nino darbaiseli
Crazy member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3704
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
|
#22163345 · 22 Oct 2010, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდემდე?
ამ ოთხი წლის წინ ქართულ ლიტერატურულ პრემიებს ,,გალაც’’ ’შეემატა. თბილისის საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გვამცნობს: ,,ლიტერატურული კონკურსი "გალა” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინიცატივით და მერიის მხარდაჭერით, უკვე ოთხი წელია იმართება და "თბილისობის” დღესასწაულის ინტელექტუალურ ნაწილად იქცა. კონკურსის მიზანი მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მწერლების ერთგვარი წახალისებაა" . მართლაც, პრემია ,,გალა" არ გახლავთ ჩვენი ლიტერატურისადმი რომელიმე კერძო მეცენატის კეთილი ნების გამოხატულების შედეგი. იგი ბიუჯეტიდან ფინანსდება, სხვათა შორის, იმ ბიუჯეტიდან, რომლის შესავსებადაც ჩვენ - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები მწირზე მწირი ხელფასიდან, სიმბოლურად რომ ამეტებს სიღარიბის ზღვარს მყოფი ადამიანების დახმარებას, ყოველთვიურად ოც პროცენტს ვიხდით. როდესაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებიდან რაიმე სფეროს, ამ შემთხვევაში - ლიტერატურის განვითარების ხელშესაწყობად პრემიის სახით თანხას გაიღებს, ამით ხდება მანიფესტირება, რომ იგი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად, პრიორიტეტულად მიაჩნია. მაგრამ რამდენადაც პოზიტიურია ეს მანიფესტირება, იმდენადვე არასახარბიელო, ნეგატიური შედეგი მოაქვს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები, რომელთაც მინდობილი აქვთ საქმე, მას, პრაქტიკულად, ან სხვა მიზნებისათვის იყენებენ, ან კომპენტენცია და გავლენა არ ჰყოფნით, მართებულად განსაზღვრონ, რამდენად შეესაბამება მათი არჩევანი კონკურსის მიზნებს. საქმე შემდეგშია: მიმდინარე წელს საკონკურსოდ წარდგენილ იქნა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,, გალაკტიონის კვლევის ცენტრის“ მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტი - სამეცნიერო-ლიტერატურული კრებული ,,გალაკტიონოლოგია V“. აქსიომაა, რომ ნებისმიერი მცირე თუ დიდი კონკურსის შედეგი ვერ იქნება ყველა მონაწილისთვის პირველობის მომტანი. ამისათვის რამდენიმე საუკეთესოს შორის უპირატესობა სწორედ იმ ერთს ენიჭება, რომელიც ჟიურის წევრთა საბოლოო აზრით, მჯობის მჯობია და აქ ობიექტურის გარდა, სუბიექტური ფაქტორიც, შემთხვევათა დიდ ნაწილში, არათუ გამორიცხული, გადამწყვეტიც კია. მაგრამ ამჯერად საქმე კონკურსში გამარჯვება-არგამარჯვებას კი არა, იმას ეხება, რომ უნიკალური პროექტი - სამეცნიერო-ლიტერატურული კრებული ,,გალაკტიონოლოგია“ ნომინანტთა შორისაც ვერ მოხვდა, კახა თოლორდავას ,,საუბრები ჯაზზე’’ კი - მოხვდა! ვნახოთ, რას წარმოადგენს თითოეული მათგანი. ,,გალაკტიონოლოგია V’’ ( 516 გვ.) სამეცნიერო-ლიტერატურული კრებულია, მიძღვნილი გ. ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი. წიგნი კომპლექსურად აერთიანებს პოეტის შემოქმედების ნიმუშებს, მხატვრულ ლიტერატურას, მხატვრულ და სამეცნიერო ესეისტიკას, უახლეს სამეცნიერო გამოკვლევებს, რეცენზიებსა და კრიტიკულ წერილებს, ასევე, მემორიალურ -ბიოგრაფიულ მასალას და სხვ. ეს ყველაფერი გაფორმებულია ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი ფოტომასალითა და გალაკტიონის გრაფიკული ნამუშევრებით. კახა თოლორდავას ,,საუბრები ჯაზზე’’ (230 გვ.) არის ინტერვიუების კრებული ჯაზის თემაზე. წიგნი ორენოვანია, ინგლისურ-ქართული. მასში ვეცნობით თვრამეტ უცხოელ მუსიკოსს. დარგობრივად იგი მიეკუთვნება არა