Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(9)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჰერმან მელვილი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lost_for_words
back to reality
ჯგუფი: Members
lost_for_words
back to reality
ჯგუფი: Members
წერილები: 4192
წევრი No.: 32983
რეგისტრ.: 13-April 07
#14597108
· 7 Jul 2009, 16:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მობი დიკი
არ ვიცი რატომ გაიძახით "მაგარია", "შედევრია", მე მაგ წიგნში ვერაფერი ფასეული ვერ ვნახე. რამდენი კილო ხორცი და ქონი გამოდის საშუალოდ ვეშაპიდან ეგ რა საინტერესოა. როგორც სათავგადასავლოც ბანძია. სხვა უფრო სერიოზული ნაწარმოებებიც აქვს მელვილს, მაგალითად ისრაელ პოტერი მომწონს მე ყველაზე მეტად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Кавалеров
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Кавалеров
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 167
წევრი No.: 95323
რეგისტრ.: 7-July 09
#14611076
· 8 Jul 2009, 16:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლექსი ფლეთა. აგეტირება ისეთი მაგარია.
W.H. Auden
Herman Melville
(for Lincoln Kirstein)
Towards the end he sailed into an extraordinary mildness.
And anchored in his home and reached his wife
And rode within the harbour of her hand,
And went across each morning to an office
As though his occupation were another island.
Goodness existed: that was the new knowledge.
His terror had to blow itself quite out
To let him see it; but it was the gale had blown him
Past the Cape Horn of sensible success
Which cries: 'This rock is Eden. Shipwreck here.'
But deafened him with thunder and confused with lightning:
– The maniac hero hunting like a jewel
The rare ambiguous monster that had maimed his sex.
Hatred for hatred ending in a scream,
The unexplained survivor breaking off the nightmare -
All that was intricate and false; the truth was simple.
Evil is unspectacular and always human,
And shares our bed and eats at our own table,
And we are introduced to Goodness every day,
Even in drawing-rooms among a crowd of faults;
He has a name like Billy and is almost perfect,
But wears a stammer like a decoration:
And every time they meet the same thing has to happen;
It is the Evil that is helpless like a lover
And has to pick a quarrel and succeeds,
And both are openly destroyed before our eyes.
For now he was awake and knew
No one is ever spared except in dreams;
But there was something else the nightmare had distorted –
Even the punishment was human and a form of love:
The howling storm had been his father's presence
And all the time he had been carried on his father's breast.
Who now had set him gently down and left him.
He stood upon the narrow balcony and listened:
And all the stars above him sang as in his childhood
'All, all is vanity,' but it was not the same;
For now the words descended like the calm of mountains –
– Nathaniel had been shy because his love was selfish –
Reborn, he cried in exultation and surrender
'The Godhead is broken like bread. We are the pieces.'
And sat down at his desk and wrote a story.
March 1939
This post has been edited by
Кавалеров
on 8 Jul 2009, 16:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nakash
ოლიუნიდიზ
ჯგუფი: Members
nakash
ოლიუნიდიზ
ჯგუფი: Members
წერილები: 7173
წევრი No.: 10939
რეგისტრ.: 21-June 05
#14612694
· 8 Jul 2009, 18:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Уж полночь близится, а Германа всё нет :(
მისამართი შემეშალა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tikoroma
Crazy Member
ჯგუფი: Members
tikoroma
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3555
წევრი No.: 49190
რეგისტრ.: 13-December 07
#14620035
· 9 Jul 2009, 03:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ocelot
QUOTE
მაგრამ ეგ შიშები იმის მერე უფრო გამძაფრდა რაც საიმედო წყაროდან გავიგე, რო თურმე 600-დან 200 გვერდი ვეშაპების ჯიშების და კონსერვების აღწერა ყოფილა
მაგ აღწერებს ვერ გავცდი მე :vis:
ვერ წავიკითხე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nakash
ოლიუნიდიზ
ჯგუფი: Members
nakash
ოლიუნიდიზ
ჯგუფი: Members
წერილები: 7173
წევრი No.: 10939
რეგისტრ.: 21-June 05
#14620314
· 9 Jul 2009, 05:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვისაც შიშები აწუხებს ვურჩევ მაინ რიდის ოკეანეში დაკარგულებს დასჯერდეს...
