tekla_tepi
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 56673
რეგისტრ.: 25-March 08
|
#22639393 · 23 Nov 2010, 01:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უშენო რეალობა ( ლოცვა გვირილას სკვნილზე ) მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და გვირილას სკვნილზე ლოცვას ვმარცვლავ, ცოდვით დაღლილი, ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზესთან მივიტან, ,,არ ვუყვარსვარ”-ს კი ამ ლოცვაში არ აქვს ადგილი.
ღამე ნახევარ დედამიწას შემოეტმასნა, უხილავადაც მწამხარ, (ვიცი ღმერთი არ მიწყენს), ისე მიგიღე იდუმალი, როგორც ხელდასხმა, რომ მონატრება წარსულივით გადამავიწყე.
ახალი მთვარე, როგორც ახალნაორსულარი, ღამის ბილიკებს გაუნათებს, ოღონდ ვის რამდენს ამას თვითონ წყვეტს... და თუ დარჩა იმის უნარი, რომ გადაგვკარგოს ერთმანეთში უკუნისამდე.
ოცდაცამეტჯერ ჩამოვმარცვლე ლოცვად - ,,ვუყვარვარ’’, ,,არ ვუყვარვარ” კი აპოკრიფულ ტექსტივით დავგმე, რაც ამ თვალებში სიკეთეა, მომცა უფალმა და მარცვალ-მარცვალ, - ხელისგულით შენს ხატთან ვაკმევ.
სულში დანაზოგ სუნთქვის სურნელს ვიზოგავ მძაფრად, ეს ლოცვაც ერთად ვიჩურჩულოთ ასე ჯობია, სიშორე, - შენი სინონიმი (საშინლად) მზაფრავს, უშენობა კი გადამექცა უკვე ფობიად...!
მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზეთან მივიტან!!!...
გიორგი გაბაიძე
შენ ელი...
შენ ელი, ვის ელი, ყოველდღე რომ ელი? მოვა ის თებერვლის თოვლივით ხვალ ან ზეგ, მთვარეზე დაკრეფილ შროშანთა მთოვ-ელი, ჟრუანტელს სხეულზე ფანტელად დაგასევს.
ის მოვა უბრალოდ, ანაზდად მომენდე... ფანტ-ელის სურნელით თუ გაიანაზდებს, სისრულე დაეშვა ქალწულის დონემდე, და იშვა სამყაროს სრულყოფა ბაგაზე.
შენ ელი, ყოველ დღე, რომ ელი, ვის ელი? ზღვისპირი გიზიდავთ შენ-ცა და თოლიებს, ტალღებმა მოკრიფეს სოვ-ელი ბისერი, და ყელზე შეგაბეს ქაფისფერ კოლიედ.
და სულში და ლექსში და გარეთ, შინ ელი, შენ ელი, ელი და თუ მოვა თოვლივით - თეთრი და იმდენად ლამაზად შიშვ-ელი ვით ციდან მოსული და უარყოფილი.
ყოველდღე ვის ელი, რომ ელი, შენ ელი... მოვა ის აპრილის თოვლივით და თუნდაც, ნაფერებ ფიფქების ფერების მფენ-ელი, ნამთვარევ თბილისთან... სხივჩამდნარ ბათუმთან.
და მიკვირს ვის ელი და მიკვირს მეც ასე, მეც ასე რას ველი, ვის ვ-ელი, რომ ველი?! ადიხარ გრძნობების მესამე ზეცაზე, თავს ირთობ ბათუმურ ამინდის ნოველით...
გიორგი გაბაიძე * * * შენი ბრალია
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს, ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია, დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე... მერე მიდი და, თითო ფურცელი ცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად... შენს გამოხედვას თუ გავუძელი მწველი თვალების უხმო ჩვენებას დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია, (ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ) ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან თორმეტბალიან გულისცემაში.... ამინდი შენი ხასიათია, მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება შენი ბრალია, ყოველ განთიადს მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება. ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს, ამ ქვეყნად რაც კი ოცნებებია, დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
ჰენრი დოლიძე * * * ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან (ეძღვნება ბარათაშვილის ხიდის მოაჯირზე ასულ, სუიციდით შეპყრობილ, ნათიას, რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა!)
გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან, დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები! ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან. კაცი - წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...
მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია, ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც) კაცი - გაცრეცილი ლექსის რვეულია, ქალი - ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.
ჭიამაიების ერთი ოცეული ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღესდარია, ქალი ყვავილია ნორჩი - ბროწეულის, კაცი? კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,
ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ, გული სიყვარულით როცა დაიმტვერა, ქალი შენია და თითქოს არც შენია, კაცი გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!
უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ, მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში - შველი კაცი წვიმა არის ქალი - წყალდიდობა!.. შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და ... ფეხშიშველი -
მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია, ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი, კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია თუკი გაუგებს და თავსაც შეაყვარებს
ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან, ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი- თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდან კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!
