გთხოვთ წაიკითხოთ ჩემი პოსტი
რაზე დავობთ კაცო
ამ ნაწარმოებით ილია ცდილობდა შეეცვალა ე.წ. ელიტა
რომელიც შედგებოდა მხოლოდ თავადებისგან და განათლებულებისგან
რისთვის მოყავს ორბელიანის ლექსი "მიეცი ნიჭსა გზა ფართო, თავისუფლება ღირსებას" ( ნიჭს აძლევს მხოლოდ ზენა კაცს და არა გვარიშვილობას ) იმისთვის, რომ უკეთესი საზოგადოების შექმნისთვის საჭიროა მას შეადგენდნენ პირველ რიგში ღირსეულები
ჩატეხილი ხიდი არის როგორც გლეხებსა და თავადებს შორის , ისევე თვითონ გლეხებს შორისაც ( სოსიას და ოთარაანთ ქვრივის მაგალითზე)
ასე რომ ყოველი სოციალური ფენა დიდ შეუთნხმებლობას განიცდის და ღირსების ფონზე საზოგადოების გაერთიანებაა დასახული მიზნად
რატომ ქვია ბოლოში ერთ-ერთ თავს დასაწყისი განთიადისა ? იმიტომ, რომ თავადებმა დაინახეს სინათლე, შუქი , რომ ღირსება, ინტელექტი, შესაძლებლობები გლეხებსაც აქვთ , მათში დუღს სისხლი
რას ამბობს არჩილი ? ცალკეულ მხარეს დაკარგული ყავს მეორე, ცოცხალი ნახევარი და მათი შეერთებაა აუცილებელი
ილიას გლეხებში ეძებდა ერის ხსნის, გამოსწორების გზას , ამიტომ არიან ოთარაანთ ქვრივი და გიორგი სიკეთის, საქმის, შრომის განსახიერება
სანამ საზოგადოების ერთი ნაწილი, ამ შემთხვევაში თავადობა მიხვდა, რომ გლეხიც ადამიანია , ამას გიორგი შეეწირა
მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს !
This post has been edited by Alucha on 17 Nov 2009, 23:50
არ დამრეკს და 1 საათი არ მლაპარაკებელის დედას გავთხარე დათა თუთაშხიაში რო ფეჩია აი ის ფეჩი გაწყობს? © Andriuxa
- მერე ვიღაცამ ჩემი გადაგდება რო მეინდომოს ? © ჰასან ცეცხლაძე
მინდვრები
მესები
გოგუა
დაუშვილი
ქეცბაია
უეფა, ტრენერი, თემურ რა გამოსავალს ხედავ, სტანდარტული 4-3-3 ასჯდჰასჯდჯკ