მამენტ იგვეა რა ... "პაჩწი" :boli:
This post has been edited by
nakash
on 9 Jul 2009, 05:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27630
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05
#14623816
· 9 Jul 2009, 13:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tikoroma
QUOTE
მაგ აღწერებს ვერ გავცდი მე
ვერ წავიკითხე
მერე გამოგეტოვებინა ფრანჩესკო :D მე ეგრე ვაპირებ წაკითხვას. აბა სად მაქ კონსერვების და ბანკების ნერვები :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xronopi
Crazy Member
ჯგუფი: Members
xronopi
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4694
წევრი No.: 84833
რეგისტრ.: 17-February 09
#14671750
· 13 Jul 2009, 00:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
death85
მობიდიკი მელვილთან ბოროტების სიმბოლოა
ია არ არის კეთილი მწარედ იკბინება.
აქაბის ფეხი არ გენანება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tikoroma
Crazy Member
ჯგუფი: Members
tikoroma
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3555
წევრი No.: 49190
რეგისტრ.: 13-December 07
#14682544
· 13 Jul 2009, 21:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ocelot
QUOTE
მერე გამოგეტოვებინა ფრანჩესკო
რა უნდა გამომეტოვებინა, მთელი წიგნი ეგ არი :D
რომ დაამთავრებ, მითხარი დაიჭირა თავისი ვეშაპი იმ კაცმა თუ არა :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nakash
ოლიუნიდიზ
ჯგუფი: Members
nakash
ოლიუნიდიზ
ჯგუფი: Members
წერილები: 7173
წევრი No.: 10939
რეგისტრ.: 21-June 05
#14682626
· 13 Jul 2009, 21:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tikoroma
QUOTE
რომ დაამთავრებ, მითხარი დაიჭირა თავისი ვეშაპი იმ კაცმა თუ არა
ვეშაპი არა ჩიტი დაიჭირა :givi:
არადა მართლა მასეა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07
#14683775
· 13 Jul 2009, 22:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xronopi
QUOTE
მობიდიკი მელვილთან ბოროტების სიმბოლოა
ია არ არის კეთილი მწარედ იკბინება.
აქაბის ფეხი არ გენანება?
მწარედ იკბინება მაგარი იყო :lol:
აქაბის შეჭმა ისედაც შეეძლოა მაგრამ არ შეჭამა. აქაბი გაგიჟებული დასდევდა და სხვა რა უნდა ექნა? დაუნგრია გემი და მოაჭამა ფეხი. მაგრამ აქაბი გამობრუნდა და ისევ დაირაზმა მის მოსაკლავად და გაიჩალიჩა კიდეც ბოლოს :)
This post has been edited by
death85
on 13 Jul 2009, 22:41
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xronopi
Crazy Member
ჯგუფი: Members
xronopi
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4694
წევრი No.: 84833
რეგისტრ.: 17-February 09
#14720715
· 16 Jul 2009, 15:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
death85
თავის დროზე მობიდიკის ხათრით იხტიოლოგიით დავინტერესდი. ვეშაპების მთელი სახეობები შევისწავლე.
კაშალოტი საერთოდ საკმაოდ აგრესიულია თან დიდი. მუსრს ავლებს ზვიგენებს. მასზე დიდი მხოლოდ ლურჯი ვეშაპია მაგრამ ის უწყინარია.
