ჩემი გარდაცვალება
ყველაფერი კარგად მახსოვს - რასაც ვფიქრობდი და რაც მაწუხებდა, რისი იმედიც მქონდა და როგორადაც გამიცრუვდა. მე არ ვყოფილვარ მარტო , ჩვენ მთელი ტაობა ვიყავით. ფეხდაუდგმელნი, ჩვიდმეტი წლისანი, ინსტიტუტებს რომ მიგვაბარეს, გვინდოდა თუ არ გვინდოდა, არავის უკითხავს. უკვე სტუდენტები ვიყავით და ეს საკმარისი იყო. შერჩევა აქ, რა უფრო გამოგვადგებოდა ცხოვრებაში. ცხოვრებას ისინი ეძახდნენ, ჩემთვის ეგ არასდროს ყოფილა ცხოვრება და ფეხიც ვერ ავაყოლე ამიტომ.
შენ მაშინ არ გიცნობდი...
მართალია, ვიღაცეები მომწონდა ზოგჯერ, მაგრამ ისიც ერთი-ორი დღით. ჰა-ჰა სამით. ეგ იყო და ეგ. სხვა საქმემ გამიტაცა , ყველაზე ფეხმოკიდებულმა ჩვენში. უფროსები უსაქმურობას ეძახდნენ. ჩვენ კი, ვიდექით და ვეწეოდით.
- ხომ არ შევიდეთ ლექციაზე? - იკითხავდა ვინმე.
-რა ვი, მოვიფიქროთ, -იტყოდა სხვა და ისევ ვეწეოდით. ან შევიდოდით , ან არა.
- კარგი გოგოა, - გაივლიდა ვინმე.
-კახას უყვარს, ბუაჩიძეს , - თვალს გააყოლებდა ვიღაც.
- რატომ აცდენთ ლექციებს ?! - ჩამოივლიდა დეკანი (ისიც უშედეგოდ, რა თქმა უნდა).
შუადღემდე ვიდექით ხოლმე. თემები, თ ითქმის, ერთი და იგივე იყო: ფეხბურთი, პოლიტიკა, ქალები...ვიდექით და ვსაუბრობდით. ფინალიც ერთო და იგივე - ღვინო! მივდიოდით და ვსვამდით. მერე დილით, ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი.
შენ მაშინ არ გიცნობდი...
დღეები ერთმანეთს მისდევდნენ და დედაჩემის წუწუნს, მამაჩემის ყვირილი ცვლიდა. მე არ ვიცვლებოდი. მხოლოდ ზოგჯერ (მერე და მერე უფრო ხშირად), როცა ირგვლივ გამეფებული სიბინძურიდან, დროებით მაინც თავის დაღწევა მინდოდა, მე მივრბოდი, უფრო სწორად გავრბოდი და უფრო ხშირად მთაში...
მარტო არ ვყოფილვარ, ჩვენ მტელი თაობა ვიყავით. ვისაც არ გვსურდა "ჭაობში"აღმოვჩენილიყავით . არც ჩათრევას ვამჯობინებდით და არც ჩაყოლას. ჩვენ ვუფრთხილდებოდით ბოლომდე დაუბინძურებულ საკუთარ სულებს.
შენ მაშინ ჯერ არ გიცნობდი...
პირველი სამხედრო უწყება რომ მივიღე , დედაჩემმა თავში ხელი შემოირტყა, მამაჩემმა მაგიდას დაარტყა მუშტი , - იქ მისვლა არ გაბედოო. მაინც მივედი კომისარიატში. ექიმმა სხვათა შორის მკითხა - რა გაწუხებსო . ინდირა განდის სიკვდილი - მეთქი , - მომადგა ცრემლი ( წინა დღით მიიცვალა ცხონებული). კომისარმა - ისე შორს გაგაგზავნი, ციმბირი გენატრებოდესო. მე გამეცინა და რა თქმა უნდა, არ დამიზუსტებია , კონკრეტულად რომელ ადგილს გულისხმობდა. არც ჰქონია ჩემთვის მნიშვნელობა . იმდენად მინდოდა აქაურობას მოვშორებოდი, იმდენად მინდოდა რაღაც სხვა, მზად ვიყავი ის ორი წელი თეთრ დათვებთან ჩახუტებულს გამეტარებინა.
