ყურადღება.კვლავ დავუბრუნდები ჩემს მთარგმნელობით საქმიანობას და ამჟამად შემოგთავაზებთ როვერანდომის წინასიტყვაობის ნაკვესს

რ ო ვ ე რ ა ნ დ ო მ ი
წიგნი ეძღვნება
მაიკლ ჰილარი რუელ ტოლკინის ნათელ ხსოვნას
(1920-1984)
წინაბჭე
1925 წლის ზაფხულის მიწურულს ჯონ რ.რ.ტოლკინი,მისი მეუღლე ედითი და მათი ვაჟიშვილები: 8 წლის ჯონი, 5 წლის მაიკლი და კრისტოფერი, რომელსაც ჯერ კიდევ არ შესრულებოდა ერთი წელი, დასასვენებლად ფაილში გაემგზავრნენ. ფაილი პატარა ქალაქია იორკის სანაპიროზე და იგი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს დამსვენებელთა შორის. ეს იყო დაუგეგმავი, რაღაც არდადეგების მსგავსის მოწყობა ზღვის სანაპიროზე. ტოლკინს ახალი მიღებული ჰქონდა ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის პროფესორის თანამდებობა, (მას გადაეწყვიტა, საქმეს პირველ ოქტომბრიდან შედსგომოდა) ამავე დროს, მას წინ მთელი ორი სემესტრი ელოდა ქალაქ ლიდსის უნივერსიტეტში, სადაც იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამიტომ დაგეგმა ეს გამგზავრება,ახალი სამსახურისთვის ძალები რომ მოეკრიბა და და შემდგომ ახალი ენერგიით შესდგომოდა.
მაშ ასე, სამი თუ ოთხი (ზუსტად ცნობილი არ არის) კვირის განმავლობაში ტოლკინებს ფაილში დაქირავებული ჰქონდათ ედუარდის სტილის კოტეჯი, რომელიც მთელ არემარეზე ყველაზე მაღალ სანაპირო კონცხზე იყო წამოჭიმული. ამიტომაც, უფროს ტოლკინს საშუალება ჰქონდა სამი თუ ოთხი მშვენიერი საღამო ულამაზესი ხედებისთვის ეცქირა და ბუნების სურათებით დამტკბარიყო. ყოველივე ამან მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა: ზღვიდან სავსე მთვარე ამოცურდებოდა ხოლმე და წყლის ზედაპირზე მოლიცლიცე ვერცხლისფერ ბილიკს ააკიაფებდა.
პატარა მაიკლს თან ერთი სათამაშო ჰქონდა: ციცქნა, შავ-თეთრი კალის ძაღლი, რომლისთვისაც ბავშვი პირდაპირ ჭკუას კარგავდა. მაიკლს ამ სათამაშოსთან ერთად ეძინა, ჭამდა, ყველგან თან დაატარებდა და მაშინაც კი არ იცილებდა მას,როდესაც ხელებს იბანდა. ერთხელაც – ამ არდადეგების დროს, როცა ფაილში ისვენებდნენ, პატარა ბიჭუნა მამასთან და უფროს ძმებთან ერთად სანაპიროზე სეირნობდა. მაიკლი ისე გაერთო წყლის ზედაპირზე კენჭების სროლით, რომ თავისდაუნებურად სათამაშო კენჭებზე დადო,ის კი ისე შეერია და შეერწყა ზღვის ქვიშიან ნაპირს, რომ ... უჩინარი გახდა ... გაქრა...
პატარა ძაღლს მთელი ოჯახი ეძებდა, მისი ძებნა არც მეორე დღეს შეუწყვეტიათ,მაგრამ ყოველი ცდა ამაო აღმოჩნდა.
მაიკლს გული გახეთქვაზე ჰქონდა.
ტოლკინს მშვენივრად ესმოდა, თუ რას ნიშნავდა ბავშვისთვის საყვარელი სათამაშოს დაკარგვა. ზუსტად ამიტომ, მას თავში მოუვიდა მომხდარისათვის “განმარტება” მოთხრობის სახით მოეფიქრებინა.ეს წარმოადგენს ამბავს, რომელშიაც ბოროტი ჯადოსანი ცოცხალ ძაღლს, სახელად როვერს, სათამაშოდ გადააქცევს. პატარა ბიჭი კი, რომელიც ძალიან ჩამოჰგავს მაიკლს, სანაპიროზე დაკარგავს მას. ამის შემდეგ, მოვლენების მსვლელობისას, დაკარგული ძაღლი, სასაცილო “ქვიშის ჯადოქარს” გადაეყრება და მასთან ერთად გადაიტანს გასაოცარ თავგადასავლებს მთვარესა და ზღვის ფსკერზე.
აი, ასეთია “როვერანდომის” სიუჟეტი, ასეთად აღიბეჭდა იგი საბოლოოდ ქაღალდის ფურცლზე./to be continued/
რას იტყვით?
All we have to decide is what to do with the time that is given us.
― J.R.R. Tolkien, The Fellowship of the Ring