#19167602 · 21 Apr 2010, 17:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს ლექსი აქ რომ არ დავდო, არ შემიძლია! უკაცრავად!
დღეს, 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა ნიკო გომელაური – კიდევ ერთი კაცი, რომელიც ასე დააკლდა ქალაქს. ეს ლექსიც მას ეძღვნება
გულდაწყვეტილი გიძღვნი ამ სტროფებს, ძალზედ უდროოდ დააკლდი ქალაქს, შენი რითმების ჩვენებურ ფარდას, სამარადჟამოდ ვიღა მოქარგავს?! დედა თბილისის ამ ალიონზე, მუხანათურად გაჩერდა წამი, ორმოცი წელი აბა რა არის?! კაცმა სიკვდილთან რომ შეჰკრას ზავი. ხალხის სიყვარულს შენ დო მოხადე, დაგრჩა ოცნების თეთრი ნავები, შფოთით მოაკლდი დღეს ქალაქს ხოხბის, ზედ დაგტირიან მისი ჭადრები. ვიცი გიყვარდა ლხენა, ალერსი იმ ლამაზმანის ლურჯი შლეიფით, საგონებელს ვარ, რით გაგაცილოთ ამ ბოლო გზაზე, ტირილ-გოდებით, თუ ტაშ - ქეიფით?! შენნაირები ჩემო კეთილო, არ იშლებიან ისე, უგვანოდ, ცხოვრობენ ცოტას, თუმც კვალს ტოვებენ, რომელს გაჰყვები თუნდაც უსანთლოდ. სახლის კარებთან შენს დასატირად, ცრემლი ვარდისა რძედ გარდმოსულა ჩვენ კი, ვერასდროს ვეღარ გავიგებთ, ჯამლეთამ, ჯონდო დააორსულა?!
|