გულო
დგახარ, ითვლი საათივით, დგახარ, მითვლი საათებს; ამოგიღე საგულედან, დიდხანს გემასლაათე... ამოგიღე, მთვარესავით -
მეცხრე ცაზე დაგკიდე. გულო, თავი გაანებე ამ ცხოვრების თავ-კიდეს! საექიმო მითხარ რა გჭირს?! - ოცი წლის ხარ, ჩემსავით... მაპატიე, თუ იარა დამრჩა დაუკემსავი!... მაპატიე, ოცნებების ჩამოშლილო ფაფარო! თუ კვლავ მინდა ქვეყნის საკლავ ტყვიას გადაგაფარო! ხელი მომე - ერთად მოვკვდეთ, იქაც ერთად ვიაროთ! ჩემო - ენით დაკოდილო, ჩემო - ცხრანატყვიარო! თუ ვერ შეძლებ ეს ცხოვრება შენებრ არივ-დარიო, ხალხი იმას მაინც იტყვის გულითაა მკვდარიო!
აღსარება
დღემ ჩაიცვა ამინდის ნაცრისფერი ხალათი, ამინდმა კი დრო და დრომ ხასიათი დაკარგა, დღეს სიმართლე ჯვარს აცვეს, ერთადერთი ჯალათი, ერთადერთი ჯალათი მე ვიყავი და კარგად მესმის მომეკითხება, ჩემი ურწმუნოება, ძმაზე შურისძიება შვიდჯერ სამოცდაათი.. მაგრამ ახლა კაენზე გაცილებით ნოე ვარ, კიდობანი – მზეა და ზღვას მიაპობს ტაატით… სხვისთვის ერთიც ბევრია, ჩემთვის ასი – ათია, სამს უკლია ხუთი და ოცდაათ ვერცხლს ცამეტი, ალბათ ახლა ამინდსაც უფლის ხასიათიაქვს გოლგოთიდან - სახლამდე წამის მეწამწამედით… ბიბლიიდან - შავ ზღვამდე წუთის ოცდამეთევზე ფეხშიშველი მიაპობს ტალღას უფლის აურით, განთიადმა ღრუბელი ცივი ოფლის წვეთებზე მოისვა და პერანგი გადაიცვა ხმაურის..
ერთი ქალი შემიყვარდა
ერთი ქალი შემიყვარდა, ქალი, ხოხბისკისერა. როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი, მიპასუხა: - ისე, რა! გული წალკოტს დაემგვანა, ნარწყავსა და ნაბარავს. გულს ჩავძახე: - შემიყვარებს? ამომძახა: -აბა რა!. ერთი ქალის სიყვარულმა გული გადამისერა, მთვარეს ვკითხე: - შემიყვარებს? მიპასუხა: -ისე, რა!.. მთვარემ გული გამიტეხა, დავრჩი ბედის ამარა, ცისკარს ვკითხე: - შემიყვარებს? მიპასუხა: - აბა რა?! მე მიყვარდა, იმან კიდევ გული არ მომაბარა... მკითხა - ჩემთვის თავს გაწირავ? ვუპასუხე: - დავფიქრდები... ან გავწირავ, ან არა!..
ჩემს ერთადერთ სიყვარულს
(ქორწინების დღის აღსანიშნავად)
ბედთან ჭიდილია ალბათ პოეტობა, ალბათ სიყვარულიც ბედთან ჭიდილია, ნეტა, ერთხელ შენშიც ისე მოეთოვა, როგორც ქაოსი თოვს ჩემში იდილიას, ფრთები, ერთი ბოთლი მთვარის სონატა და ... კედელს მილეწილი მწარე მოგონებით... ცდები, ვერ ვიცხოვრებ ქარის მონატანთან, ყელში ამოვიდნენ ბილწი გოგონები... ბილწი გონებით და ბილწი სიტყვაობით თორემ ფეხებს შუა უზით გარინდება, წვანან ნაპირზე და მკერდზე მკითხაობენ ცაზე სინდისის მზე სანამ აინთება... ვიცი, ღმერთმა მითხრა, ბევრი გიტირია როცა გაიგე, რომ სევდა გაგირითმე ჩემი პოეტობაც შენთან ჭიდილია სანამ მტკივიხარ და სანამ ტკივილს ვითმენ... ლექსი ქაოტური არის იდილია, ღმერთს რომ დავეჭიდო არ ვარ იაკობი... თვითონ ეს ცხოვრებაც რადგან ჭიდილია რადგან მოგებულებს დაფნით შეამკობენ. თავის გვირგვინი აქვს ყველას ხო ესეა?! ჰოდა ვეჭიდები ისევ პოეზიას....
