კალიები, კალიები -
გაზაფხულის მაცნეები,
ტყეში დათვი ღრიალებს და
ამწვანებულა ხეები.
* * *
რა პატარა ყოფილა თურმე წუთისოფელი,
გირბენია ჭალებში, დაგიდია ვალები,
აღარსად გეჩქარება და დასასრულს მოელი,
ანათებენ თვალები, ანათებენ თვალები...
* * *
სარკმელში თუთა შემოხტა,
ბზრიალებს ვენტილატორი,
ნიავი სიზმრებს გაჰყვება,
მოგელანდება ტრაქტორი.
დღე ისე არ დამთავრდება,
არ გადაიწვას მატორი,
სარკმელში თუთა შემოხტა,
ბზრიალებს ვენტილატორი.
* * *
აყვავდა ია, აყვავდა ვარდი,
დროა დამკისა, დრო არის ნარდის,
გელა, ჯუმბერი, ჯარჯი, ქიშვარდი -
გაჩაღებულა თამაში მარდი.
ქიშვარდმა ორი ხელი წააგო,
გადაამტვრია სტაქანი გელას
და გაუფუჭა გუნება ყველას.
* * *
ფიქრი მიჰქრის, ფიქრი მოჰქრის,
ქარიც მიჰქრის, ქარიც მოჰქრის,
ის რომ მისი ყოფილიყო,
ხომ შეუწვავდა ყიყლიყოს...
მაგრამ არ ჰქონდა ტაფა,
ბედმა არ დააფასა,
არ ჰქონდა გაზის ფული
და უკვდებოდა გული.
ორივეს ასე ეწერა,
ცრემლი ეღვარათ ბევრი,
პენსია გაყინოდათ და
ჩამონგრეოდათ ჭერი.
* * *
ბაღები თოვლმა გადაათეთრა,
მას ახსენდება უთითებო ხელთათმანები,
ავბედითი დღე, როს მოსთხოვეს მას ქურქის ფული
და ჩექმის თანხაც არა ჰქონდა გადანახული.
ასე დაშორდენენ
და ცხოვრებამ გზები არია,
აწ ყველაფერი მოლანდება და სიზმარია,
აღარც ხინკალი, არც შაურმა არ უხარია
და მწვანე გედი კვლავ იმღერებს ტბაში არიას,
This post has been edited by varisvincvar on 21 Nov 2013, 12:37