
ისე, რადგანაც დრამატურგიას ეხება ეს თემა, შემთხვევით ხომ არ იცი, იუჯინ ონილის თარგამნი თუ არსებობს ქართული?
ბუნდოვნად მახსოვს ტელე-სპექტაკლი, სადღაც 15-20 წლის წინ - long day's journey into night თუ არ მეშლება. ედიშერ მაღალაშვილი იდგა სცენაზე - ჯინსებში, ჩექმებში და ჯონ ვეინის შლაპით

სერიოზული კონტრასტი - სუფთა ირლანდიული ლოთური ტრაგედიისთვის. ეტყობა რეჟისორი "შეეჭიდა რა" - "ამერიკულ პიესას" კავობების მეტი სხვა ვერაფერი წარმოდგინა

რა ვიცი, შეიძლება ეთქვა კიდეც, თუ თუმანიშვილი "ჩვენი პატარა ქალაქი" იმერეთში გადმოიტანა, რა მოხდება ეს პიესა კონექტიკუტიდან სადმე ტეხასში "გადავწყვიტოო", თუმცა ეჭვი მეპარება