მშობლებმა ნათესავებს უხმეს. მათაც იგივე თქვეს: - არ წახვიდეო. მე არაფერი მითქვამს. ჯერ ერთი, ვერ გავაგებინებდი რატომ მივდიოდი, მეორეც- მე თვითონ არ ვიცოდი, ბოლოს და ბოლოს რატომ მივდიოდი...
და მაინც წავედი.
შენ მაშინ არ გიცნობდი...
მარტო არ წავსულვარ. ყველანი წავედით. ზოგი უფრო ადრე. ზოგი - გვიან. ვინ სად და ვინ სად...
ყველაზე ტრაგიკული , რა თქმა უნდა, იმის ცოდნა და გრძნობაა, რომ სხვის ჯარში მსახურობ, ფიზიკური შევიწროება ნაკლებად, ადამიანი ყველაფერს იტანს . სიმართლე რომ ვტქვა, მე არც შემხვედრია უსიამოვნება. უფრო მტკივნეული მეორე მხარეა - მორალური. სულს გიბინძურებენ, ხელებს გიფათურებენ და უნდა გაუძლო. ფსიქიკაც გერყევა , მახსოვს, ვიგრძენი გაგიჯების შიში და ერთგვარი დასწრების არჩევანი გავაკეთე - თავი მოვიგიჟიანე . არ ვხუმრობ და სხვათა შორის, გაჭრა. ჩემი ქცევა აშკარად სცილდებოდა ნორმალურის ფარგლებს. თავი დამანებეს. მქონდა ჩემი სამუსაო და მეტი არაფერი. თუმცა როგორ არაფერი - უამრავი დრო. ალბათ, ესაა ერთადერთი დადებითი მხარე - გაქვს დრო, თავისუფალი დრო და საშუალება იფიქრო, იფიქრო გაუთავებლად წარსულსა და მომავალზე.
სწორედ იქ მივხვდი, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლება . სწორედ იქ დამწყდა გული, რომ ამდენი დღეები, თვეები და წლებიც კი ფუჭად და უაზროდ გავატარე. სწორედ იქ მივხვდი , რომ დაბრუნების შემდეგ ძველებურად აღარ უნდა მეცხოვრა. უნდა შევცვლილიყავი მე, უნდა შეცვლილიყო ჩემი ცხოვრების ცესიც. სწორედ იქ მივხვდი, რომ ადამიანი არაფრის გამო არ იბადება. მან რაღაც უნდა გააკეთოს . მას აქვს რაღაც მისია , რომელსაც უნდა მიაგნოს...
სწორედ იქ გამიჩნდა საოცარი რწმენა და იმედი, რომ ჩემი დაბრუნების შემდეგ, ყველაფერი შეიცვლებოდა. შეიცვლებოდა უკეთესით - მე მივაგნებდი აზრს ჩემი ამქვეყნად მოსვლისა...
დავბრუნდი...
ერთხანს კიდევაც ვეძებე რაღაც ახალი, ის რაღაც, რისი პოვნის იმედიც ორი წელი მქონდა . რამაც გამაძლებინა იქ. მაგრამ გადიოდნენ დღეები. ისევ ცვეულებრივი იყო ყველაფერი. ისევ ძველებურად დავიწყე უნივერსიტეტში სიარული. ისევ დაიწყო მამა- შვილური და საერთო-ოჯახური დარიგებები, მე კი ისევ ძველებურად ვიდექი სხვებთან ერთად და ვეწეოდი ...
- რატომ აცდენთ ლექციებს?! - ჩამოივლიდა დეკანი, ან რომელიმე ლექტორი. ხან შევიდოდით, ხან არა...
შენ უკვე გიცნობდი.
მე თუ შევიდოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მენახე. სულ ახლოს ვიჯექი ხოლმე შენთან. შენ კი მაინც შორს , ძალიან შორს იყავი...
- ხომ არ დავლიოთ?- იკითხავდა ვინმე .
საკამათო არაფერი იყო, ცვენ მივდიოდით და ვსვამდით. ტემები ერთგვარი იყო: პოლიტიკა და ქალები, ფეხბურთი და ღვინო...
