ეს რომ არ დამეპოსტა არ შეიძლებოდა
ლექსი ერეკლე დეისაძეზე ურაკპარაკსა შინა დაწერილი
გთხოვთ(ერეკლე დეისაძეს და მისნაირებს)
მე საარსებოდ ორი რამე შემომრჩა მხოლოდ,
ლექსით და რწმენით უსასრულო ტკივილებს ვლახავ,
უმორჩილესად, უმდაბლესად მე მინდა გთხოვო,
ლექსი ჯანდაბას, რელიგიას ნუ შემილახავ.
ქრისტიანობა ჩემთვის სუფთა, წმინდა წყაროა,
შენ ამ წყაროში უწმინდური ნერწყვით აფურთხებ,
ამის შემყურეს მინდა გავქრე ამ სამყაროდან,
მაგრამ ეს რწმენა დედასავით უკან მაბრუნებს.
მეტი რა გითხრა? ქართველი ხარ, მიყვარხარ მაინც
და მეცოდები ბელზებელმა ისე შეგიპყრო,
შენი მოკეთე, მეგობარი მე გირჩევ ამას,
მოინანიე და ჯერ კიდევ ღმერთი შეგინდობს.
და თქვენ ყველანი ვინც ნაგავი გააპიარეთ,
ჩემს ქართველობას, ჩემს ღირსებას საფუძველს უთხრით,
თქვენც გევედრებით ეგ სულები გაანიავეთ,
იქნებ გადარჩეთ, არ მიგეზღოთ ფურთხის წილ ფურთხი.
ჩვენ საარსებოდ ერთი რამე შემოგვრჩა მხოლოდ,
ქართული რწმენით ოდითგანვე განსაცდელს ვლახავთ,
უმორჩილესად, უმდაბლესად მე მინდა გთხოვოთ,
გმირებით დაცულ რელიგიას ნუ შეგვილახავთ.