... ... ... პეპლებს
გეძღვნება შენ! ნამიანი ხელებით მზე თმას უწნის ალუჩებს, ჩრდილს ჩაეხსნა სიგრილე და მოუჩანს ზამბორი, მაგ თვალების სილურჯე შავ ზღვას ისევ ალურჯებს, მე კი ისევ მაწითლებს ეგ წითელი ამბორი წელსაც მოვა სად წავა, დაველოდოთ რვა ივლისს.. გარეთ როლი გაცვალეს აისმა და დაიმა, ტალღასავით ეს ლექსიც გაგწუწავს და ჩაივლის, როცა გულზე პეპლებად ატმის რტოებს დაისვამ… მერე მოვალ, სველ ტანზე ჩამოგიკრებ პეპლებს და... მერე მზესაც დავიჭერთ ზღვაში მთვარის კაუჭით, შენი კოცნის სურვილი ისე გამირეფ-ლექსდა, მიგიხუტებ, გაკოცებ, სველი რომ ხარ რა უჭირს! სადღაც ზეცა ტირის და, სადღაც ლურჯი ალუჩა, სადღაც როლი გაცვალეს აისმა და დაისმა… დრო იწყება შენით და დასასრული არ უჩანს, როცა გულზე პეპლებად ჩემს ბაგეებს დაისვამ...
ჰენრი დოლიძე * * * მდუმარე ლოცვა (გიორგი გაბაიძე)
ვხედავ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს, კვირის მწუხრიდან ვემზადები - კვლავ საკვირაოდ, ვდაგავარ მიწაზე და თან ვწევარ ჩრდილში საკუთარ, იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო.
შევიმოსები და აღსდგება ჩემში მესია, დავემგვანები ბნელ უღრანში ცოდვით დატორილს, ღამე კორიდას წესებივით უმკაცრესია, იღბალი ჩემი ემსგავსება ბედს მატადორის.
მინდება თავი დავაღწიო უქირურგიოდ, როგორც იონამ, მესამე დღეს მუცელს ვეშაპის, სჯობს საკუთარ თავს ფერი უფრო მუქი ვურჩიო, და მოვიხადო სასჯელივით ცოდვის ეტაპი.
ცოდვა - კეთრივით დამემართა - წლის ოცდაორი, ორასორმოცდახუთი დღის და წუთების უკან, დაბადებიდან ბედი მიწვევს მასთან საომრად და მატრიალებს მის კოლბაში - ვით ცენტრიფუგა.
ბავშვივით თვალებ ამღვრეული ვებღაუჭები სევდას, ვერაფრით წარმოვიდგენ ჩემ თავს უმისოდ, ბედუინივით დამსკდარი მაქვს მზისგან ტუჩები, დედის რძესავით მასაზრდოებს სევდა კუმისით...
მინდება თავი დამაღწიოს მელანქოლიამ, და სურვილების მოძალებამ შუაღამისას, ოქტომბრით სველი მივაშურებ ზღაპრულ ოლიანდრს, სადაც სურვილებს მძივებივით სულზე ავისხამ.
თვალის ბადურებს შეეფინოს ნისლი ნოტიო, მწიფე სისველით ის ყოველთვის ახარებს რტოებს, იტყვიან, გულს ვერ მოუფრთხილდა იდიოტიო, და ვერც სიცოცხლეს - ისევ გულით ნახავერდოვნებს.
მდუღარე სუნთქვაც სიწმინდეზე ისე დავადნე, რომ ჰაეროვნად სრიალებდა სისხლში სტიქია, საპნის ბუშტივით გასკდა გული, ოხ, ეს - სადარდე, ამ დასასრულის დასაწყისიც სწორედ იგია...
ვწევარ... ვიღვიძებ...დილა... ღმერთი... ლოცვა... ყავა და... ცოდვა... შენდობა... პოეზია... მერე სხვა დილა... წარსულს, რომელსაც უკანასკნელ ლოცვას გავატან, ბედი, რომელიც უბედობას სჯობდა ნამდვილად. ბოლოს კი ისევ მარტო ვრჩები - ჩრდილთან საკუთარ, იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო... ვუმზერ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს, მეღიმება და ვემზადები - კვლავ საკვირაოდ!..[B] * * * გიორგი გაბაიძის პოეზია:
პირველი მინიმები
@@@ სევდა - კერკეტი კაკალივით გაუტეხელი წვიმაში დადნა...
@@@ ღამით მდინარემ დაიძინა, დილით თავისივე ხმაურმა გამოაღვიძა.
@@@ მარტომ ვერაფრით ვერ შეძლო... წამოდგომა სცადა, სხეული ემძიმა...
@@@ სიზმარი ცხადი ეგონა, შეეშინდა და სამუდამოდ დაიძინა.
@@@ გაყვითლდა და ჩამოვარდა... კენწეროდან მიწამდე თვალწინ მთელმა გაზაფხულ-ზაფხულმა გადაურბინა.
@@@ ფილტვებში ჰაერი გამოელიათ ნაძვებს, შენს ყოველ ამოსუნთქვას ამის გამო ელიან...
@@@ სოფელი დაცარიელდა, თითქოს სახლებში ღამე გამოუმწყვდევიათ..
@@@ იკაროსი - ფარვანაში რეინკარნირებული, ისევ ისწრაფვის მზისკენ...
@@@ არა აღმოსავლეთიდან, ტაძრის გუმბათიდან ამოდის ჩვენთან მზე...
