ზოგადად დეტექტივები არ მიყვარს, უფრო სწორედ, თინეიჯერობაში იმდენი ვიკითხე, რომ ბოლოს სადღაც შუაში ვხვდებოდი ხოლმე ვინ იყო მთავარი დამნაშავე და წიგნისადმი ინტერესს ვკარგავდი.
არ მიყვარს როცა ჩემს გონებას ეთამაშებიან და ჰგონიათ, რომ იმდენად მეამიტი მკითხველი ვარ ფაქტები გამომეპარება
მოკლედ დეტექტივის ჟანრი არაა ჩემი, ან ჯერ ისეთი დეტექტივი არ შემხვედრია, რომლის საიდუმლოც გამაოგნებდა და მნიშვნელოვან კვალს დატოვებდა ჩემს ცნობიერებაში.
ჰოდა, ამ განწყობით დავიწყე, ზაფხულის მოწურულის, ერთ, ქარიან საღამოს, ან გუშინ, ლარსონის კითხვა.
აქვე უნდა ითქვას, რომ დეტექტივებზე მეტად წიგნის ეკრანიზაციები არ მიყვარს. არ მიყვარს,კიარადა, უკვე ჩვევასავით არის: ან ვკითხულობ წიგნს და არ ვუყურებ ეკრანიზაციას. ან ვუყურებ ეკრანიზაციას და მერე არ ვკითხულობ წიგნს. ჩემს საყვარელ წიგნებს ისე აპარტახებებენ ეკრანიზაციებში, რომ სხვა გამოსავალს ვერ მივაკვლიე (პრინციპში, დიდხანსაც არ მიფიქრია, ტვინის ყველაფრის გამარტივების მცდელობას რა ვუთხარი).
ლარსონის შემთხვევაში, ფილმი მქონდა ნანახი, არცერთმა ნაწილმა არ მიმიზიდა ისე, რომ წიგნი წამეკითხა: ტატუები, გოთი-გოგოები, სკანდალები, ფულის გათეთრებები და სხვა დანარჩენი, არაა საჩემო.
თუმცა, როგორც უკვე დავწერე, ზაფხულის მოწურულს, ცივ საღამოს, როცა არადარ გეძინება, სოც.ქსელების სქროლვაც გეზარება, საკუთარ თავს პირობაც მოეცი, რომ 92წიგნს წაიკითხავ,ინგლისურად, მაგრამ ბოლო ოთხი თვეა, ტარტის წიგნს კითხულობ, ნაძალადევად. სწორედ ასეთ დროს, გადავაწყდი ,,გოგონას, დრაკონის ტატუთი".
დიდიხანია, წიგნს ასე არ ჩავუთრევივარ, რამდენიმე საათში, 150გვერდზე მეტი წავიკითხე. ბოლოში რომ გავალ, შეიძლება დავწერო, როგორც სხვა დეტექტივებმა ამანაც არაფერი დამიტოვა-მეთქი. მაგრამ აქ და ახლა, ამ წიგნმა კითხვის მუღამი დამიბრუნა