სრული ჭეშმარიტებაა.
ახლა მეც კარგად მესმის, რომ ამის ადგილი აქ არაა, მაგრამ რადგან ამ თემაში რამდენჯერმე დაისვა კითხვა _ 1-2 სიტყვა თქვით "ფრთოსანი ლომების" შესახებო, თავს უფლებას ვაძლევ და სხვა ფორუმიდან ერთ-ერთი იუზერის პოსტს ვაქვეყნებ.
ვთვლი რომ შესანიშნავი გარჩევაა:
სანამ ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
წიგნის კითხვისას გქონიათ ოდესმე სურვილი, თავად ყოფილიყავით ამ ნაწარმოების ერთერთი პერსონაჟი? თუკი ასეთი სურვილი გქონიათ, მაშინ აუცილებლად ისურვებდით, მოხვედრილიყავით იმ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობენ ლილე, თეკლა და რუფია... მგელკაცი ალი და მგელქალი იურუბა... ესაა სამყარო სადაც არაა ადგილი უგერგილო არსებებისთვის... აქ ყველა იბრძვის საკუთარი იდეალებისთვის და სამართლიანობის ისეთი ფორმით დამყარებისთვის, როგორი ფორმითაც მათ წარმოუდგენიათ სამართლიანობა... ესაა ბრძოლა წყეულებსა და დაწყევლილებს შორის... და ამ ბრძოლის დროს ზოგიერთი პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ წყეულიცაა და დაწყევლილიც...
რა თქმა უნდა მეორე ნაწილის შესახებ მსჯელობის მთავარი "ქვაკუთხედი" პირველი "ლილეა", რომელიც შედარების ერთგვარ "ნიმუშს" წარმოადგენს... ამიტომ მართებულად მიმაჩნია ამ ორი წიგნის შედარება... დასაწყისშივე უნდა აღვნიშნო, რომ როგორც ყველა თვითმყოფადი და არათვითმყოფადი მწერალი, ჯორჯი ვაშატელიც ვერ "გაექცა" ამერიკელი sci-fi და ფენტეზი მწერლების გავლენას. ეს გავლენა აშკარაა (მაგალითისთვის, თუნდაც პარალელური სამყაროების არსებობა) ჯერ არ დაბადებულა მწერალი, რომელიც ვინმეს გავლენას არ განიცდიდეს... ჯორჯი ვაშატელმა მის ხელთ არსებული ეთნოგრაფიული, სამეცნიერო, sci-fi, ფენტეზი და სხვა სახის მასალების ჯეროვანი ანალიზის შემდეგ ამ მონაცემების ეკლექტიკური ჰარმონიზაცია მოახდინა და სხვა ავტორების გავლენით შექმნა ინდივიდუალური სტილი, რაც აშკარად გამოჩნდა მის წიგნებში
ლილეს პირველი წიგნისგან განსხვავებით ამ წიგნში უფრო ნაკლებადაა მითოლოგიური ელემენტები... ავტორმა მცირე ხნით გვერდზე გადადო ღვთიშვილების, ქაჯებისა და შაშილების ისტორიები და საკუთარ ფანტაზიას სრული გასაქანი მისცა (თუმცა, ავტორის ფანტაზიის ნაკლებობა არც ლილეს პირველ წიგნში ჩანდა) ამ წიგნში ვეღარ შეხვდებით ღვთისშვილებსა და დევებს, მაგრამ სამაგიეროდ ნახავს 'ფრი-ფრი ლომებს" და ნეფრიტის კუნძულს.. ჯადოსნურ ნიღბებს და ჯადოსნური ხისგან გამოთლილ ჯარისკაცებს... და რაც მთავარია ნამდვილ ჯადოქრებს, რომლებიც გვხიბლავენ თავიანთი შესაძლებლობებით...
"ფრთოსანი ლომების" დასაწყისში ლილე თითქოს მარტოა უზარმაზარი ჯადოსნური სამყაროს პირისპირ, რომელიც არც ისე გულმოწყალეა მის მიმართ... მაგრამ ეს მარტოობა მოჩვენებითია... он один но не одинок ( ) ლილეს თან ახლავს ქვესკნელში სამსალას მუხანათობას გადარჩენილი დემონი, ლილეს მიერ ტყვედქმნილი რუფია, რომელიც ჩემი აზრით სამყაროს დუალისტური ბუნების და, შესაბამისად, ადამიანობის ერთგვარი სიმბოლოა. ასევე ძალიან ბუნებრივი და ადამიანურია ლილეს და ნიღბების ოსტატს შორის დიალოგი
"_ ამ ნაღვლიანი პატარა ბიწის სახეს ვირჩევ, _ ლილემ ბავშვის ნიღაბზე მიუთითა.