@@@ სანთელი აანთო, თვალები ლოცვით ამოივსო და სამყარო ვეღარ დაინახა.
და. . .
ცა იდგა, როგორც თეთრი სიკვდილი ჩვენ ერთმანეთის გვქონდა ხელები ხელში, ახლა კი ვფურცლავ წიგნივით, ვფურცლავ იმ დღეებს და ვიცრემლები...
გადმოგვცქეროდა თუმცა მთელი ცა, სუნთქვის დუღილი ახლაც მათბუნებს, რომელშიც მთელი არსით შეგიცან, მერე ვნებაში ამოგანგლულებს
ვგავდით ჩიტებს და ფრთები წამგვარეს, ვერ დაგიცავი რა ვქნა, მე მაშინ, დამაქვს სხეულით სევდისმაგვარი, შედედებული სისხლის ზედაშე.
ცა იდგა, როგორც თეთრი სიკვდილი ჩვენ ერთმანეთის გვქონდა ხელები ხელში, ახლა კი ვფურცლავ წიგნივით, ვფურცლავ იმ დღეებს და ვიცრემლები...
უბრალო სონეტი
ჯიბეში ხმელ-ხმელი მეფშვნება კესანე, მივალ და სოფელში სურნელობს აპრილი, ქუსლებში კენჭებს ვგრძნობ ველურ წინაპრივით, რომლებიც ტკივილებს წარსულს აკემსავენ.
ვერთობი ღელეში კენჭების სროლაში, როგორი ხისტია ქალაქი აქედან, გოგოსთვის მიყვარხარ-ს თქმას რაფერ გავბედავ, მერე ვეღარ მივალ სასირცხოთ სკოლაში.
მივდივარ... რამდენი რამ დამრჩა უთქმელი, მივდივარ... მიწიდან მხოლოდ ცის კარამდი, მივდივარ... ვერ მიძლებს მკერდში ეს თავნება...
არ შემრჩა მე ერთიც აქ თანამსუნთქველი, პატარა ბიჭივით მიყვარხარს ვმალავ და, ბავშვობაც ყრმობასთან უვადოდ ზავდება.
ალიხე... მალიხე... სალიხე...
სლუკუნშიც გიცნობდი, რატომ ვერ გათვალე, პირიქით, გათვალე ან იქნებ, გაუყვა ოცნება ცრურწმენის ნაკვალევს, “ალიხე, მალიხე, სალიხე...”
დუმილზეც შეგიცნობ, სუნთქვის შეკავებით ფილტვები უცებ არ გაიხეს, გამომდე ოცნება მოდურ ხელკავივით, “ალიხე, მალიხე, სალიხე...’’
ნაცნობი ხმაურიც გაუცნასხვაფერდა... წვიმა კი მძივებად აისხეს ტუჩებმა. და ახლა ოცნებაც დაბერდა, და ვუკმევ... “ალიხეს... მალიხეს!”
და მეც...
შემოიჭრები როცა არ გელი... თრთიან სიმები და პიანისტი უკრავს და მღერის... აუტანელი სიშორე ჩნდება, თუმც არ განვიცდი.
ამიტანია დღემდე ლურსმნებიც, ხელის გულებზე, - ნაკვალევს ხედავ?! შენ კი... რამდენჯერ გაილურსები, წარსულში ჩემო შვილების დედავ.
არყოფნა შეცვლის დღეებით მორიგ, იმ დღეებს როცა გვწამდა ორთავეს ხოლო ტალღები სველ-სველი ჭორით სანაპიროზე წარსულს მორთავენ. ......
შორს ჰორიზონტი თრთის და კანკალებს, სადღაც შორეთში რეკენ ზარები, ვერ შეგადარებ რა ვქნა სხვა ქალებს, და მეც ვერავის შევედარები.
და კლავიშები
და კლავიშები იქცევიან მაშინ ენებად, იდგება ძველი მოლოდინი ვით ბარიერი, წარმოდგენები სამოთხეზე, წარმოდგენებად დარჩებიან თუმც გაგრძელდება ის კარიერა
რომელსაც ვქმნიდი... ვიშურებდი განა რამეს კი? იყო გვირგვინი დაფნისა და ბედიც ლორკასი, გულო - ო - ჭურვო, საოცრების რად არ გამისკდი, როცა უკრავდა შენს სიმებზე მთელი ორკესტრი!?
ჩანდა დამსხვრეულ ჰორიზონტზე ჩრდილი-მერმისი, სარკის მიღმიდან მოისმოდა ალილუია, აქ ყრუ რომ ყრუა – ეს გალობა მასაც ესმის და უსინათლოსთვის ეს სამყარო თვალხილულია...
მე რა?
ალბათ არ მოგშორდება, ღაწვებიდან ეს დაღი, მერამდენედ გიჩნდება ალბათ კითხვა - მე რა?.. გენაცვალეს რატომღაც აღარავინ მეძახის, უკვე ყველა სიმღერაც შემომესიმღერა.
