ჰოდა ვერ გაგიგია ის წინა ლექსი და მაგას ვამბობ მაგ ლექსში მეც რო ვერ გამიგებთქო

* * *
ღმერთო მომეცი იმდენი ძალა რომ სიყვარულის მწვავდეს ფიქრები,
ღმერთო მომეცით მაგდენი ძალა და თქვენ როგორც გინდათ ისე ვიქნები.
ღმერთო შემინდე და მომიტევე სიყვარულს ვეძებ ცოდვილ ხელებით,
ღმერთო შემინდეთ და მაპოვნიეთ, ქრისტე მე ამას შეგევედრებით
სიყვარულს უყვარს ხმამაღლა ფიცი და მას არ შვენის კრთობა და ფარვა,
მაგრამ რუსთველმა ჩვენ დაგვიბარა მალვა უნდაო სიყვარულს, მალვა!
არა !! მე არ მწამს რუსთველო შენი შენს ანდერძიდან მაგ სიტყვებს წავშლი
და მიჯნურთათვის ახალ სამყაროს მე ჩემს ლექსებში მაინც გადავშლი,
რუსთველო რატომ მალავდი ტრფობას? რადგან მეფისკენ გიწევდა გული?
რადგან თამარის ეშხით დაფარულს მიწაში გაგყვა ეს სიყვარული?
სჯობს დავისაჯო მიჯნურობისთვის და სიყვარულის ეშაფოთს ავწვდე,
მე სიყვარულზე და ჩემს გრძნობებზე ყოველთვის ვიტყვი და მარად დავწერ,
რუსთველო მეფე შეგყვარებია, შენ ! თამარის წინ მუხლებზე მდგარო,
რუსთველო მეფე შეგყვარებია და ეხლა მე მთხოვ გრძნობა დავმალო?
რუსთველო მეფის ესხით დამწვარო, შენ მალე მეკი არ ვიზამ ამას
და სიყვარულის გრძნობით დამჭკნარი კვლავ სიყვარულში ვიპოვნი ძალას.
This post has been edited by Chiko-F on 13 Jan 2010, 01:28