ტასო და ვარსკვლავიისე ტიროდა პატარა ტასო
-გეგონებოდა არავინ ჰყავსო.
ვარსკვლავმაც ალბათ იფიქრა ასე
მოსწყდა, მიუჯდა პატარას წამსვე.
,,რა გატირებს?'' - ღიმილით ჰკითხა
,,ნუთუ შემოგხვდა ბოროტი ვირთხა?
თუ, შეგაშIნა ფერიამ შავმა.
და მოგაყენა საბრალოს ტრავმა?''
ვარსკვლავს ახედა ეჭვებით ტასომ,
იფიქრა: ნეტავ ბოდავსო რასო?
სცადა ცრემლების მიზეზის ახსნა:
თურმე მიზეზი ყოფილა ჩაფსმა.
ძმასთან თამაშIთ იყო გართული,
ვერ მოითმინა ბოლო სართული.
იქვე ჩამჯდარა ანაბრად ბედის...
და სტირის ახლა - შიში აქვს დედის.
გაკვირვებული იყო ვარსკვლავი;
რა არის ასე გულმოსაკლავი?
ვერ გაუგია მას ბავშვის სევდა,
რადგან ვარსკვლავებს არა ჰყავთ დედა.
ამბობენ მზეო - არ არის სწორი,
მთვარის მამობაც ყოფილა ჭორი.
(ხომ უნდა შეხვდნენ მშობლები სადმე
ბავშვის კეთების რომ სცადონ საქმე)
და ისევ ცაზე ახტა ვარსკვლავი,
სადაც ცხოვრობდა სხვა უთვალავი.
მას შეჰყურებდა ქვემოდან ბავშვი,
ცრემლით აევსო თვალები წამში.
რომ არ შეიქნას დედის საკლავი:
თვითონაც უნდა გახდეს ვარსკვლავი
- მას არც დედა ჰყავს და არცა ფსამსო.
ამას ფიქრობდა სულელი ტასო.
(ჩემს ანასტასია გომელაურს)
Yo lloré porque no tenía zapatos, hasta que ví a un niño que no tenía pies.
The minute you settle for less than you deserve, you get even less than you settled for.
Il vaut mieux être à la suite des lions qu'à la tête des renards.