მოასწავებს ნეტა რას დამსხვრეული ოპალი - მერამდენედ გააჩენ, - ალბთ კითხვას - მე რა?.. ჩემთვის სადედოფლო და სხვისთვის ნადედოფლარი, სევდიანი ზიხარ და მღიმარ ნიღაბს კერავ. . . . ვიცი არ მოგშორდება ღაწვებიდან ეს დაღი, წერამ ამიყოლია, ავიყოლე წერაც... “გენაცვალეს” არ ველი... არც არავინ მეძახის... მოთმინებით ვზივარ და ვუსმენ სულ სხვა შეძახილს - ერთი ძველი ლექსის და ერთი ძველი მებაღის, მაგრამ სულში ტივტივებს კითხვა, თუმცა მე რა?...
პოეტეს დროის ცვალებადობა ჩემზე ისე მოქმედებს, როგორც შენი თვალების მოზურმუხტო აურა, მარტივია ცხოვრება ერთად, ჩემო პოეტეს, მარტოობას საფლავშიც ვერ ავიტან, აუ რა უაზრობით გამყინავს უშენობა თუ გინდ იქ, სიცივეში ვინატრებ თბილ-თლილ თითებს უდაოდ, ვერ ავიტან! ცოდვილი! სამოთხისებრ შუქივით, სიქათქათეს თოვლივით მომათბუნებ თუ დაო.
ორსულ ზეცას ცრემლივით, ლოყებს ჩამოუცვარავ, როგორც ნამი სიცოცხლედ, გვირილაში იმცვრევა, მე კი ვხვდები პოეტეს, ზურმუხტისფერს. . . თუმცა რა, ფერი შენი თვალების ზეცას მისცა იმ ცრემლმა. . .
არავინ არ მიყვარს...
არავინ არ მიყვარს, საერთოდ არავინ! მივტირი ზღვის უკან ჩაფერფლილ დაისებს, დავდივარ ზამთარში, - მბჟუტავი ფარანით, და ვეძებ ვინც ასე არ მიყვარს; და ისევ...
არავინ არ მიყვარს საერთოდ არავინ, დარდისგან დალამბულ ნაკვალევს ლანდების მივყვები და ჩემი იშლება კარავი, სულში კი იწყება პროცესი ანთების – გზა და გზა, მივდივარ ფიქრებში და რავი ასე თუ ველევი გრძნობების სიცხადეს, მინდა რომ ვუყვარდე საერთოდ არავის, და მაინც მინდა რომ ვიღაცა მიყვარდეს.
მე მონასტერში შენს ხელებს ვეძებ
აღარ მეშვები უკვე ხანგრძლივი უსასრულობით მტოვებ და არი სიწმინდეებით სავსე ბარძიმი, საიდუმლოთი საავსე გრაალი.
აღარ მეშვები, გარეთ შიგნიდან არღვევ ხორცსა და თვალის ბადურებს მიღმა იღვრები, ჩემი წიგნიდან შენ... უშენობა გამანადგურებს.
აღარ მეშვები, საწოლზე იწყებ დაუსრულებელ ვარიაციებს, წამომიწია სხეულში სიცხემ... (მამა როგორი კარგი კაცია...)
სიგარეტს სულით ვეშვები, გვიან არ არის, მოდი შენს ხელებს ვეძებ, მონასტრის დების ხელებში, ქვიან ნაპირებს მივსდევ და ვიმტვრევ დეზებს.
არ მომეშვები?! სარკეში ჩემხე, ჩამხედე ასეთს - ბავშვივით მტირალს, არ უწერია გახმობა ამ ხეს, ამოსულს ცრემლის გუბურის პირას. .......... მიდის წამება მაღლა ზღვის დონით, მიაქვს თვალებით სევდა თავისი, რომ არ წააგოს მორიგი ომი, მზეს შეუჩერებს ისუ ნავესი.
ყეფენ საფეთქლები...
ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ, მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე, ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს, იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.
ასე მირჩევნია, რომ არ მიგიჩვიო ახლოს, ცხელი სუნთქვისაგან ჰაერს შეუზავო ორთქლი, სუნთქვა რომელშიაც რაღაც ჩემეულიც სახლობს, ბაგე რომლიდანაც რაღაც შენეული მოვთქვი.
სისხლი კალაპოტში აღარ დაგეტევა, მერე, ვენებს საფეთქელთან ისე გაგიგიჟებს, - უმალ, როკვას დაამსგავსებს გული არითმიულ ბგერებს, ყეფენ საფეთქლები, ხოლო ბაგეები დუმან.
ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ, მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე, ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს, იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.
მატადორი
ამყვა თქვენი ნელსაცხების სურნელი და გამაბრუა, ამერია სინორჩეში სილამაზის მაგივრობა, განა ყრუ ვარ, თუ ცხოვრების ხმამაღლობამ დამაყრუა?! თებერვალმა სისხლძარღვებში ფანტელები დამიგროვა.
მერამდენედ, სახის უკან ვითამაშე ემოცია, მერამდენედ გავექეცი ნეგატიურ ზოდიაქოს, სიშიშვლეზე რამდენჯერაც ძოწეული შემმოსვია, იმდენჯერვე პეტრესავით მომყვებოდი შორიახლო.
