ამ სახელის მქონდა ლექსი შემიძლია შემოგთავაზოთ

ისინი ხედავენ მზეს, ისინი ხედავენ ცას,
თვითონვე არჩევენ ფერს, თვითონვე ირჩევენ გზას,
და შემდეგ მიდიან შორს, გზად კი ტოვებენ კვალს,
თვალები მიუგავთ ქორს, გული ძლიერ გავს ქვას!
იმათ წყუროდათ რძე, მათ კი ასმევდნენ წყალს,
როცა ვუყურებთ მზეს, ჩვენ მათ ვუსწორებთ თვალს.
ისინი ხედავენ დღეს, დღეს-ასე შურივით შავს,
ანუგეშებენ ერს, იმედს უღძრავენ ხალხს!
თბილისი იცვლიდა ფერს, ქართველი ვერ ცნობდა თავს,
თან ევედრებოდა ღმერთს-იათმაგებდა ვალს!
დედა მალავდა ცრემლს, შვილი კი წირავდა თავს,
სამშობლო უშვებდა ბევრ ნორჩად დაკაცებულ ბავშვს...
ქართველი ებრძოდა მტერს, ქართველი ებრძოდა ქარს!
სისხლისფრად მდინარე ჩქეფს-ქართველი იხდიდა ვალს!
დაეწერება ზედ: “გმირი” - საფლავის ქვას,
სადმე უნახავს მტერს, რომ ერთი ჟლიტავდეს რვას?!
ზოგი მიუძღვნის ლექსს, ზოგიც დაუკრავს თავს...
ზოგიც ილოცებს ბევრს, ცრემლი უნამავთ თვალს...
ისინი ხედავდნენ მზეს, ისინი ხედავდნენ ცას...
თვითონვე არჩევდნენ ფერს, თვითონვე ირჩევდნენ გზას...