მოგეწონა ნარმო ?
მე გულწრფელი ვიქნები და გამსახურდიას იმ სიდიადეს ვერ ვხედავ, როგორც ზოგი აფასებს.
შეიძლება ვცდები და უბრალოდ ჩემამდე არ მოდის კონსტანტინეს შემოქმედება ან ვერ ვამუღამებ.
დავით აღმაშენებლის გარდა ყველაფერი წავიკითხე რაც აქვს მნიშვნელოვანი.
დიონისოსი ღიმილში რა ევასებათ ვერ გამიგია.
ზოგმა ისიც კი თქვა- ყველა დროის საუკეთესო ქართული რომანიაო.
ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი ნაციონალისტურ-შოვინისტური ნაწარმოები, ბევრი სისულელით გაჯერებული.
ნუ, ახლა დანტეს ღვთაებრივი კომედიის ქართული ვერსია რომ გააძრო და ფემინისტების მოძრაობას და ლიბერალიზმს რომ ეხება, ეგ თუ არის რამე განსაკუთრებული, რავიცი აბა.
დიდოსტატის მარჯვენას არა უშავს, მაგრამ რაღაც "ეს რა წავიკითხე" არც ეგაა.
მაგ წიგნში არის ის სისულელეები რაც ხალხს დღემდე სჯერა ჩვენთან და ეგ სტეროტიპი ღუპავს ერს, კერძოდ ვითომ გამორჩეულად მოღალატე ერი რომ ვართ, არადა სტატისტიკურად ღალატით სულ რაღაც რამოდენიმე ომი გვაქვს წაგებული
თავის მხრივ ფერებზე რომ ანძრევს ხალხი, ეგეთ ხალხს ლიტერატურის მოყვარულად ვერ აღვიქვამ.
ამდენი ფერი გამოიყენა
მაგარი ხელოვნურად გადატყლარწული სიტყვების კორიანტელია, თუმცა კარგი ადგილებიც არის წიგნში.
რუსეთის კრიტიკა რომ არის და ბევრმა ვერც კი ამოიცნო
აი, მთვარის მოტაცება-ეგ დაახლოებით ისეთი წიგნია, როგორიც ბერლინი ალექსანდერპლაცი, ოღონდ სტილს ვგულისხმობ და მიმდინარეობას. უბრალო ენით რომ ვთქვათ- ეპოქის მონუმენტი და ძეგლია.
მანდაც არის კარგი მომენტები, მაგრამ ფინალის გარდა და მამას რომ კლავს და კიდე რამოდენიმე მომენტის გარდა, ძაან გაწელილი წიგნია, უაზრო პათეტიკური რეჩებით გამოტენილი.
ევროპელები რომ ქართველობის წართმევას გვიპირებენ
ჩემთვის ჯერ არის კლდიაშვილი და მერე ჯავახიშივილი და აი შემდეგ შეიძლება კოსწიას დასმა.