xachapuridze
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07
|
#14665675 · 12 Jul 2009, 15:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Oცელოტ
QUOTE | ეს როგორ გავიგო, როგორც კაიფი თუ პასუხი? |
ერთიც და მეორეც. სინამდვილეში უნდა ყოფილიყო притча о фиговм дереве. არაკ-ი (არაკისა) 1. ზღაპრული შინაარსის იგავი, იგავ-ზღაპარი. წუხელის აღარ თაგვაძინა, გვიამბო ზღაპრები, არაკები (ვაჟა). ერთი პატარა წიგნი მომიტანა , .. `არაკი~ კი ჰქვია, მაგრამ, რაც შიგა სწერია, სრულებით მართალია (ნ. ლომ.). გადაგიშლი წიგნსა პატარას, მეც მოვიჯდები გვერდსაო; გასწავლი წერა-კითხვასა, არაკებს გეტყვი ბევრსაო (ხალს.). 2. გადატ. ტყუილი, მოგონილი ამბავი. შენ ყური უგდე ჩემს ლაპარაკსა, მე მართალს გეტყვი, არ თუ არაკსა (დ. გურამ.). ისევ იმათ გადაუგდეთ, ვისაც კვებდით არაკებით (ი. ევდ.). à თქვა რუქამ არაკი საუბ. დაცინ. დიდი რამ `სიბრძნე~ კი თქვა [გამოთქმა წარმომდგარია საბას `სიბრძნე სიცრუისა~-ში რუქას მიერ მოთხრობილი არაკების მიხედვით]. იგავ-ი (იგავისა) 1. მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც, ჩვეულებრივ. ზნეობრივდამრიგებლური დასკვნით მთავრდება. შუათანა ძმამ თქვა იგავი (ი. გოგებ.). ზღაპარი, არაკი, იგავი ერთსა და იმავე დროს სიბრძნეც არის და სიცრუეც, სიბრძნე სულით, სიცრუე _ ხორცით (ილია). იგავი, არაკი, ზღაპარი ამისთანა სახეა ... აზრისა, რომელიც საჭკუო და საზნეო ჭეშმარიტებას ზედმიწევნით გვიხატავს, ხორცშესხმულად, ჭკუას გვასწავლის, გვარიგებს, ზნეს გვიწურთნის (ილია). ისხედით, იგავს გითხრობდა, ადიდეთ კაცი მშრომელი (ს. ჩიქოვ.). 2. გადატ. დაფარული აზრი (ზღაპრისა, სიტყვისა და მისთ.). მე მოგახსენებთ ამ ზღაპრის იგავს, თქვენვე მიხვდებით, ვის ზნესაც მიჰგავს: ... ზოგი მსაჯული ჯიბეს გვითხელებს, გზირებს-კი სწამობს ავაზაკობას! (რ. ერისთ.). სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმნე, თუ გიყვარდეო (დ. გურამ.). იგავებით გადატ. ზმნს. გადაკვრით, ნართაულად, ქარაგმულად. `დავანებოთ თავი იგავებით ლაპარაკს" (ი. გულის.). მაინც გულხელდაკრებილები არ იყვნენ გიორგისანი, ცდილობდნენ იგავებით მიეხვედრებინათ ჭაბუკი (ვ. ბარნ.). იგავად ზმნს. იგივეა, რაც იგავებით. თქვენ ბრძანებთ იგავად, მე მესმის იგ ავად, _ მიბრძანეთ ამბად (დ. გურამ.). იგავ-არაკ-ი (იგავ-არაკისა) ჩვვულებრივ მრავლობითში იგივეა, რაც იგავი (მნიშვ. 1). კრილოვის იგავ-არაკები. _ ლაფონტენის იგავ-არაკები. _ საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაკითხული მქონდა (აკაკი). ზოგიერთ იგავ-არაკს «სიბრძნე-სიცრუის წიგნში» ნოველის ხასიათი აქვს (გ. ქიქ.). დუმს ხუმარაც, აღარ ამბობს იგავ-არაკებს, ბატონიშვილს გული უწუხს, მარტო ვეღარ ძლებს! (ს. შანშ.).
|