ლიტერატურას, რისი ხელშეწყობაც კონკურს ,,გალას“ მიზანია, არამედ მუსიკათმცოდნეობას, ხოლო თუ უფრო ვიწროდ განვსაზღვრავთ პროფილს, არტჟურნალისტიკაა, მუსიკის განხრით. ვინც პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თვალს ადევნებს კულტურის სიახლეებს, ეცოდინება, რომ კონკურსის ნომინანტების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მწერალმა ზაალ სამადაშვილმა, რომელიც ,,გალას’’ დაარსების ინიციატორია, საჯაროდ განაცხადა, რომ საკუთარი წიგნი კონკურსიდან მოხსნა და ამით საზოგადოებას გაუჩინა მოლოდინი კონკურსის ობიექტურად წარმართვისა (თუმცა , როგორც ,,შორტლისტის“ გამოქვეყნებით გაირკვა, იგივე წიგნი ,,მოთხრობები ბიჭებისათვის“ მაინც გახდა ნომინანტი, ოღონდ სხვა - წიგნის მხატვრობის ნომინაციაში). ობიექტურობის იმედს აძლიერებდა ისიც, რომ წლევანდელი ჟიურის შემადგენლობას ზაალ სამადაშვილმა პრესკონფერენციაზეც და საჯარო ინფორმაციაშიც ,, თავისი საქმის დიდოსტატები" უწოდა . საინტერესოა, ამ დიდოსტატებს ვინ შეუბორკა მარჯვენა? ვინ მოახერხა, რომ , როგორც ირკვევა, მათ თვალითაც არ უნახავთ წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტის ნომინაციაზე წარდგენილი ჩვენი უნიკალური კრებული ,,გალაკტიონოლოგია", რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება საჯაროდ დეკლარირებულ კონკურს ,,გალას" მიზნებს - ლიტერატურის პოპულარიზაციას. იქნებ ჩვენი ეს განაცხადი მცდარია და ჟიურის წევრებისათვის არავის ,,დაუმალავს“ კრებული ,,გალაკტიონოლოგია“, მაშინ დიდოსტატებმა ნამდვილად არ იციან, რას ეწოდება, რა არის ლიტერატურა და რა - არტჟურნალისტიკა, მუსიკის განხრით. მათ ვერ ან არ დაინახეს, რომ ჩვენი პროექტი ლიტერატურის პოპულარიზაციას - კონკურს ,,გალას „ ძირითად მიზანს ემსახურება, კ. თოლორდავას წიგნს კი საერთო არაფერი აქვს მწერლობასთან, ლიტერატურასთან. იქნებ, უბრალოდ, საკრებულოში მისულ ჟიურის წევრებს თვალში უფრო კ.თოლორდავას წიგნის მცირე ზომა და, რაც მთავარია, მისი გარეკანის გაფორმება მოუვიდათ, სივრცის ნახევარზე მეტი უზარმაზარ ინგლისურენოვან დასახელებასა და მუსიკოსების ასევე ინგლისურენოვან სახელებს რომ უჭირავს, ქართულად კი მოკრძალებულად, უწვრილესი შრიფტით, მხოლოდ მოკლე სათაური და ავტორის გვარია აღნიშნული?! გადაშალეს ,,საუბრები ჯაზზე“ და სიხარულით ცას ეწიენ, როცა შიგ მხოლოდ ნახევარი, სულ რაღაც 90 გვერდი დახვდათ ქართულად წასაკითხი, (დანარჩენი - იგივეა, ოღონდ ინგლისურად), მერე კი შემაშინებლად სქელი, 516-გვერდიანი ,,გალაკტიონოლოგია" ნახეს და სარჩევში ჩაუხედავად გვერდზე გადადეს! ვითომ დასაჯერებელია, რომ ,,გალაკტიონოლოგიაV” - საგანგებოდ ამ კრებულისათვის შექმნილი უახლესი გამოკვლევებითა და მხატვრული ესეისტიკით, დასავლური კულტურული აზროვნების კონტექსტში - თავის კუთვნილ ადგილზე რომ ათავსებს ქართველი პოეტი-გენიოსის შემოქმედებას, - როგორც პროექტი, საუკეთესოდ თუ არა, იმაზე უკეთ მაინც ვერ მოემსახურებოდა ლიტერატურის პოპულარიზაციას - კონკურს ,,გალას'' ძირითად მიზანს, ვიდრე კ. თოლორდავას ინტერვიუები უცხოური ჯაზის თემაზე? არათუ ,,თავისი საქმის დიდოსტატები“, ვინმე მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ადამიანი ქართული ლიტერატურისათვის ამ ორი წიგნის მნიშვნელობაზე ოდნავაც რომ დაფიქრებულიყო, ერთმანეთისთვის შეედარებინა მათი ჭეშმარიტი ღირებულება, იქნებ ის კითხვაც დაბადებოდა, მაინც რა დაუჯდა ჩვენს სახელმწიფო ბიუჯეტს თითოეული მათგანი. ,,ჯაზზე“ დახარჯული სახსრები იმდენჯერ დიდია, რომ ,,გალაკტიონოლოგიის“ გარდა, ჩვენი ლიტერატურისათვის სასარგებლო არაერთი სხვა პროექტის განხორციელება გახდებოდა შესაძლებელი! მაგრამ რაღა დროს ესენია, ან