მელვილს სხვა რაგაცეებიც აქვს დაწერილი. ქართულად არის სხვათაშორის ნათარგმნი
ავტობიოგრაფიული ტაიტი და ომოუ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი
ჯგუფი: Members
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07
#14720862
· 16 Jul 2009, 15:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xronopi
QUOTE
ავტობიოგრაფიული ტაიტი
მელვილს და გოგენს ნუ აურევ :D
ეგარი "ტაიპი" :)
ჰერმან მელვილი, "ტაიპი" (1846)
ეს რომანი შარშან წავიკითხე სოფელში (2001). დედულეთში, რაჭაში ვისვენებდი და წაღებული წიგნებიდან პირველად "ტაიპის" ჩავუჯექი. არც შევმცდარვარ, რადგან არაფერი ისე არ ახალისებს უსაქმობასა და ე.წ. საკურორტო სიზანტეს, როგორც სათავგადასავლო რომანების ნთქმა, თანაც ისეთი არატიპიური Travelogue-სტისა (მაშინ ასე უწოდებდნენ ამ ჟანრს), როგორიც მელვილია. მართლაც, ნუთუ შეიძლება ჟიულ ვერნის, მაინ რიდისა და ფენიმორ კუპერის გვერდით მოვიხსენიოთ "მობი დიკისა" და "იზრაილ პოტერის" ავტორი...
ჰოდა ამ შარშანდელმა განცხრომამ "ტაიპი"-ში ამოკითხული პატარ-პატარა განცხრომები გამახსენა წლევანდელ, თბილისურ ხვატში ჩარჩენილ მკითხველს. წარმოიდგინეთ, რომანის მოქმედება სადღაც მარკიზის კუნძულებთან ხდება და თავგადასავლებთან ერთად წიგნში დეტალურადაა აღწერილი იქ მცხოვრები კაციჭამიების უცნაური სიზანტე და სიამოვნებათა მთელი ის კრიალოსანი, რომლითაც ისინი თავს ირთობენ. შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს კიდეც, "რა შუაშია სიზანტე-სიამოვნებებიო!", მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.
ახლა კი, მოდით ვნახოთ "რას გვიამბობს ტაიპი":
პირველივე აბზაცს შეუდგება თუ არა, გამოცდილი მკითხველი იფიქრებს, "მობი დიკის" გაგრძელებას ხო არ ვკითხულობო, თუმცა კი ნაწარმოებს რეალური ამბავი უდევს საფუძვლად. გმირი (მთხრობელი) ნახევარი წელია გემიდან არ ჩამოსულა, რომლის შემადგენლობაც უკვე ექვს თვეზე მეტია ვეშაპებს დასდევს წყნარ ოკეანეში. გემზე შიმშილობენ, აღარც პროვიზია დარჩათ, არც ტკბილი კარტოფილი და ბანანის ასხმა და არც წვნიანი ფორთოხლები, არამედ მხოლოდ ორცხობილა - მზითა და ოკეანის ქარით გამომშრალი. დასაკლავიც უკვე კარგა ხნის წინ დაიკლა. გემბანზე ერთად-ერთი მამალიღა დააბიჯებს, თავის დროზე მხიარული და მამაცი ყვინჩილა სახელად "პედრო" და მასაც კუნძზე დაადებინებენ სულ მალე თავს. ვერ აეწყო გემის ხელმძღვანელობასა და მეზღვაურებს შორის ურთიერთობაც და სწორედ ეს გახდება ორი მათგანის გაქცევის მიზეზი.
