krikri5000 იანი ტირაჯი გაიყიდა და პახოდუ 5000 კიდევ დაუკვეთეს
ლალი მაროშკინას სკანდალური წიგნი - “მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი” დღის სინათლეზე ორი კვირის წინ გამოვიდა, თუმცა უკვე ბეტსელერია... ავტორმა წიგნი რუსულადაც თარგმნა. ამასთან, წიგნი ითარგმნება ინგლისურ და გერმანულ ენებზეც... სხვათა შორს, ლალიმ წიგნი რეკორდულად სწრაფად დაწერა.
ლალი მაროშკინას ინტერვიუსთვის შინ ვესტუმრე. ინტერვიუ იმ კაბინეტში შედგა, სადაც წიგნი შეიქმნა. ოთახში შესვლისთანავე თვალში დიდი, წიგნებით სავსე კარადა მომხვდა, რომელზეც წიგნების გარდა, უამრავი სამახსოვრო ნივთი დევს და რომელსაც ახლადშემატებული წიგნი - “მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი” ამშვენებს...
სუვენირებს შორის ჩემი ყურადღება დიდი რაოდენობის სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის ხანჯლებმა, ორმა ბოთლმა ღვინომ “ნანის ვენახებიდან” მიიქცია... კედლებზე ბევრი საოჯახო ფოტოა... კომპიუტერი და პატარა დივანი... საერთო ჯამში, ოთახში თბილი და დადებითი აურა... ლალის 10 წლის ბიჭი, გიორგი სასაცილოდ იყო ჩაცმული და ცდილობდა, ჩემი ყურდღება მიეპყრო...
- ლალი, წიგნის გამოცემის შემდეგ, თქვენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?
- ადამიანების დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ სიმპათიები თუნდაც ქუჩაში შემხვედრი ადამიანებისგან არ მაკლდა, ახლა გაორმაგდა და გაათასკეცდა იმიტომ, რომ ძნელია, ეკრანიდან გადმოსცე ვინ, რა ხარ. ძნელია, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა, ვინმემ იცოდეს, რა არის შენი ტკივილი, სიხარული, რა გაწუხებს, რა გიხარია... აი, წიგნი რომ წაიკიხთეს... სრულიად უცხო ადამიანები მირეკავენ...
ფინანსური მდგომარეობაც შეიცვალა. წიგნმა მომცა საშუალება, რომ ფინანსურად უფრო ჯამრთელად დავმდგარიყავი ფეხზე. ალბათ, საკუთარი თავის ძალიან დიდი რწმენაც მომცა, რომ შემიძლია, ვწერო...
- წიგნის დაწერის მიზეზი და მიზანი რა იყო?
- მინდოდა, ჩემს განცდებზე დამეწერა და დავწერე. ის მომენტიცაა, რომ ძალიან ბევრი, ვის შესახებაც წიგნში ვლაპარაკობ, დღეს ცოცხალი აღარ არის და მინდა, ისინი რაღაცნაირდ გავიხსენო და მოვეფერო. ვხდები: რომ არა სნობური გარემო, ის გზა, რომელიც გავიარე, შემეძლო, უფრო მარტივად გამევლო. ხომ შეიძლება, თუნდაც ამ წიგნმა ბევრ გოგონას გაუმარტივოს ცხოვრება და “კლიშეებით” აღარ იცხოვროს? იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაცა არ თქვას, ხომ უფრო ირთულებ ცხოვრებას? ცოტა უხერხულია საკუთარ წიგნზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველა თაობა ნახავს თავისთვის საინტერესო მომენტს.
- მსოფლიო ჩემპიონი გამოგეხმაურათ?
- მსოფლიო ჩემპიონს ჰქონდა რაღაც არაეთიკური კომენტარი ჟურნალში, მაგრამ ვერაფერი გავიგე...
- პირადად არ დაგკონტაქტებიათ?
- არა. თავის თავშია ჩაკეტილი და სოფელშია, ველად გაჭრილი. ამიტომ არ მქონია კონტაქტი.
- თქვენი აზრით, როგორი რეაქცია ექნებოდა?
