პრტოსტა თქვენი აზრი მაინტერესებს ღირს რო გავაგრძელო ლექსების წერა თუ არა აბა დაწერეთ რა
* * *
დაკაწრულ ღაწვებს -- ღიმილისგან გადაღლილ ტუჩებს
თვალებს -- ღამეში რომ ვერ ხედავენ თავის მიჯნურებს
სივრცეს -- რომელსშიც ოცნებაა მთავარი აზრი
კედელს --- რომელსაც გაუჩნდება ჟამთასვლის ბზარი
პოეტს -- რომელსაც არ ახარებს ლექსების წერა
მიჯნურს -- სატფოს ზარებს რომ არ პასუხობს,
დედას -- რომელსაც მობეზრდება შვილების დევნა
შვილებს -- შვილებს დედის გამო თავს რომ არ დათმობს
მოცარტს რომელსაც აერევა ნოტების წერა
ვანგოგს რომელსაც შეეშლება ფერების ხატვა,
მთასვლელს მთის წვერვალზე რომ ვეღარ ავა
და მებრძოლს შიშის გამო სახლში რო წავა,
მზერას სირცხვილისგან თვალებს რომ მალავს
და გიჟებს ბრძენის ტიტულს რომ აღარ კარგავს
აქ დავამთავრებ აი ამათ მიაქვთ დროება,
ვითომ პოეტებს,ვითომ დედებს,ვითომ მიჯნურებს,
აქ დავამთავრებ აი ამათ მიაქვთ დროება,
ვითომ მოცარტებს,ვითომ შვილებს,ვითომ მებრძოლებს
* * *
სიჩუმე მიქრის და ამ ქროლვის გრგვინავს კივილი,
ფიქრთა მორევში კალმახივით სხლტება ოცნება,
გილიოტინაზე ჩამოსხეპილ თავთან მტირალი -- ჯალათი ვნახო !!!
და მერეკი, ოხ საოცრებავ !
მე თვითონ მივალ ჯალათთან და ვთხოვ მომაკვდინოს
ოღონდ მიტიროს, სისლმდინარი ოღონდ მიტიროს !!!
* * *
***
დავკარგე გრძნობა ამ უაზრო დედამიწაზე,სიცოცხლის სურნელს მირჩევნია უხეში მიწა,
მინდა წავიდე სანამ ზომბად გადავიქცევი,მინდა გავექცე წუთისოფლის ამაო ბრუნვას.
გაგლეჯილ მკერდში გამოჩნდება დაღლილი გული,
გული უბიწო გატანჯული მწარე ცხოვრებით,
შენ გაყინული ესვენები უხეშ მიწაზე და გადაღლილი დედამიწის მწარე ოხვრებით,
ის ვეღარ იტევს ამდენ ცოდვილს გაფრენილს შურში,
ის ვეღარ იტევს ხალხის მტრობას ჩამარხულს გულში,
მოკვდა სიცოცხლე ჩამოჭკნება მალე ედემიც
შეიცვლებიან შავი ყორნით თეთრი გედებიც,
და სიყვარულიც გაქმდება ცოტახნის შემდეგ "უსიყვარულოდ"მზეც გააქრო პოეტთა მეფემ,
მზეც იყინება ხალხის ცოდვებს ის ვერ გაუძლებს
დემონთა ხმაში მდუმარება დაისადგურებს.
* * *
*******
მოწყენილი ეხლა სახლში ზიხარ,რადგან დედამ არ გაგიშვა ბარში,
ცრემლი მოგდის თვალებიდან წმინდად,გინდა გასვლა და გარევა ხალხში,
ზიხარ ლანძღავ შენს ცხოვრებას,ყოფას,რადგან დაქალს ვერ გაყევი ბარში,
და არც ფიქრობ ერთი წამით იმას,რომ ვიღაცა ღამეს ათევს ქარში
და მისცემდა მთელს სიცოცხლეს ოღონდ ერთი ღამე გაათიოს სახლში.
შენ წუწუნებ რადგან დილით ამდგარს კვერცხის ნაცვლად გხვდება ბრინჯის ქაში
შენს სახლთან კი შორიახლოს მდგარი,ხმელი პურით ილუკმება ბავშვი,
ვერ იშორებ შენს ნაღვლიან სახეს,თითქოს გულზე დიდი გედოს დარდი,
თურმე ვიღაც დიდი ბიჭი მოგწონს,იმას კიდევ შენ არ შეუყვარდი,
მერე მიხვალ იწუწუნებ ალბათ რომ ცხოვრებამ გათრია და გტანჯა,
რადგან გუშინ არ გაგიშვეს ბარში, რადგან ბიჭი ვიღაც სხვასთან დარჩა.
იქ ის ბიჭიც სევდიანი დადის რადგან დოჯით დიდ ორმოში ჩახტა,
დარდობს იმას რომ რეალის ნაცვლად ბარსელონა ჩემპიონი გახდა.
ასე თქვენი სულელური დარდით,წამი წამზე წელი წელზე გარბის,
ნეტავ თქვენ თუ გაგიგიათ რამე თუ გსმენიათ ჭეშმარიტი დარდის,
ამდროს ვიღაც ლუკმას ითხოვს გარეთ,
მაგრამ მაინც მხიარული დადის,მან არიცის თბილი სახლის ფასი,
მან არიცის კინოში რა გადის,
მაგრამ მაინც თქვენ უფრო მეტს ჩივით წუწუნის ხმა მეზობელთან გადის
და ამიტომ არ იდარდოთ არვინ ეს დრო მაინც წამიერად გარბის,
წადით აბა თქვენ იცხოვრეთ გარეთ მიდით წადით და გაიგებთ დარდის.
* * *
***********
დავკარგე გრძნობა ამ უაზრო დედამიწაზე,სიცოცხლის სურნელს მირჩევნია უხეში მიწა,
მინდა წავიდე სანამ ზომბად გადავიქცევი,მინდა გავექცე წუთისოფლის ამაო ბრუნვას.
გაგლეჯილ მკერდში გამოჩნდება დაღლილი გული,
გული უბიწო გატანჯული მწარე ცხოვრებით,
შენ გაყინული ესვენები უხეშ მიწაზე და გადაღლილი დედამიწის მწარე ოხვრებით,
ის ვეღარ იტევს ამდენ ცოდვილს გაფრენილს შურში,
ის ვეღარ იტევს ხალხის მტრობას ჩამარხულს გულში,
მოკვდა სიცოცხლე ჩამოჭკნება მალე ედემიც
შეიცვლებიან შავი ყორნით თეთრი გედებიც,
და სიყვარულიც გაქმდება ცოტახნის შემდეგ "უსიყვარულოდ"მზეც გააქრო პოეტთა მეფემ,
მზეც იყინება ხალხის ცოდვებს ის ვერ გაუძლებს
დემონთა ხმაში მდუმარება დაისადგურებს.