ხომალდი მარკიზის კუნძულებთან იდგა, როცა მთხრობელი (თავად მელვილი) და მისი მეგობარი ტობი (რეალური პირი, რ. ტობაიეს გრინი) კუნძულ ნუკუხივაზე გადავიდნენ. მათ გაგონილი ჰქონდათ, რომ იქ ორი ტომი ცხოვრობდა: კაციჭამია ტაიპი-ს ტომი და მშვიდობიანი ხაპარები. მეგობრები ცდილობდნენ ხაპარებთან გადასულიყვნენ, მაგრამ, როგორც მიხვდით, ტაიპის (მარკიზის კილოკავზე ეს სიტყვა თურმე კაცის ხორცის მოყვარულს ნიშნავს) ჩაუვარდნენ ხელში. მათ ერთად-ერთი იმედი დარჩათ, გაგონილი ჰქონდათ, მეზღვაურის ხორცი თურმე ძალიან მარილიანი ყოფილა და იმედოვნებდნენ, ეგებ არ შეგვჭამონო. არადა კაი "გულიანი" ხალხი აღმოჩნდა ეს ტაიპი, დაახლოებით ისეთი, სომხები რომ არიან აკა მორჩილაძის "მოგზაურობა ყარაბაღში" (საერთოდაც, ეს ნაწარმოები ძალიან გავს "ტაიპის"), ანუ "პატივისცემაში" ჰყავდათ "ტყვეები", მაგრამ, სამაგიეროდ ისინი ნაბიჯს ვერ გადადგამდნენ მათ გარეშე. მალე კი ისიც გაირკვა, რომ საერთოდ, ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო მათი "პატივისცემიდან" თავის დაღწევაზე.
ამის მიუხედავად, მეგობრები კაის ჭამენ, კაის სვამენ და კაის ეწევიან რაღაც ბალახს, ჩვენებურ პლანს რომ წააგავს (თუმცა რაღა ჩვენებური, ლათინურად cannabis indica ჰქვია). მოწევას რაც შეეხება, იქ ბევრი კარგი პასაჟია ამ მავნე და ძვირფასი სიამოვნების შესახებ. მაგალითად, ერთგან ავტორი წერს, "არაფერი ისე არ შვენის ახალგაზრდა ქალს, როგორც მოწევა. რა სჯობია პერუელი ლამაზმანის ცქერას, როცა იგი ფორთოხლის ხეებზე გაჭიმულ ჭრელი ჭილის ჰამაკში ირწევა და კარგ სიგარას აბოლებს?"-ო. თუმცა ავტორს იქვე ფაიავეი ახსენდება (იქაური, კუნძულელი ლამაზმანი, მთხრობელის სიმპატია, ერთგვარი მის ტაიპი 1842), ხელში ლერწმის გრძელი ჩიბუხი რომ ეპყრა ხისგან გამოთლილი საღვივარით და ნება-ნება რომ აბოლებდა ხოლმე, და დასძენს, "ამ სანახაობას მაინც ვერაფერი შეედრებოდა"-ო.
ახლა სასმელისაც ვთქვათ. ესეც მაგარი ჰალუცინოგენი ჰქონიათ, არვა-ს ეძახიან და ამავე სახელწოდების მცენარის ფესვისგან ამზადებდნენ თურმე. შემოუჯდებოდნენ იქაური ჯეელები დიდ ხის გობს და იწყებდნენ ამ ფესვის ღეჭვას, მერე კი გამონაღეჭს გობში აფურთხებდნენ, ასხამდნენ წყალს და ურევდნენ, თანაც აუცილებლად მარჯვენა ხელის თითით. მალე სასმელი მზად იყო და როგორც იტყვიან, სუფრაზე ჩადგმაღა აკლდა.