- ჩემი აზრით, იმის გამო, რომ ძალიან დიდი ხანია, არსად ჩანს და საზოგადოებრივი ცხოვრებით არ ცხოვრობს, შეიძლება, არც ჰქონდეს თავისი პოზიცია ამ წიგნზე. ყველაზე ცუდი ზუსტად ის არის, რომ დიდ სპორტსმენებს ემართებათ ხოლმე დეპრესია. ვფიქრობ, რომ ისიც დეპრესიაშია.
...სულ ვაბობ: სანამ შენზე ლაპარაკობენ და თუნდაც უკმეხს ამბობენ, ესე იგი, ცოცხალი ხარ. არ მაქვს პრეტენზია, ყველას ვუყვარდე, მე არც ოქრო ვარ, არც - ბრილიანტი და არც - ნავთობი, ეზოში რომ ამოვხეთქო და გასაგიჟებელი და კარგი ვიყო, მაგრამ როცა ლაპარაკობენ, ესე იგი, საინტერესო ვარ.
- წიგნზე მხოლოდ დადებითი კომენტარები იყო თუ...?
- მხოლოდ დადებითი, მათ შორის, რეცენზორების მხრიდანაც. მქონდა კატეგორიული მოთხოვნა, რომ ყოფილიყვნენ კრიტიკულები. ვთხოვე, რომ თუ არ მოეწონებოდათ, ეთქვათ, შეიძლება, საჯაროდ არ ეთქვათ, მაგრამ ჩემთვის მაინც ეთქვათ, მაგრამ ყველამ ძალიან დადებითი კომეტარი გააკეთა.
- გაუგზავნეთ წიგნი მიხეილ სააკაშვილს?
- კი, რა თქმა უნდა, პირველივე ეგზემპლარი და დავუწერე რომ იქ, სადაც არის დემოკრატია, ასეთი წიგნი უნდა არსებობდეს-თქო. ვფიქრობ, რომ ეს დადებითი ფაქტორია. მეორე ეგზემპლარი გავუგზავნე ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს იმიტომ, რომ ერთი დიდი თავია მასზე და ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.
ისე, ვიდრე წიგნი გამოვიდოდა, შევარდნაძესთან მივედი, მაინტერესებდა მისი აზრი და მითხრა, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემი თვალით დანახული ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და მითხრა, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, რუსეთში ელჩად გამიშვებდა. ისიც მითხრა, რომ ძალიან უნდა, უფრო აქტიურად ვიყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში...
- პრეზიდენტის მხრიდან ხომ არ ყოფილა გამოხმაურება?
- არა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას კარგად ვიცნობ, დარწმუნებული ვარ, ამერიკაში წაიღო ჩემი წიგნი, აუცილებლად აჩვენებდა ბარაქ ობამას და იტყოდა: აი, საქართველოში ჟურნალისტკა არ არის მარწუხებში და ყველას შეუძლია წეროს ის, რაც უნდა და ამის დასტური ეს წიგნიაო.
ეს არის წიგნი ადამიანებზე, თავისი მინუსებით და პლუსებით, ყველაზე კრიტიკული კი ჩემი თავის მიმართ ვარ.
- ყველაფერი, რაზეც წიგნში წერთ, სიმართლეს შეესაბამება?
- აბსოლიტურად. ერთადერთი ადამიანია შეცვლილი, რომელიც სააკაშვილთან იყო დაკავშირებული.
- სხვათა შორის, თითქმის ყველას, ვინც წიგნი წაიკითხა, არ სჯერა ის მომენტი, სადაც საუბარია თქვენს პირველ გათხოვებაზე, როცა დედამთილი ჰპირდება დედათქვენს, რომ ერთი წლის მანძილზე არავითარი ურთიერთობა არ გექნებათ მეუღლესთან. მართლა ასე იყო?
-კი, მართლა ასე იყო... მაშინ 16 წლისაც არ ვიყავი, სიმაღლეშიც მერე გავიზარდე, სანდრო რომ გავაჩინე, ანუ ეს ის ლალი არ იყო, ვინც ახლა ვარ. ის იყო პატარა გოგო, გრძელი ქერა ნაწნავით.
- ანუ მეგობრებივით ცხოვრობდით?
- კი და, სხვათა შორის, ვიდრე გარდაიცვლებოდა, დაშორების შემდეგაც გვქონდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ხშირად, ალბათ, ძმაკაცობაში გადასული ურთიერთობა უფრო იყო და ამიტომაც სანდროსთვისაც ჩვენი ურთიერთობა იყო უმტკივნეულო... ჩემი პირველი მეუღლის გარდაცვალებით ჩემი ბავშვობის რაღაც ნაწილი მოკვდა.
