პაემანი
პაემანზე შევხვდეთ ხვალე,
საღამოთი შვიდზე, რვაზე?
რვაზე არა, აბა შვიდზე?
არც შვიდზე და ღამის ცხრაზე?
ანგელოზო როდის გნახო?
ალიონზე გაგახარო?! შვიდზე?
რვაზე, ცხრაზე თუ თერთმეტზე,
თუ შუა დღეს, მცხუნვარ მზეზე?
იქნებ ხვალე გირჩევნია,
პაემანზე ჩემი ნახვა?
ექვსზე,შვიდზე თუ კვლავ რვაზე?
თუ ათისკენ ღამის ზღვარზე?
იქნებ მთვარეს ჩვენ მივანდოთ,
პაემანის საიდუმლო?
იქნებ არც გაქვს დასამალი,
გრძნობა ჩემსკენ მომავალი?
მე კი ვმალავ მერიდება,
პაემანი რომ შეგკადრო,
აზრი არ აქვს დღეს და დრო-ჟამს,
მინდა ვარსკვლავთ შეგადარო.
მაგარამ არა, შემოგბედავ,
პაემანი დაგინიშნო,
არა სირცხვილს უნდა ვსძლიო და
საათი მოგინიშნო.
ექვსზე, შვიდზე, თუ კვლავ რვაზე,
მოიცლები ჩემს ნახვაზე,
მაშინ იქნებ მაინც ცხრაზე,
ანდა დილის გარიჟრაჟზე?
ჰოდა ვიღებ ყურმილს, ვრეკავ,
და ჩამესმის ნაზი ჰანგი,
შენი ბგერის თითო თრთოლვა,
მე მაბრუებს, როგორც ბანგი.
“მაკო, ჩემო სანატრელო,
ეს მე ვრეკავ შენი კვალი,
მოდი იქნებ ხვალე შევხვდეთ,
და მასესხე ვითარც ვალი,
გინდა ექვსზე, გინდა შვიდზე,
ან თუგინდაც ისევ ცხრაზე,
მოდი ხვალე შვიდზე შევხვდეთ,
აქვე მოვსხდეთ ჩვენს ვერაზე,
მინდა გითხრა რომ მიყვარხარ,
სიგიჟემდე მენატრები.
ექვსზე, შვიდზე და თორმეტზე,
თვალწინ მუდამ მელანდები,
უარს შენგან ვერ ავიტან,
არ დაგითმობ გზას ვერაზე,
უშენობას ვერ ავიტან,
ვერც შვიდსა და ვერცა ცხრაზე,
პასუხს ველი ეხლა, ამ წუთს,
დადებითს და არა უარს,
შვიდზე, რვაზე, გინდაც ცხრაზე,
გაგითელავ მე ტროტუარს.”
მაწყვეტინებს ამ საუბარს,
უცებ ხმა მე სირინოზის:
“თანახმა ვარ, ხვალე შევხვდეთ,
ნახევარზე,თუნდაც ოთხის.”
აღელვებით ხმა დავკარგე,
აღარა ვარ შენთვის მორცხვი,
მე შენ მარად მეყვარები,
ექვსი იყოს, თუნდაც ოთხი!
არაფერია გასაკვირი...
სულსულსულ არაფერი..