დავაკოპირებ

და საერთოდაც facebook--ზე ჰარის ხსენება ჩემს პროფილზე ისეთ ამბებს იწვევს რო აიტ

დღეს forum.ge-ზე, ჰარი პოტერის თემაში ერთმა ჯადოქარმა კითხვა დასვა :
"ვიკიპედიაში, სტატიაში შპანდაუს შესახებ წერია, რომ როულინგმა შპანდაუ გამოიყენა შოუშენკის პროტოტიპად. დაასახელეთ ორი სიტყვა, რომელიც კითხვაში ჩვენ შევცვალეთ სიტყვებით შოუშენკი და შპანდაუ."
ყველამ კარგად იცით, რომ შოუშენკი ციხეა და ალბათ ფილმი "გაქცევა შოუშენკიდან" ყველას ნანახი გაქვთ.
http://www.allmovies.ge/ge/movie.php?uid=PWYYYჰარი პოტერში ყველაზე ცნობილი ციხე კი აზკაბანია. ჩვენმა დედიკო ჯოანამ თავის ჯადოსნურ წიგნში ყველაფერი ან მითებიდან, ლეგენდებიდან აიღო ანდაც რელურ პიროვნებებისა და საგნების პროტოტიპები შექმნა.
მაგალითად ავიღოთ ნიკოლას ფლამელი. წიგნში ის ფილოსოფიური ქვის შემქნელად გვევლინება. ნიკოლას ფლამელი რელური პიროვნებაა, რომელიც XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. ფლამელი ნოტარიუსი იყო, თუმცა ცნობილი იმით გახდა , რომ ალქიმიკოსი იყო და ფილოსოფიურ ქვაზე მუშაობდა.
პოტერომანებს კარგად გემახსოვრებათ ბეზოარის ქვა. ბატონი სევერუსი ჰარის ეკითხება პირველ ნაწილში, პოტერ უნდა მოვძებნოთ ბეზოარიო? გაწითლებულმა ჰარის კი , რა თქმა უნდა , არ იცის

ბეზოარის ქვა არის მასა, რომელიც ძირითადად კუჭში მოიპოვება. ანუ არც ესაა ჯოანას გამოგონილი

ალბათ არც ისაა გასაკვირი, რომ მანდრაგორაც მართლაც არსებული მცენარეა.
აღარ გვინდა იმაზე ლაპარაკი, რომ კენტავრები, დრაკონები, ფენიქსი და ა.შ. მითოლგიური ცხოველები არიან.
რაც შეეხება კითხვის პასუხს. აზკაბანის პროტოტიპი კალიფორნიის შტატთან , სან-ფრანცისკოს ყურეში პატარა კუნძულზეა განთავსებული. ალკატრასის ციხე საკმაოდ ცნობილია. სამოქალაქო ომის პერიოდში ის გამოიყენებოდა ომის დამნაშავეების განსათავსებლად. პატიმრების რაოდენობა ესპანეთი-ამერიკის ომის დროს ალკატრასში მკვეთრად გაიზარდა.
1934 წლის აგვისტოში ალკატრასი ფედერალურ ციხედ იქცა. 29 წლიანი არსებობის მანძილზე ალკატრასში ბევრი ცნობილი დამნაშავე იხდიდა სასჯელს. მაგალითად ელვინ კარპისი, რობერტ სტრუდი (Birdman of Alcatraz)
რობერტ სტრუდზე გადაღებულია ფილმი, 1962 წელს. ვისაც გადაინტერესებთ, შეგიძლიათ აქედან გადმოწეროთ:
http://www.torrentreactor.net/torrents/148...-(SiRiUs-sHaRe)ყველაზე ცნობილი პატიმარი კი ალ კაპონე იყო , ამერიკელი განგსტერი.
29 წლიანი არსებობის მანძილზე 14 გაქცევა მოეწყო ალკატრასში, მაგრამ უმრავლესობა გაქცევის მცდელობისას მოკლეს, დანარჩენები კი მალევე დაიჭირეს.
ჰარი პოტერშიც ნახსენებია, რომ აზკაბანიდან გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო. თუმცა, ისევე როგორც ალკატრასში, აზკაბანიდანაც მოხდა ორი წარმატებული გაქცევა.
ალკატრასიდან 1937 წელს გაიქცნენ თეოდორ კოული და რალფ როუ, ხოლო 1962 წელს კლარენს ანგლინი, ჯონ ანგლინი და ფრენკ მორისი.
აზკაბანიდან პირველად სირიუს ბლექი გაიქცა. ხოლო შემდეგ სიკვდილის მხვრელების ბუნტი მოეწყო და ციხეს თავი ბევრმა დამნაშავმ და ბნელი ბატონის ბევრმა მომხრემ დააღწია თავი. მათ შორის ბელატრისა ლესტრეინჯმა

ციხიდან გაიპარა ბარტი კრაუჩი უმცროსი, თუმცა ის არ გაქცეულა. დედამისმა მრავალწვნიანი სასმელი დალია და მას შეენაცვლა ციხეში.
Alohomora !!!