- რა რეაქცია ჰქონდა თქვენს უფროს შვილს? წიგნი წაიკითხა?
- ვაკითხებდი და ერთად ვტიროდით. სხვათა შორის, მაია ასათიანმა მითხრა, საშინელი ნევროზი მქონდა და მეგონა, წიგნს რომ წავიკითხავდი, ვიხალისებდი, მაგრამ იმდენი ვიტირე, იმდენი, რომ მოვკვდიო. წიგნზე ჩემმა უმცროსმა ბიჭჭმა გააკეთა ფანტასტიური კომენტარი, ანუ წერის დროს თან შამპანურს ვწრუპავდი და მითხრა: დე, წიგნს რომ დაამთავრებ, გალოთდები და ინფრაქტი დაგარტყავსო.
- წიგნის საქართველოს გარეთ გატანას აპირებთ?
- დიახ. პირველად გავიტანთ ფრანკფურტის ბაზრობაზე, სადაც მთელი მსოფლიო გამომცემლები მოდიან და საქართველოს აქვს თავისი სტენდი, დეკემბერში კი რუსეთში გავიტან. ძალიან მინდა, რუსმა მკითხველმა წაიკითხოს იმიტომ, რომ ბევრი ტყუილი ისმის საქართველოზე, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციაა და ხანდახან ჩემს ნათესავებსაც კი ვერ ვარწმუნებ, აი, ასე კი არა, ასე იყო. თქვენ ვაკუუმში ხართ და არაფერი იცით-მეთქი. იქნებ, ასე ლაითად მიწოდებული ინფორმაცია უფრო წაიკითხონ და ძალიაუნებურად სიმართლეს გაიგებენ. ამერიკსთანაცაა მოლაპარაკება და ვნახოთ, რა იქნება.
- ლალი, როგორც ვიცი, მეორე წიგნის დაწერასაც აპირებთ...
- დიახ და მეორე ძალიან სკანდალურია, მაგრამ ყველა სკანდალს საკუთარი თავით ვიწყებ. ვერ ვიტან, როდესაც ამათხრახებენ სხვებს და ვერ ხედავენ საკუთარ შეცდომებს. ამ შემთხვევაში, ეს არის რევოლციით განქორწინებულები. ძალიან ბევრი ადამიანი “გაძღა” რევოლუციის მერე და “გამძღარზე” მეორე ნახვერი აღარ მოეწონა. დაიშალა ოჯახები.
სხვათა შორის, ბევრი ახალგაზრდა ჟურნალისტი მირეკავს და მეუბნება, რომ ამ კუთხით მასალებს მომაწვდის.
- მესამე წიგნის იდეაც გაქვთ?
- მოვიფიქრებ... ალბათ, მესამე ნაწილი იქნება “ზენიჭიერ თაობაზე”, ანუ გაზულუქებული ადამიანების შვილებზე.
- ანუ კარიერის გაგრძელებას ისე აპირებთ, როგორც მწერალი?
- ვნახოთ...
- აპირებთ თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას?
- სანამ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა ასეთი დაძაბულია, მწერლობით ვარ გატაცებული. როგორც კი იქნება საშუალება, რომ ამ კუთხით ჩემი თავი გამოვავლინო, აუცილებლად დავბრუნდები. მაქვს ამბიცია, რომ როგორც კი დაიწყება რუსეთთან მოლაპარაკება, ამ მოლაპარაკებებში ვიყო ჩართული ელჩის ან კონსულის სტატუსით. მე შემიძლია, დავათბო ეს ურთიერთობები. თუ იქნება მათავრობიდან სურვილი, ჩემი ძალისხმევა იქნება ძალიან დიდი იმიტომ, რომ ეს ჩემი იტერესია - ვერ ვხდები ოჯახის წევრებს. ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარი თავი დააყენონ ჩემს ადგილას. დანარჩენებმა წაიკითხონ, რა არის რუსული გვარით საქართველოში ცხოვრება და მიხვდებიან, რაზეც ვლაპარაკობ.
- ბოლოს, ლალი, რა მესიჯს “გაუგზავნით” თქვენს მკითხველს?
- მკითხველს მესიჯი კი არა, წიგნი გავუგზავნე... და მაინც: გაგრძელება იქნება