დაბადება
"1749 წლის აგვისტოს 28-ს, შუადღეს, 12-ჯერ დაჰკრა კედლის საათმა და მეც მოვევლინე ქვეყანას მაინის ფრანკფურტში.
მზე კირჩხიბზე შემდგარიყო, მუშთარი და ერნი იღიმებოდნენ, არც თუ აფროდიტე ბრძანდებოდა გულგანაწყენი; კრონოს და მარიხი გულგრილად მიმოიქცეოდნენ. მხოლოდ მთოვარე მეყვსეულად გავსილი იმჟამად თვისის მცხრალი არილის ციმციმსღა აძლიერებდა, ვინაიდან მოწეულიყო ჟამი ცთომილების მიმოქცევისა. ამრიგად, მარტოოდენ იგი წინაღდგომოდა შობასა ჩემსას, ვიდრემდის ჟამი იგი არ გაივლიდა".
ამას გოეთე ყვება (და კ. გამსახურდია თარგმნის) თავის ავტობიოგრაფიაში - "პოეზია და სინამდვილე".
არადა, ახალშობილი ძლივს გადაარჩინეს. და გოეთეს ბაბუამ (დედის მხრიდან) სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მაინის ფრანკფურტში პროფესიონალი გინეკოლოგის მოწვევა
გარდაცვალება
"მეტი სინათლე!" - ყველას სმენია, ალბათ. გოეთეს ბოლო სიტყვები.
და ამას უკვე ეკერმანი ყვება (გაგიკვირდებათ და, ისევ კ. გამსახურდია თარგმნის):
"გოეტეს სიკვდილის მეორე დღეს უაღრესმა სურვილმა ამიტანა მისი მოკვდავი ნეშთის ნახვას მოწყურვებული. გოეტეს ერთგულმა მსახურმა ფრიდრიჰმა ოთახის კარი გამოაღო. პირაღმა იწვა და ისე მშვიდად ესვენა მუნ, თითქოს მძინარე ყოფილიყო.
სრული სიმშვიდე და სიმკვრივე ცხადდებოდა სახის მისის გამომეტყველების პირისპირ. ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ ხელი შემეხო თმების მისის კულულისათვის და ცოტა მომეჭირა, მაგრამ მის წინაშე კრძალვამ არ დამანება ამის ჩადენა.
მისი შიშველი სხეული ზეწარში შესუდრული ესვენა. ირგვლივ ყინულის უშველებელი გოროხები შემოეწყოთ. ფრიდრიჰმა ზეწარი შემოხსნა, სხეულის მისის ღვთაებრივმა ბრწყინვალებამ და სილამაზემ გამაოცა.
მკვრივად ჩამოქნილი დევური მკერდი ჰქონდა, ხელ-ფეხი სავსე და კუნთებიანი. ლამაზი, წვრილი ფეხები და მთელს სხეულზე ვერსად იპოვნიდით ზედმეტ სიმსუქნეს და ვერც მიხრწნის ნიშანს. ამ ნაკვთმშვენიერი სხეულის ხილვამ წამიერად დამავიწყა, რომ მისი უკვდავი სული გაყროდა კიდეც ამ ცხედარს. გულზე დავადევი ხელი, უაღრესი მდუმარება საცნაურვყავი, პირი ვიბრუნე და გარედ გავედი, რათა მოზღვავებული ცრემლისათვის მიმეცა გზა..."
©
ვიღაც ლიტ ფორუმიდან
თხმელნართ-მეფე (ასე უთარგმნია სათაური ვიღაცას )
ვინ მიგელავს ღამეში ტევრსა ქარიანს?
შვილი მიჰყავს პატარა, მიუჩქარია.
არ აშინებს გზაწვრილი არავითარი,
ბიჭი მყარად უპყრია, გულზე მიმთბარი.
შვილო, რატომ შეჩქვიფდი, რა დაგემართა?
შეხე, მამა, ღელისპირს მეფე თხმელნართა!
გვირგვინი აქვს! კუდი აქვს! ხევს დაჰყოლია!
არა, შვილო, დამშვიდდი, ნისლის ზოლია.
"ჩემი გახდი, პატარავ, არ მყავს ვაჟები,
ლამაზ-ლამაზ თამაშებს გეთამაშები.
ავსილია ნაპირი ვარდით, იითა,
დიბით მოგრთავს დედამტე, დარაიითა."
მამა, ყური მიუგდე, ნუთუ არ გესმის,
ხმები მისი ლაქარდის, ნელი ალერსის?
შვილო, არაფერია, ნუ შეშფოთდები,
ქარმა შეაშრიალა ხმელი ფოთლები.
"იქ გახედე, პატარავ, სადაც ლელია,
ნახე, ჩემი ასულნი როგორ გელიან!
დაგიწნავენ გვირგვინებს, გილალავებენ,
გიმღერებენ, გიროკვენ, გინანავებენ."
მამა, სადაც ნაპირი ვერცხლისფერია,
თხმელნართ მეფის ასულნი ქარში მღერიან.
შვილო, მკვდარი ფლატეა, გადარეცხილი,
წნორები დგას ბებერი, გადავერცხლილი.
"ჩემად მსურხარ, პატარავ, მესალბუნები,
არ წამოხვალ, წაგიყვან, ნება-უნებლივ."
ჩქარა, მამა, გვეწევა! ხელი შემართა!
მამა, გულზე მეწვდება მეფე თხმელნართა!
მიქრის ცხენი, ფლოქვებით ელვის მკვესარი,
მამის მკერდზე წრიალებს ბავშვი მკვნესარი.
აჰა, კიდეც მიადგნენ სახლის კარიბჭეს,
მაგრამ მამის მკლავებში ბავშვი მკვდარი წევს.
* * *
Der Erlkönig.
This post has been edited by ფრენოლოგი on 23 Jan 2011, 15:42