მომყვებოდი, თუმც წყურვილი ჩემებრ დაგიოკებია? გაზაფხულის დილის ნამზე ენა დაგიწეწებია? ახლა შენი ფიანდაზი ეშაფოტის თოკებია, ჩამომხმარი ფრთებია და დამტვრეული ბეჭებია.
ახლა შენი გარდამოხსნა შემოდგომით დაიწყება, შეგრაგნიან სხეულს მწიფე ღვინისფერი მეტაფორით, სურნელება არასოდეს მიეცემა დავიწყებას, როგორც უწინ... ხარის რქებით გაღადრული მატადორი.
და ჩემს გვერდით იგრძნობოდა პოეტი... (როის) შემოდგომის ნასესხები ამინდი, ზამთარს სუსხის ანაბარა ტოვებდა, ამ წყალობით ალბათ შენც არ დაგინდო, უფალმა და - გაგაჩინა პოეტად...
დილა ზამთარს ეზიარა – აცივდა, სველი ქარით დაიბერა ფილტვები, პალტო ალბათ იმიჯისთვის გაცვია, ცილინდრითაც ალბათ მიტომ ირთვები.
რომ მიგიხვდნენ, მაგ პოეტურ ჰაბიტუსს, და გამოთქმის მიღმიერად დაფასდე, დინჯად იღებ კოლოფიდან პაპიროსს, ნერვიულად ითავისებ ნაფასებს.
ორთქლად ასდის შენი მზერა ქალის ტანს, ეს კი იმის უბიწობას არ ლახავს!.. “ლექსის ზვავი შენს გონებას გაიტანს ბოლო სტროფის წერტილის ქვეშ დამარხავს”.
მერე “ჩვენ და ქალაქები” იწყება... ფორთოხლების თოვლად მოსვლის მომენტი, იყო სადღაც ზამთრის შუა რიცხვები... და ჩემს გვერდით იგრძნობოდა პოეტი.
შუქნაკლული ლამპიონები
ჩვენ ერთმანეთის ორეულებად დავძრწით ქალაქში, ქუჩებში სადაც ლამპიონებს შუქი აკლიათ, მუცლადყოფნისას იგი უკვე იყო ზვარაკი, და იოანე მაშინათვე იყო ნათლია.
მხატვრებიცა ვართ და ფერების არევაც ვიცით სამი ფერისგან ათასფერი ძალგვიძს ვაქციოთ, მერე შევავსოთ ამ ფერების სიამით შპრიცი, და შევამატოთ ჩვენი სისხლის კვების რაციონს...
ქალაქის კუთხე-კუნჭულებში მოხეტიალეს, შეგხვდება ზოგჯერ საკუთარი თავი შიშველი, ვერ ამოვიცნობთ შეუმოსავ – ოხერტიალებს... და ეს არცნობა საჭირო დროს ვეღარ გვიშველის.
მიტოვებული თეატრივით არის ცხოვრება, მიყრილ-მოყრილი თოჯინების სახლი - საერთო, გაყოფილი აქვს ყველას თვისი ჩინი-წოდება, ჯამბაზებივით ცდილობენ რომ მუდამ გაერთონ.
ერთფეროვნებას ვერ ვგუობთ და სულ ახალს ვეძებთ, ვიკერავთ ახალ სამოსს, ნიღაბს და თვით გრძნობებსაც, ზევით მივიწევთ – ფრთებს შევისხამთ როგორაც შევძლებთ, ამით კი უფრო ქვევით მივალთ... ხო, არ მოგესმა!
ვუყურებთ... ასე ოთხკუთხედი საგნის ამარა შევრჩით და გვჯერა, როგორც უწინ გვჯეროდა კერპის, შავმა ღრუბელმა ჩამოლაქა თეთრი კამარა და ვუცდით ჩვენი შავი ყუთი რა სიბრძნეს გვეტყვის.
ღიმილი, მხოლოდ ღიმილიღა მომეფინება, როცა გავხედავ ჩემს ცხოვრებას მატრაბაზი-ვით, როგორ მღრღნიდა და მიყენებდა ნდომის ცდუნება, მე კი ვიყავი ყურმოჭრილი მისი ვაზირი.
OXYGEN (ეძღვნება მარი(ენს)
შემოდი, უკვე ჩამოვხსენი სულის ფარდები, შემომეფეთე, შემო მეკვლედ, შემო მარტივად, სანამ ამ სითბოს საბაოთად შეიფარდებენ სხვები და სანამ ეს მტკივანი გული არ მტკივა -
შემოდი ღია ფანჯრებიდან, როგორც ჰაერი... უსამართლობა იქნებოდა კიდევ გვედავა, არ შემომეშვი, არ მესუნთქე, რაღაცნაირო, შენც იდგებოდი შორიახლოს გაუბედავად.
