ტკბილი წყვილი - ლინ ფენში , რესტორან ,,ჯინ და დუში"

ესეც- შთამომავლობას!
მასალები თემისათვის:
,,ქმრის სახე ნ. დარბაისელის ლირიკაში"ნინო დარბაისელიALANINO - FOR SALE* სიგიჟე იყო თავიდანვე ამისი ყიდვა.
წლები გადის და ხარჯის მეტი არაფერია.
ჟანგი მაშინვე ედებოდა,
ძრავის პრობლემაც -
- ძველ პატრონებს არ დაუმალავთ,
მაგრამ მეფურად განათებულ სხვა იახტებში
იმ საღამოთი ისე იდგა,
შორი ზღაპრიდან მოფრენილი ციცქნა ჩიტივით,
ისე შვენოდა მაკაგონის გემბანი და მოაჯირები,
და შენც ისე თქვი,
ძვირი სულაც არ არისო,
თავს შეინახავს,
თუ მოცურავე კაფეს გავხსნითო,
სიამოვნება, თან - ბიზნესი,
სხვა რა გვინდოდა
ახლადშერთულ შეყვარებულებს!
შემოდგომობით,
როცა ადანას სასტუმროების ფასი ეცემა,
ხოლო რესტორნის მეპატრონენი
ვაშლის ჩაითი ქუჩა-ქუჩა დასდევენ კლიენტს,
ჩვენ ამ ადგილას დავსეირნობთ ბოლო პუნქტამდე.
პორტის ნაპირზე,
სადაც ვარდები ისევ ხარობს ათასფერადი,
ვსხედვართ მარტონი,
ღრმად ვისუნთქავთ მობერილ ჰაერს,
ტალღების ხმაში ძველებურად ერთმანეთს ვისმენთ
და შევცქერით,
როგორ თანდათან გვიხუნდება
ლურჯი სახელი ALANINO,
დიდ, თეთრ ნაჭერზე
ისევ ღუის წითლად - FOR SALE.
ეს რაღა ხმაა?
აქ ეს წყვილი საიდან გაჩნდა,
ან რა იციან ჩვენი თამაში:
- ამას შეხედე, რა ანძა აქვს!
- ამ სპორტულს გჩუქნი, არა, იმას!
- ვაი, გემია თუ სასახლე - ექვსი სართული!
- აი, ის გემიც შენი იყოს!
ხმელთაშუაზღვაც,
ოკეანეც.
- ოო, ეგ ცოტაა!
მე - სულ პატარა,
პაწაწინა,
სულ ერთთვლიანი...
აქ, სხვათა შორის, საუკეთესო ოქროულია.
წამო,
წავიდეთ,
დღეს მათი იყოს ეს ყველაფერი!
ხვალ უთენია ამ ერთხელაც
(ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ)
გავიდეთ ზღვაში!
- - - --
*ALANINO - საკუთარ სახელთა - ალანი და ნინო კონტამინაციის გზით შედგენილი ახალი სიტყვა.
FOR SALE - (ინგლ.) - გასაყიდი. ნინო დარბაისელიპუდინგი შოტლანდიურად პურის ნაჭრებზე გადავუსვა, რაც მაქვს, კარაქი,
ზედ ფენა-ფენა წავაყარო მუჭით შაქარი,
რძეში ავთქვიფო ერთი კვერცხი,
ცოტა ვანილი და ზედ დავასხა.
(თუ რძე არა მაქვს, წყალი - იმავე ოდენობის,
შიგ ჩაწურული ცოტა ლიმონიც მისწრებაა,
მაგრამ მხოლოდ წყლის შემთხვევაში).
საშუალო ცეცხლზე უნდა ვაცხო
შეწითლებამდე.
როდესაც ავად მიხდები ხოლმე,
ან ვატყობ,
როგორ გეძალება
ჩრდილოეთის ზღვის ნოსტალგია,
შენ - ცნობილ გურმანს
ამ პუდინგს გიცხობ
და შუქანთებულ ღუმელში მოჩანს
შენი პირქუში შოტლანდია
და ხმიანობენ იქაური შორი ლანდები.
აი, დამთავრდა უკვე მეორე მსოფლიო ომი,
სასტუმრო ოთახს მოყვითალოდ ანათებს ლამფა,
უკრავს ფიდელი*,
ჰარმონიკა.
მაღალი სკამი,
სუფრის თავში -- მამას ეკუთვნის,
პუდინგის პირველ,
დიდ ნაჭერსაც მას არგუნებენ,
მერე უფროსი ძმების ჯერია,
დედისთვის მუდამ ბოლო რჩება,
თუ რჩება რამე.
იმასაც, ვითომ დაივიწყებს,
ფუსფუსს განაგრძობს,
რომ ნაბოლარას მეტი ერგოს.
მე დღეს დედაშენს გეთამაშები.
ჩემი ფანჯრიდან ზღვა არ მოჩანს,
მხოლოდ მთებია,
არეულ ცაზე ეჯახება ღრუბელს - ღრუბელი.
- შტორმი იქნება, გასვლა არ ღირს.-
- ამბობ,
იღიმი.
ბიძგი,
ბრაგუნი...
ეს გულია?
ჩემი თუ შენი?
არც არაფერი.
ნაოსნობიდან დაბრუნებულ,
ძრავაგამორთულ
გემებს პორტისკენ
მუდამ ასეთი გარე ბიძგებით ეზიდებიან.
------
ფიდელი - სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, ვიოლინოს მსგავსი. ასეთები ვიყავით ახალგაზრდობაში:
This post has been edited by nino darbaiseli on 25 Oct 2010, 19:26
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004