ჰობიტ-TV საგანგებო რეჟიმში ბრუნდება ღია ეთერში,მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.შეგახსენებთ,გუშინ,ჰობიტონის დროით ნამგალა მთვარის ამოსვლამდე,დაიღუპა გონდორვიზიის ოპერატორი და ცხელ წერტილებში საგანგებოდ მივლენილი კორესპოდენტი თამუნარის სოლოლაკიელი.ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ კოლეგა ჟურნალისტისა და ოპერატორის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით.შეგახსენებთ,რომ იმ ოპერატილ მასალაზე დაყრდნობით,რაც ზოგადად შუამიწეთის მასმედიას მოგვეპოვება,ამაში ხელი ჯუჯათა დაჯგუფებას სახელწოდებით "ნოგროდელი თალიბანები" მიუძღვით,თუმცა ჯერჯერობით ამას დორიათის არცერთი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ღიად არ ადასტურებს.
რაც შეეხება მთავარს,სილმარილებისაგან დამზადებულ ყელსაბამებს,მათი ბედიც გაურკვეველია,რის გამოც გონდორში,თეთრი ქალაქის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში,სხდომას მართავს სპეციალურად მივლენილი დელეგაცია,რომელთა შორის,როგორც იზენგარდის ყოველდღიუ გამოცემაში "იზენხახა", გაჟღერდა,სხდომას ესწრება რივენდელიდან წამოსული ელფთა გაერთიანება,ჭორის დონეზევე ცნობილია,რომ მათ შორის ელფთა ელფი გალადრიელიც იმყოფება,თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ეს ინფორმაცია რივენდელში არსებულ გალადრიელის პრეს-ცენტრში,არამც და არამც,არ დაგვიდასტურეს.აგრეთვე ცნობილი ხდება,რომ მათ როჰანისა და ედორასის სამართალდამცავები შეუერთდებიან.
შეგახსენებთ,თეთრი ქალაქის სხდომა წუთი წუთზე უნდა დაიწყოს,რასაც ჩვენი არხი ღია ეთერში შემოგთავაზებთ.
მანამდე კი განვაგრძობთ გამოშვებას.
დღეს მაზრის აღმოსავლეთ მხარეს,ჭაობეთის ტერიტორიასთან,ახალი წყალსატუმბი დანადგარი დააყენეს,რომელიც წინამორბედებისგან განსხვავებით გაორმაგებული სიმძლავრით ამოტუმბავს ჭაობიდან წყალს.შეგახსენებთ,რუსი ორკების მიერ გასულ წელს მაზრის ჩრდილოეთში მომხდარი პარტიზანული თავდასხმების შედეგად დაზარალებულ ზორბტერფიანთა სოფლის მკვიდრ ჰობიტებს სწორედ,ახლადამოშრობილი ჭაობის ტერიტორიაზე გამოუყოფენ სავარგულებს.
და რაც შეეხება შემდეგ ინფორმაციას,ეს ალბათ უფრო ირმეთის მკვიდრთ დააინტერესებთ,დღეს ირმეთში ახალი,სამთვალიანი წისქვილის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.პროექტზე იმუშავებენ სპეციალურად თეთრი მაღლობებიდან მოწვეული ჰობიტი არქიტექტორები,უშუალოდ მშენებლობას კი უხელმძღვანელებენ ლურჯი მთებიდან ასევე საგანგებოდ,პროექტისთვის მოწვეული ჯუჯათა დელეგაცია,რომლებიც ირმეთის მერიის მიერ გამოყოფილი ურმებით დღესვე ესტუმრებიან აღმოსავლეთ მაზრის ტერიტორიას.ისინი მთელი პროექტის განმავლობაში ღამეს სასტუმრო "ღია ცის ქვეშ" გაატარებენ
და რაც შეეხება დიდსოროეთის წყალგაყვანილობას...თუმცა ახლა,როგორც პროდიუსერი მატყობინებს,თეთრი ქალაქის ბრიფინგი იწყება,რასაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.შეგახსენებთ,ცალკეა გამოყოფილი პირდაპირი ეთერის დარბაზრი,სადაც სხვა მრავალრიცხოვან ჟურმალისტთან ერთად,ჰობიტ TV-ის კორესპოდენტებიც იმყოფებიან,რომლებიც ეთერის მსვლელობისას აუცილებლად ჩაგვერთვებიან.
და აი,უკვე სატელეფონო ჩართვა გვაქვს ჩვენს კორესპოდენტ სინდიოფასასთან.
_სინდიოფალას ვახლავართდა გისმენ.
_დიახ,თავსივა,მე ახლა თეთრი ქალაქის დელეგაციის იმ წევრებთან ვიმყოფები,რომლებიც წუთიწუთზე გახსნილად გამოაცხადებენ ბრიფინგს.სანამ მათთან უშუალოდ გასაუბრებაზე გადავალ,მინდა გაუწყოთ ერთი ფრიად სკანდალური და ჭყინტი ამბავი: ვალინორიდან შუამიწეთისკენ ხომალდით მოემართება შუამიწეთის მასმედიის ღვთაება ტელემუნდო პრესენტას მიერ მასმედიაში არსებული გაურკვევლობების
სამსახურის წევრები,რომლებიც ძალიან მალე მოადგებიან რუხ სანაოსნოებს.იქ დასახვედრად უკვე გაემგზავრა ოსგილიათის სატრანსპორტო სამსახურის პატრონაჟით შემდგარი გუნდი მალემსრბოლელებითურთ...
_სინდიოფალა,როგორც ცნობილი ხდება,თავად ჯუჯები პროტესტს გამოხატავენ მომხდართან დაკავშირებით და არც მეტი,არც ნაკლები,აჯანყებისთვის ემზადებიან.ამაზე რას აცხადებენ მაქ?
_დიახ,თავსივა,სამწუხაროდ,ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ ვერ მივიღე და უპრიანი იქნება თავად ჩემს სტუმარზე გადავიდე ამავე კითხვით,რომელიც ჩემ გვერდით თარჯიმანთან ერტად დგას.მოგესალმებით,პასტელონ,რა კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ მომხდარზე?
_მაე გოვანნენ,ის მელონ აქუა ფელლა,სიეს ტუმორქვენ სკანგოლოა ფირო,მუჭორე სკანგოგე ძღაბა(მოგესალმეეებიიით,მეეე,ააააა,მინდააა,გითხრააათ,რომ აღშფოთებულიიი ვააარ,აააა,მომხთართან დაკავშირებით,აააა(ტექსტი თარგმნა მოკვდავთა ტელევიზიის წარმომადგენელმა,1_ლი არხის სპორტულმა კომნეტატორმა,სანდრო ლაშხმა))
დიახ,უღრმესი მადლობა და...ტუუუუუუ
(ძაბვის ვარდნის გამო,დროებით შეწყდა გადაცემა)