#55958252 · 10 Mar 2020, 00:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ატენს ირთვება ატამი- შინდისელ შინდზე თხოვდება. ნუში, ფშატი და პანტანი... დიდძალ მაყარი გროვდება.
გაუთხოვარი ასკილი ტყრუშულ ღობესთან ღონდება... პატარძალს აშინებდნენო! - ვინცა თქვა, იქამც ცხონდება.
***
არაგვს მაუსხამს ა კალმახები, წამო, ვიანკესოთ, ვიბადუროთ; ფშავის ბილიკები -- წვრილ-ხვლიკები ქარმა ითვალოს და იფანდუროს.
არხვატს დევებია ახმახები, ლუდზე დავიწვიოთ, ბაღათერო! ისე გამავათვრათ, სალახნები, ერთხელ იახსარმა ბაყბაყდევ რო...
იმდენ დავუყაროთ რიყ-ხინკლები, ხვანჯარ ვერ შაიკრან -- გველისტყავის...
რას რა იფხინკები, შენც არ მყავდე, მითამ, საარაგვოს ერისთავი!..
წამო, არ დალანდა ვიდრე წყლიდან თევზმა -- ბუს თვალები -- ბღუერები;
ქოლგას რას დაეძებ, თუ გაწვიმდა, ფშან-ფშან უშქარია ბუერები.
წამო, კაი ცეცხლი ვაცეკვოთ და ყანწში ჩავუწყნაროთ არაგვს გული; ჯვარმან გუდანისა შაგინდოთ და მუზამ ხვარ გაგთოლათ არაბულნი?!.
გრძელი კალამბური აქ არ ხამს და ვშიშობ: რახმა სხვა არ მიკარნახოს, --
არაგვს კალმახები მაუსხამს და... წამო, ვიკალმახოთ!
|