დღეები ერთმანეთს მისდევდნენ და მე, ნელ-ნელა, შემოპარული სურვილი სიკვდილისა, მეზრდებოდა. რაღაც მინდოდა, რასაც ჩავჭიდებდი ხელს , მოვეკიდებოდი , და მე მომეჩვენა , რომ ის რაღაც თუ ვიღაც, შენ იყავი , შენ, რომელმაც არაფერი იცოდი და ცვეულებრივი ლოთი გეგონე მხოლოდ. მე კი მიყვარდი. მართლა მიყვარდი... არ ვიცი, რატომ შემიყვარდი ასე უცბად. შეიძლება იმიტომ, რომ აღარაფერი დამრჩა სიყვარულის მეტი, შეიძლება იმიტომ რომ ყველასგან განსხვავდებოდი...
შენ კი არაფერი იცოდი, დადიოდი უნივერსიტეტში და რა თქმა უნდა, ეჭვიც კი არ გიჩნდებოდა, რომ შეგეძლო გეშველა, რაღაც გეთქვა მაინც. ერთ დღეს, ღვინით გათამამებულმა ხელი გადაგხვიე და 106-ე აუდიტორიიდან გაზაფხულის მყინვარწვერი დაგანახე . რა ლამაზია - მეთქი, გითხარი და ისევ თოვლიან ყაზბეგს გავხედე . შენ დუმდი- მაშინაც და მერეც, საღამოს, შენტან რომ მოვედი, კიდევ უფრო მთვრალი და მიყვარხარ- მეთქი გითხარი. შენ არაფერი გითქვამს. თუმცა მივხვდი, რასაც ფიქრობდი - რომ ეს ჩვეულებრივი მ თვრალი კაცის სიტყვები იყო..
მე სულაც არ შემშინებია, - პირიქით - საოცრად მომინდა სიკვდილი. იმდენად, რომ აჩქარებაც შევატყე საკუთარ ტავს. (იქნებ გამოფხიზლების მეშინოდა?)
სახლში მივედი და ცემი მოთხრობები მაგიდაზე დავტოვე, მეტი არაფერი. ტაქსი გავაჩერე და ფალიაშვილის ქუჩაზე ჩამოვედი . მრავალსართულიანი, თეთრი სახლი ძველი შერჩეული მქონდა. ლიფტი არ მუშაობდა და ფეხით ავყევი კიბეს. დედას ვფიცავარ, არ შემშინებია, ერთი გადავხედე თბილისს, ნაცნობი ადგილები მოვათვალიერე და გადავაბიჯე ...
... დაკრზალვაზე ბევრი ხალხი მოვიდა. თეთრი ყვავილები, ძალიან მოუხდა ჩემს კუბოს, მხრებზე შედგმული ნელ-ნელა რომ მიჰქონდათ ბიჭებს . ერთმანეთს ცვლიდნენ და გოგონებსაც ამშვიდენდნენ. დედაჩემი მოთქმით ტიროდა. მამაჩემმაც ბავშვივით იტირა .
პროცესია საგრძნობლად გაიწელა. გათხრილ საფლავთან , კიდევ უფრო უმატეს მოთქმასა და გოდებას. მერე ყველამ მაკოცა და ფრთხილად დამიწყეს ჩაშვება. მიწა აბრახუნდა კუბოს თავზე და სიმძიმე ვიგრზენი. ყველანი მაყრიდნენ მიწას - ვინ ნიჩბით და ვინ ხელით. გოროხების ხმას ფიცარზე ვგრძნობდი . ბიჭების ქვითინსაც და გოგონების ხმამაღალ ტირილსაც .
შენ ცოტა მოშორებით იდექი. შენი დიდი და ლამაზი თვალებით გაკვირვებული დაჰყურებდი ჩემს საფლავს ...

1990 წელსაა გამოცემული ..
სახლში ვიპოვე ..
თუთიყუშმა ყდა მოაჭამა
ცენტრალურ პარკში რომ ტბაა იხვები ხომ გინახავთ გაზაფხულობით. იქნებ შემთხვევით იცოდეთ ზამთრობით სად მიდიან? იქნებ იცოდეთ შემთხვევით ვინმეს საბარგო მანქანით მიჰყავს თუ თვითონ მიფრინავენ სამხრეთით თ ან სხვაგან სადმე?
Я человек больной... Я злой человек. Непривлекательный я человек.