#53305834 · 23 Aug 2018, 17:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდი ხნის ძებნის შემდეგ როგორც იქნა ვიშოვე რეზო ჭეიშვილის "მიწების განაწილება". მოთხრობების პირველი ტომია და 1988 წელშია გამოცემული. პირდაპირ ვიტყვი, რომ ველოდი უფრო მეტს, რაღაც გაუმთავრებელის შთაბეჭდილება რჩება. თუმცა ის საკითხებია მოთხრობაში წამოჭრილი, რომელიც ქართულ საზოგადოებრიობას ყველა დროს ადარდებდა და ადარდებს. მოკლედ, სიუჟეტი ესეთია. მწერალთა კავშირში ანაწილებენ საფლავის ადგილებს(გამახსენდა რუსი მწერლის ვ.ვაინოვიჩის "შაპკა") პანთეონების მიხედვით. ანაწილებენ ცოცხალ მწერლებზე. მაგრამ არიან მოქმედი გამომსვლელები სხდომაზე. აშკარად ჩანს, რომ ავტორს კონკრეტული პირები ყავდა მხედველობაში. იქნებ ვინმემ იცის ვინ ყავდა მხედველობაში. მოსე ხონელი ირაკლი აბაშიძე ხომ არაა? ჩინგიზ კიტოვანი ვერ იქნება თენგიზ კიტოვანი, 1988 წელში(ან უფრო ადრე) ვინ იცოდა კიტოვანი?
|