#20724652 · 17 Jul 2010, 23:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გოგონა გარბის არავინ იცის საითკენ გარბის ვერავინ მიხვდა ვერავინ ჩაწვდა მისსა ჩანაფიქრს, მწვანე მინდორი, ბიბინა მდელო გადაპენტილა ნორჩი ბალახით, მსუბუქ გვირილით, გზად დაკრეფილა... გოგონას ხელში ღრუბლების მსგავსი თაიგული აქვს, თავში ფიქრები, ჩანაფიქრები არეულია, თუმცა მდელოზე ბევრიც მოსჩანდა ყვავილი ნაზი და არ უჩანდა მინდვრის ჰორიზონტს გამყოფი ხაზი...
გვირილით ხელში დაქსაქსულ გულით მინდორს კვეთავდა, გარბოდა ვისგან, ან კი გაქცევას ვის უბედავდა... მშობლები, და-ძმა განწირულია სატრფო ტიალი, რა დარჩენია თუ არა სოფლად მას ხეტიალი.
იშვილა მდელომ, დედმამიშვილად იგულეს იგი, და გვირილებმაცც მას მარად ტრფობის აღუთქვეს ფიცი! თუმცა მდელოზე ბევრიც მოსჩანდა ყვავილი ნაზი და არ უჩანდა მინდვრის ჰორიზონტს გამყოფი ხაზი...
This post has been edited by Beroname on 17 Jul 2010, 23:37
--------------------
L is for LOVE, baby O is for ONLY you that I do V is for loving VIRTUALLY everything that you are E is for loving almost EVERYTHING that you do R is for RAPE me M is for MURDER me A is for ANSWERING all of my prayers N is for KNOWING your loverman's going to be the answer to all of yours
|