დღეს ნიკო გომელაურის წიგნი ვიყიდე და პატარა მოკრძალებული ლექსიც შემომეწერა..

დღეს წავიკითხე წიგნი ”რჩეული”,
მისი ავტორი – გომელაური.
ცხოვრება რითმებს არის ჩვეული,
ნიკო, შენ სულთა ხარ მეზღვაური.
ქვეყნად ალბათ შენც იყავ ეული,
გესმოდა ხმები, ზეცის ხმაური.
ღამეც გექნება დღით გათეული,
რითმსაც ეტყობა ხმა უცნაური.
შთაგონებაც ხარ დღეს ერთი ბიჭის.
..შენი სახელი დროთა ცას გაჰკვეთს..
პატრონი იყავ უზომო ნიჭის,
შენს ნაწერ ფრაზებს ვერავინ გაცვეთს.
ვერც ლექსს დაწერენ შენზე უკეთესს
და ვერც სცენაზე იდგება ყველა,
თუკი მიწაზე დიდება გაკლდა,
დიდი პატივი ცაში წაგყვება.
ვიცი, ხედავდი შენც ამ ცხოვრების
დაუღალავად უკუღმართ ტრიალს
და ლექსად წერდი წვეთებს გრძნობების,
არ ანებებდი თავს შორს ხეტიალს.
სიკვდილი მხოლოდ მკვდრებს თუ ამარცხებს,
უკვდავი სულის მხოლოდ მონაა.
მონა, რომელიც დაღლილი გმირის
მხოლოდ მძღოლია, შავი მოლაა.
და მიჰყავს მაღლა, გმირთა ნადიმზე,
სადაც არიან სულ ერთეულნი.
სხედან და ყველას ხელში უჭირავს
გომელაურის წიგნი ”რჩეული”.