აჰ, როგორ უდროო დროს მაქვს წაკითხული ეს ნაწარმოები.
იყო ზოგი მომენტები, რომელიც არ უნდა წაეკითხა იმ ასაკის ბალღს

თუმცა, მიუხედავად მრავალი წლისა - დღემდე მახსოვს ბევრი სცენა მაგ წიგნიდან.
ზოგადად ნაცისტურ გერმანიაზე - და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომზე, ძალიან ბევრი წიგნი არის დაწერილი.
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი - რითაც კითხვა უნდა დაიწყო არის "მეოცე საუკუნის მითი" როზენბერგის ავტორობით.
გენერალიტეტის მოგონებები - მანშტეინისა და გუდერიანის თამადობით - ეს უკანასკნელნი ელიტარული თეორეტიკოსები იყვნენ.
სა-ს და სს-ის თანამშრომლების მოგონებები ( ისე როგორც გესტაპოს ) - შიგნიდან მაგ ორგანიზაციების დანახვა... დიდი ფუფუნებაა.
ჰოლოკოსტზე არის ძალიან კარგი რომანი დაწერილი - სოფის არჩევანი.
"სიკვდილი ჩემი ხელობაა" - უფრო იმიტომ არის საინტერესო - როგორ მივიდა მაქამდე ხესი ( არ აგვერიოს ჰესში ) - ციკლონი ბ და საშინელებები.
ისტორიული ნაშრომების ბუმია - ჩამოთვლასაც კი არ გააჩნია აზრი.
Он страдал общим пороком всех интеллектуалов — пустословием. Парень знал слишком много, и это сбивало его с толку.