გამოვიდა ჟურნალ “ლიტერატურული პალიტრის” სექტემბრის ნომერი.
ჟურნალი აგრძელებს წიგნების სერიას – “ახალი ქართული ლიტერატურა”! თქვენ წინაშეა სერიის მეჩვიდმეტე ტომი –მწერალმა ბექა ქურხულმა კრებულში მხოლოდ თავისი საუკეთესო მოთხრობები შეიტანა და კრებულს “ზაფხულის მოკლე ღამე” უწოდა!
რაც შეეხება უშუალოდ ჟურნალს.
აქ თქვენ წაიკითხავთ - გურამ ბათიაშვილის რომანის “ერთი, მხოლოდ ერთის!” გაგრძელებას!
ჟურნალში გამოქვეყნებულია წლევანდელი “საბას” პრემიის ლაურეატის ბესო ხვედელიძის ცნობილი მოთხრობის “სოფელ პატივას” სრული ვერსია.
აქვე გაეცნობით ლევან რამიშვილისა და ლელა ცუცქირიძის ახალ მოთხრობებს.
ამავე ნომერში შეგეძლებათ წაიკითხოთ მანანა დუმბაძის ავტობიოგრაფიული ნაწარმოების “გაუგზავნელი წერილები როდოსიდან” მეორე ნაწილი.
რუბრიკაში “პოეზია” შეხვდებით:
ირაკლი კაკაბაძის, ნატა ვარადას, ქეთი ნიჟარაძის, ვერიკო ზამთარაძის, შალვა საბაშვილისა და სალომე ლილუაშვილის ახალ ლექსებს.
რუბრიკაში “ორი ფინჯანი” – პოეტი კატო ჯავახიშვილი ესაუბრება წლევანდელი “საბას” პრემიის კიდევ ერთ ლაურეატს - პოეტ პაატა შამუგიას.
“ლიტერატურული პალიტრის” სექტემბრის ნომრის დიდი ნაწილი ტრადიციულად თარგმანებს ეთმობა –
ჯორჯ მარტინი,
ხორხე ლუის ბორხესი,
სერგეი ალხუტოვი,
შერვუდ ანდერსონი,
სალიმ ბაბულაოღლუ და გოტფრედო პარიზე ჟურნალის სექტემბრის ნომრის უცხოელი ავტორები არიან.