დღეს კი სულს მინდა ჩამოვხიო მუქი ფარდები, გარეთ ცივა თუმც ამ ცხელ გულში მინდა რომ გთენთო... - სანამ ამ სითბოს - საბაოთად შეიფარდებენ სხვები... მე თასმის შეხსნის ღირსი გამხადე ღმერთო.
გენაცვალეს
გენაცვალე! განა რამე მეტი? ვზივარ შენთან, გაზაფხული მქოჩრავს, სურნელებით მომარიე რეტი, მორჩა მოცდა... და ლოდინიც მორჩა!
გენაცვალე! განა მეტი რამე? მარწუხივით მომეკარი, - მბოჭავ, ეს აღდგომაც გაქრა, როგორც წამი, ახლა მორჩა, უშენობა მორჩა!
გენაცვალე! მეტი რამე განა? ჩავეწვეთე თვალებს შენსას ნორჩებს, ა ყელი და გამომისვი დანა, იქნებ ასე ყველაფერი მორჩეს!
გენაცვალე! განა მეტი რამე? გაზაფხული რა ვქნა, აღარ მქოჩრავს, ეს აღდგომაც გაქრა, როგორც წამი, ახლა მორჩა უშენობა, მორჩა!
გავა აღდგომა...
ახლა მზესავით მცივა სიშორე, ბაბუაწვერებს მიაქვთ მარტისთვე, დღემდე რამდენი სახეც ვიშოვე, ყველა უკლებლივ გავაარტისტე. ახლა ზღვასავით მტკივა სიცივე, ყოჩივარდები დამდნარ მარტისდღის, რამდენჯერ - ცრემლებს მიღმა ვიცინე, რამდენჯერ - ღიმილს მიღმა ავტირდი. ახლა ბავშვივით მაკრთობს სიბნელე, ღამის სიშავეც თითქოს გამრჩოლდა, ვერ ავუდივარ დღემდე იმ ვნებებს, ერთადყოფნისას ჩვენ რომ გვახრჩობდა. ახლა მუხლებში მტეხავს ამინდი, წვიმა - ნაპირზე ზეცის ტროპარი, მერე ტუჩები როცა გამანდე, ცოტა ზედმეტი კოცნა მოგპარე.
დღემდე ფიქრითაც მიჭირს მიღწევა... წვიმას აპრილის ცივი ქარი ცრის... გავა აღდგომაც... და ის ჯვრისწერა, - შენ რომ მოხვალ და... მერე არ ვიცი...
სულების გასეირნება ანუ 1+1=1 (მამა პეტრე კვარაცხელიას)
უცებ რა მხსნელივით გამოჩნდი მამაო, ამ ჭურჭელს არავინ ავსებდა აქამდე, (რომელსაც სულიერს ვუწოდებ ამაოდ,) ნარჩევი კუნჭული იქ თქენთვის გადავდე.
და ალბათ ამიტომ მოიჭრა ის სული, რომელიც ზეცისკენ ფიქრებს გაჰყოლია, გვეყოფა ორივეს კელია, ფიცრული, იების - მელანი, ფურცლად - მაგნოლია.
გვეყოფა ორივეს განცდების გარეშეც მოვტაცოთ ქარიტებს უშრეტი იდეა, ზენაა, კაცი, თუ მუზათა თარეში, ზღვასავით ურჩი და კლდესავით მშვიდია...
გასცდება ნაპირებს, ხეობებს აჰყვება, გათელავს ჟვავივით დანამულ საწუთროს, ბავშვივით მორცხვი და ბავშვივით თავნება, ეცდება ლაჟვარდიც რომ დაისაკუთროს.
და ორი სხეულის ერთი ნაკვალევი, ნაპირბს მიჰყვება, ოღონდ არ - ეულად, სულთა ნატეხები რაღაც საკრალურად, შერწყმულან და ორნი ერთში არეულა * * * პირველი მინიმები
@@@ სევდა - კერკეტი კაკალივით გაუტეხელი წვიმაში დადნა...
@@@ ღამით მდინარემ დაიძინა, დილით თავისივე ხმაურმა გამოაღვიძა.
@@@ მარტომ ვერაფრით ვერ შეძლო... წამოდგომა სცადა, სხეული ემძიმა...
@@@ სიზმარი ცხადი ეგონა, შეეშინდა და სამუდამოდ დაიძინა.
@@@ გაყვითლდა და ჩამოვარდა... კენწეროდან მიწამდე თვალწინ მთელმა გაზაფხულ-ზაფხულმა გადაურბინა.
@@@ ფილტვებში ჰაერი გამოელიათ ნაძვებს, შენს ყოველ ამოსუნთქვას ამის გამო ელიან...
@@@ სოფელი დაცარიელდა, თითქოს სახლებში ღამე გამოუმწყვდევიათ..
@@@ იკაროსი - ფარვანაში რეინკარნირებული, ისევ ისწრაფვის მზისკენ...
@@@ არა აღმოსავლეთიდან, ტაძრის გუმბათიდან ამოდის ჩვენთან მზე...
@@@ სანთელი აანთო, თვალები ლოცვით ამოივსო და სამყარო ვეღარ დაინახა.
