(მიმართვა–მანიფესტი)
ჩვენ აქ საქვეყნოდ დაგვცინებენ. თუ კი არ ვიტყვით.
სიტყვებს, რომლებსაც უწოდებენ სხვები მართებულს.
ურთულესია ყოველ დილით იშვა ახლიდან,
როცა სამშობლოს ეზიზღები – დაავადებულს.
როცა ფხიზელი ესალმები უსულო ნივთებს,
მთქნარებაამტყდარ გაზაფხულში, დღეებს ნისლიანს,
ბედთან თამაში ხულიგანი ბავშვივით მითრევს.
როცა ფსალმუნებს მიკითხავდა დედა სიცხიანს,
მე დემონები მიზიდავდნენ, რომელთა შემდგომ,
გალობასავით გვიქადაგეს ამ მიწის ჭამა,
სად ერთმანეთის სისხლში უკვე ამოვისვარეთ,
და ჩავისვარეთ არაერთგზის ! ძვირფასო მამა!
- შენი ნასწავლი სადღეგრძელო მე დღესაც მახსოვს,
თქვენი ბინძური წარსულიდან, ლუდით ნათლობა,
სულაც არ მიკვირს, როცა ჩემში უყურებთ მასონს
და ვერბალური ჯვარცმისთვისაც, დიდი მადლობა !
რადგანაც ჩემში ჯვრებით ებრძვით თავისუფლებას,
მაშასადამე ებრძვით თქვენთვის წამებულ ქრისტეს.
ნებისმიერი თქვენთაგანი მიჩვეულია,
ჩაიხადოს და ნებისმიერ სისტემას მისცეს.
იმ იმედით რომ წლების შემდეგ, თქვენს ბინძურ გვამებს,
ძველ პანთეონში დამარხავენ, ჩემო და-ძმებო,
და მომავალი თაობებიც არ დაგივიწყებთ.
თქვენ ჩვენი დროის, არშემდგარო უნიტაზებო!!
2010 წელი, 24 ივნისი- <3 პს- ამის მერე რომ კიდევ ვინმე რაიმეს იტყვის ...