გასართობი სხვაც ბევრი ჰქონდათ კუნძულელებს. ისინი ფაქტობრივად ყველაფრით ერთობოდნენ, ღორის დაკვლით დაწყებული - თევზაობით დამთავრებული და ამის მიუხედავად - ერთი რამ მაინც ძალზე საგულისხმოა ამ რომანში, კერძოდ კი ის, რომ ავტორი აღწერილ გარემოს, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, იმდროინდელ მოდურ ლიტერატურას უპირისპირებს. ერთგან იმასაც კი ამბობს, "მოდურ რომანებში კბილებს სპილოს ძვალს ადარებენ, ჩემი აზრით კი ტაიპის ხალხს უფრო ლამაზი კბილები აქვს"-ო და მოზრდილი ციტატით ყველა ამგვარ ლიტერატურულ კლიშეს აძევებს ტაიპის სამოთხიდან: "ბედნიერების ამ ნაკრძალში არ იყვნენ ბრაზიანი ბებრუცუნები, სასტიკი დედინაცვლები და ჩამომხმარი შინაბერები, განშორებით გატანჯული მიჯნურები და ნამდვილი ბერბიჭები, გულგრილი და უნიათო ქმრები, მელანქოლიური ყმაწვილები, წვინტლიანი ბიჭუნები და მჩხავანა ჩვილები. იქ სულ მხიარულება, ხალისი და ლაღობა იყო. სპლინი, იპოხონდრია და მსოფლიო სევდა გადახვეწილიყო და სადღაც კლდის ნაპრალებში იმალებოდა".
მხოლოდ უცნაურ ტყვეობაში ჩავარდნილ მთხრობელს შემოაწვებოდა ხოლმე სევდა, რომელიც, როგორც ჩანს, სწორედ იმ ზემოხსენებული ნაპრალებიდან აღწევდა და ისიც ადგა და გამოიქცა, რადგან ნაცნობ გარემოში ერჩია სევდიანობა. თანაც ვიღაცას ხომ უნდა მოეყოლა ეს ამბავი, ანდა "მობი დიკს" ვინ "გაქაჩავდა" მელვილის გარდა.
რა თქმა უნდა ვერავინ.
This post has been edited by
gabarzgaleba
on 16 Jul 2009, 15:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xronopi
Crazy Member
ჯგუფი: Members
xronopi
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4694
წევრი No.: 84833
რეგისტრ.: 17-February 09
#14720943
· 16 Jul 2009, 15:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gabarzgaleba
ვახ ვახ ვახ მეც რაჭაში წავიკიტხე დიდი ხნის წინ. შოვში
ვიღაც კუნზულელს რომ აწონებდა თავს და ყველაზე "გრაციოზული" პოზა მიიღო ტუ გახსოვს ეგ მომენტი.........
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mchxapneli
Super Member
ჯგუფი: Registered
mchxapneli
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 588
წევრი No.: 121194
რეგისტრ.: 17-September 10
#21861947
· 2 Oct 2010, 18:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"მობი დიკი" ერთ ერთი იმ გამონაკლისთაგანია ყველა ასაკში რომ შეგიძლია წაიკითხო და არ მოგბეზრდეს........მეორედ ვკითხულობ 5 წლიანი შუალესის შემდეგ(უბრალოდ იმდენი წიგნები მქონდა წასაკითხი სხვა დრო ვერ გამვძებნე) რათუნდა ამ წიგნს ჩემი ქება დიდება, ეს უნდა წაიკითხო და კიდევ წაიკითხო :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xronopi
Crazy Member
ჯგუფი: Members
xronopi
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4694
წევრი No.: 84833
რეგისტრ.: 17-February 09
#21865135
· 2 Oct 2010, 21:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(mchxapneli @ 2 Oct 2010, 18:05 )
"მობი დიკი" ერთ ერთი იმ გამონაკლისთაგანია ყველა ასაკში რომ შეგიძლია წაიკითხო და არ მოგბეზრდეს........მეორედ ვკითხულობ 5 წლიანი შუალესის შემდეგ(უბრალოდ იმდენი წიგნები მქონდა წასაკითხი სხვა დრო ვერ გამვძებნე) რათუნდა ამ წიგნს ჩემი ქება დიდება, ეს უნდა წაიკითხო და კიდევ წაიკითხო :)
mchxapneli
ყველა ჰასაკში ვერ წაიკითხავ.
ბავშვობაში უნდა წაიკითხო საჭირო წიგნები.
მერე სქელტანიანი წიგნების წასაკითხათ დრო არ გექნება
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(9)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0299 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.