და. . .
ცა იდგა, როგორც თეთრი სიკვდილი ჩვენ ერთმანეთის გვქონდა ხელები ხელში, ახლა კი ვფურცლავ წიგნივით, ვფურცლავ იმ დღეებს და ვიცრემლები...
გადმოგვცქეროდა თუმცა მთელი ცა, სუნთქვის დუღილი ახლაც მათბუნებს, რომელშიც მთელი არსით შეგიცან, მერე ვნებაში ამოგანგლულებს
ვგავდით ჩიტებს და ფრთები წამგვარეს, ვერ დაგიცავი რა ვქნა, მე მაშინ, დამაქვს სხეულით სევდისმაგვარი, შედედებული სისხლის ზედაშე.
ცა იდგა, როგორც თეთრი სიკვდილი ჩვენ ერთმანეთის გვქონდა ხელები ხელში, ახლა კი ვფურცლავ წიგნივით, ვფურცლავ იმ დღეებს და ვიცრემლები...
უბრალო სონეტი
ჯიბეში ხმელ-ხმელი მეფშვნება კესანე, მივალ და სოფელში სურნელობს აპრილი, ქუსლებში კენჭებს ვგრძნობ ველურ წინაპრივით, რომლებიც ტკივილებს წარსულს აკემსავენ.
ვერთობი ღელეში კენჭების სროლაში, როგორი ხისტია ქალაქი აქედან, გოგოსთვის მიყვარხარ-ს თქმას რაფერ გავბედავ, მერე ვეღარ მივალ სასირცხოთ სკოლაში.
მივდივარ... რამდენი რამ დამრჩა უთქმელი, მივდივარ... მიწიდან მხოლოდ ცის კარამდი, მივდივარ... ვერ მიძლებს მკერდში ეს თავნება...
არ შემრჩა მე ერთიც აქ თანამსუნთქველი, პატარა ბიჭივით მიყვარხარს ვმალავ და, ბავშვობაც ყრმობასთან უვადოდ ზავდება.
ალიხე... მალიხე... სალიხე...
სლუკუნშიც გიცნობდი, რატომ ვერ გათვალე, პირიქით, გათვალე ან იქნებ, გაუყვა ოცნება ცრურწმენის ნაკვალევს, “ალიხე, მალიხე, სალიხე...”
დუმილზეც შეგიცნობ, სუნთქვის შეკავებით ფილტვები უცებ არ გაიხეს, გამომდე ოცნება მოდურ ხელკავივით, “ალიხე, მალიხე, სალიხე...’’
ნაცნობი ხმაურიც გაუცნასხვაფერდა... წვიმა კი მძივებად აისხეს ტუჩებმა. და ახლა ოცნებაც დაბერდა, და ვუკმევ... “ალიხეს... მალიხეს!”
და მეც...
შემოიჭრები როცა არ გელი... თრთიან სიმები და პიანისტი უკრავს და მღერის... აუტანელი სიშორე ჩნდება, თუმც არ განვიცდი.
ამიტანია დღემდე ლურსმნებიც, ხელის გულებზე, - ნაკვალევს ხედავ?! შენ კი... რამდენჯერ გაილურსები, წარსულში ჩემო შვილების დედავ.
არყოფნა შეცვლის დღეებით მორიგ, იმ დღეებს როცა გვწამდა ორთავეს ხოლო ტალღები სველ-სველი ჭორით სანაპიროზე წარსულს მორთავენ. ......
შორს ჰორიზონტი თრთის და კანკალებს, სადღაც შორეთში რეკენ ზარები, ვერ შეგადარებ რა ვქნა სხვა ქალებს, და მეც ვერავის შევედარები.
და კლავიშები
და კლავიშები იქცევიან მაშინ ენებად, იდგება ძველი მოლოდინი ვით ბარიერი, წარმოდგენები სამოთხეზე, წარმოდგენებად დარჩებიან თუმც გაგრძელდება ის კარიერა
რომელსაც ვქმნიდი... ვიშურებდი განა რამეს კი? იყო გვირგვინი დაფნისა და ბედიც ლორკასი, გულო - ო - ჭურვო, საოცრების რად არ გამისკდი, როცა უკრავდა შენს სიმებზე მთელი ორკესტრი!?
ჩანდა დამსხვრეულ ჰორიზონტზე ჩრდილი-მერმისი, სარკის მიღმიდან მოისმოდა ალილუია, აქ ყრუ რომ ყრუა – ეს გალობა მასაც ესმის და უსინათლოსთვის ეს სამყარო თვალხილულია...
მე რა?
ალბათ არ მოგშორდება, ღაწვებიდან ეს დაღი, მერამდენედ გიჩნდება ალბათ კითხვა - მე რა?.. გენაცვალეს რატომღაც აღარავინ მეძახის, უკვე ყველა სიმღერაც შემომესიმღერა.
მოასწავებს ნეტა რას დამსხვრეული ოპალი - მერამდენედ გააჩენ, - ალბთ კითხვას - მე რა?.. ჩემ
|