#20846790 · 26 Jul 2010, 23:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Solveig
QUOTE | ნეტა როდის გამათხუებ მამაჩემო ღვთისავარო განა ბატარაიღა ვარ ქალი ოცის წლისა ვარო, თორო ძმაქმარას შავირთავ, ქალ ისეთი ჭკვისა ვარო.. |
სილვერ, მადლობა! კარგი მაგალითი მოიტანე ძალიან. შეიძლებოდა მამისთვის ქალიშვილს ასეთი თამამი ლექსით მიემართა, რომ არა სექსუალურ ცხოვრების თავისუფლება? ბალიაურთან ბევრი ფაქტობრივი მასალაა ამაზე, მაგრამ ცოტაა მასალა იმაზე (მხოლოდ რამოდენიმე მკვლევარს აქვს ფრაგმენტულად მოხსენიებული), თუ რამდენი ტრაგედია ხდებოდა, როცა წაწალი დაფეხმძიმდებოდა. ეს აბსოლუტურად დაუშვებელი იყო.
nakash
QUOTE | 1. წაწლების ურთიერთობა გრძელდებოდა ქორწინებამდე,რომლის შემდეგაც ის იდეაში წყდებოდა, ხოლო აქ საყვარლების გაჩენა ხდება სწორედ გათხოვების შემდეგ. |
გათხოვება სვანეთშიც და ყველგან მთაში დაახლოებით 3 წელი გრძელდებოდა. ქმრის ოჯახში ქალის საბოლოო გადასვლის მომენტამდე (გვირგვინის დადგმა) ქალი გათხოვილად არ ითვლებოდა. ეს მარინოს ისტორიაშიც ცხადად წერია.
|