მე ვყიდულობ მარტო იმ წიგნებს, რომელიც ძალიან მომეწონება.
ძირითადად ისეთებს, რომელის შენახვაც არ მომიშლის ნერვებს, გამართობს და ხშირად დავუბრუნდები.
ბოლოს არასპეც. ლიტერატურიდან ვიყიდე "48 ზაკონოვ ვლასწი" 24 ლარი. ვისაც ინტელექტუალური ცინიზმი +ეთნოფსიქოლოგია+იგავები და ისტორია უყვარს რეკომენაციას გავუწევ.
მაგრამ ქართულ გამომცემლობლებს შეგნებულად ბოიკოტს ვუცხადებ, მიუხედავად იმისა, რომ მესმის თუ არ გაიყიდა ახალი არ დაიბეჭდება და ქართველ მწერლებსაც სჭირდებათ ფული.
მიზეზი იმდენედ ხარისხი არ არის, რამდენადაც ფასებია.
რატომ არ უშვებენ რბილ ყდიან იაფ წიგნებს?
თანამედროვე მწერლების ძალიან იაფ წიგნებს გაზეთის ქაღალდზე დაბეჭდილს?
მაგათ დიდ უმრავლესობას მე ერთხელს მეტად ვერ წავიკითხავ, მაგრამ მაინტერესებს. ჩემი ოჯახის წევრები კი არც ერთი არ წაიკითხავს. ნუ, გამონაკლისია აკა მორჩილაძე. ამიტომ პრინციპულად არ ვიყიდი 2-ლარზე ძვირიანს, სახლში მაინც არ მაქვს შესანახი ადგილი.
სამაგიეროდ 2 ლარიანს ვიყიდი ყოველ მეორე დღეს, წავიკითხავ და სხვას მივცემ.
ამიტომ მე და ჩემნაირებს, ვინც ფაქტიურად სულ კითხულობს რაღაცას - გვყავს წიგნების გამქირავებლები, 1 წიგნი 50 თეთრი.
რუსული და ინგლისური თანამედროვე ბეტს-ები.
რატომ გავამდიდრებ ჩვენ გამომცემლობებს, რატომ გავავსებ სახლს უსარგებლო წიგნებით?
ბოლო-ბოლო ინტერნეტში წავიკითხავ.
ასე რომ გამომცემლებო დაფიქრდით, კარგ ფულს კარგავთ.
ჩემნაირი წიგნის ჭია ბევრია, მაგრამ თქვენს შემოსავალზე არ ავისახებით.