_ ნაღვლიანი რად არის, ვერ ხედავ როგორ იცინის?
_ სახე კი უცინის, მაგრამ თვალები ნაღვლიანი აქვს.
_ თვალები სულ არა აქვს ამ ნიღაბს.
_ რომ ჰქონოდა, ნაღვლიანი ექნებოდა _ თავდაჯერებულად უპასუხა ლილემ."
"ფრთოსან ლომები" მისი წინამორბედი წიგნისგან განსხვავებით თითქმის მთლიანად თავისუფალია სიუჟეტური ხარვეზებისა და ლექსიკური შეუსაბამობებისგან... რამდენიმე უზუსტობა მაინც გაიპარა (ამის შესახებ სხვა დროს დავწერ, როცა სხვა იუზერებიც წაიკითხავენ ამ წიგნს), თუმცა, მცირე სტილისტური წუნი ვერ ამცირებს ამ წიგნის ფასეულობას... ეს წიგნი კი ფასეულია თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე ისეთი ფენტეზი-რასაა ჩართული სიუჟეტში, რომელთა შესახებაც საერთოდ არც მსმენია... ეს ავტორის მიგნებაა ალბათ ( ). წიგნის კიდევ ერთი ღირსება ისაა, რომ დინამიკურია და ადვილად იკითხება. თუმცა, ლილეს პირველი ნაწილისგან განსხვავებით ამ წიგნში არაა თხრობის ის განსაკუთრებულად ლაღი მანერა, რომელიც ლილეს პირველ წიგნს ბავშვისთვის წასაკითხ ნაწარმოებად ხდის...
ა"ფრთოსან ლომებში" ფაქტიურად არ არის ზედმეტი პერსონაჟი... ახალი პერსონაჟები კარგად ერთვებიან სიუჟეტში და ძალიან ჰარმონიულად ერწყმიან "სცენას"... მათ ბევრი აქვთ საერთო იმ პერსონაჟებთან, რომლებიც ლილემ იმ სამყაროში დატოვა, სადაც დაიბადა... ახალი პერსონაჟები არ გამოირჩევიან მაინცდამაინც ორიგინალური შტრიხებით... რათქმა უნდა, ისინი გარეგნულად განსხვავდებიან პირველი ნაწილის პერსონაჟებისგან, მაგრამ მათი ხასიათები არაორიგინალურია. ვისურვებდი ამ ხარვეზის შესწორებას მესამე წიგნში, რომელიც იმედია, მალე იხილავს დღის სინათლეს...
წიგნის დასასრული მეტად ამაღლებული და საზეიმოა, თუმცა ერთგვარი ინტრიგა შენარჩუნებულია, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ მოუთმენლად დაელოდოთ მესამე ნაწილის გამოსვლას, რომელიც, ამ წიგნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გვპირდება, იყოს საინტერესო!
შეფასება 8/10 იმიტომ რომ რამდენიმე ნოვატორული მომენტი დავიჭირე... იმიტომ რომ უკვე "გაზრდილი" ლილე ვეღარ დარჩება ბავშვად და სიუჟეტიც შესაბამისი აქვს და კიდევ იმიტომ, რომ კარგადაა გადმოცემული დაწყევლილების (განსაკუთრებით ოქროსფერ ქამრიანი დედოფლის) სულიერი მეტამორფოზები და მასთან დაკავშირებული გარეგნული ნიშნები, რომლებმაც ერთერთი ცნობილი ევროპული ზღაპარი გამახსენა...
პ.ს.ესაა იტურელების, ერთერთი ერის ტყისადმი მიძღვნილი საგალობელი, რომელიც ძალიან მომეწონა...
"ჩემი გული ბედნიერია,
ჩემი გული მღერის, როგორც ჩიტი,
ტყის მაღალი მწვანე ხეების ქვეშ
ტყე ჩვენი სახლია და ჩვენი დედაა"
წევრი - ელენთა.
http://forum.gol.ge/index.php?showtopic=10072&st=120[FONT=Times][B]
This post has been edited by alabastri on 17 Nov 2009, 12:26