სად ,,გალაკტიონოლოგია’’ და სად უცხოური ჯაზი! ვინმეს კიდევ ადარდებს, რომ აქ ერთ მხარეს ქართული ლიტერატურულ-კულტურული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილის აუნაზღაურებელი და დაუნახავ-დაუფასებელი ენთუზიაზმია, მეორე მხარეს --კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული და ამერიკის საელჩოსა და ,,ისტერნ ფრომოუშენის“ ხელშეშველებით ,,მოხერხებული“ პროექტი? - იქნებ რაღაცით იმ პროექტზე უკეთესი, რომლის გამოც სულ ახლახან იმავე კ. თოლორდავას - კულტურის სამინისტროს კიდევ ერთი ძვირადღირებული წამოწყების პროდუსერს, - საჯაროდ მოუხდა თავისმართლება. რაც მოხდა, აღარ შეიცვლება და რაღა აზრი აქვს ამ წერილს? - უეჭველად იფიქრებს მრავალი მკითხველი და მართალიც იქნება, თუ მისი ხედვა კონკრეტულ უსამართლობას არ მოსცილდება და არ შეეცდება, მასში საზოგადო სატკივარი დაინახოს. ჩვენ კი გვჯერა, რომ პროტესტს აქვს აზრი, რადგან ჯერ კიდევ ბჟუტავს იმედი, რომ ვინმე, ხელისუფალი იქნება თუ მეცენატი, როცა ქართულ ლიტერატურულ-კულტურულ ღირებულებებთან შეხება და მათი აწონვა მოუწევს, უკეთ დაფიქრდება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა ადამიანებს, რომელთაც არ გაჰქრობიათ ძალა და სურვილი ქართული საქმის მსახურებისა, ,,სიძნელე გზისა გაუადვილდეს“. გალაკტიონის კვლევის ცენტრი
P.S. წერილი უკვე გამზადებული იყო, როდესაც გახმიანდა, რომ ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი“ გამარჯვება წილად ხვდა კ. თოლორდავას, რომელმაც სამადლობელ სიტყვაში ,,უხერხულად“ აღიარა: ,,ვუხდი ყველა მუსიკოსს მადლობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ლიტერატურული პრემია არის!“ ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ,,გალას“ მესვეურთა გამომწვევი არაობიექტურობა და შიშველი ცინიზმი ეროვნული ფასეულობებისა და ჩვენი ლიტერატურულ-კულტურული საზოგადოების მიმართ. * * *
იქნებ ,, რეზონანსში" გამოქვეყნებულმა ამ მასალამაც დააინტერესოს ფორუმის მკითხველი:
"გალა" ანუ ჩატარებამდე დისკრედიტირებული ლიტერატურული კონკურსი მარი ოთარაშვილი (22.10.2010) ინგა გრიგოლია: "ერთი თვის წინ ჩემ მიერ დასმულ შეკითხვაზე - იყო თუ არა ეს ჟიური პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებული, უკვე პასუხი მაქვს: ეს მართლაც ასეა". მედია-სახლ "პალიტრაში" ეჭვობენ, რომ ჟიურის გადაწყვეტილებაზე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ და კონკურსის დამფუძნებელმა ზაალ სამადაშვილმა მოახდინა გავლენალიტერატურულ კონკურს "გალაზე", წლის ლიტერატურული პროექტის ნომინაციაში წარდგენილი "ქართული პროზის საგანძური" ჟიურის წევრებმა საკონკურსო ჩამონათვალშიც კი არ შეიყვანეს. ამით გაკვირვებული არიან როგორც მედია-სახლ "პალიტრის" წარმომადგენლები, ასევე მწერლები და უბრალო მკითხველებიც. "ქართული პროზის საგანძური" პროექტი, რომელმაც წიგნთან მიაბრუნა მკითხველი და შეიძლება ითქვას წიგნის კითხვა საქართველოში კვლავ მოდური გახადა, კონკურსგარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ "რეზონანსმა" სოციალური ქსელებიდან შეიტყო. forum.ge-სა და Facebook-ზე ლიტერატურით დაინტერესებულ მომხმარებელთა უმეტესობა აღნიშნული პროექტის და საერთოდ, მედია-სახლ "პალიტრის" წიგნების კონკურსზე დაბლოკვას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებენ. როგორც ცნობილია, წლევანდელ "გალაშიტ მონაწილეობენ 2009-2010 წლის სექტემბრამდე გამოცემული წიგნები შესაბამისი გამომცემლობების წარდგინებით. ჟიურის წევრის, მთარგმნელ ნინო ქაჯაიას განცხადებით, 24 გამომცემლობის მიერ წარდგენილი 120 წიგნიდან და ლიტერატურული პროექტიდან 18 გამოვლინდა ისეთი, რომელთაგან საუკეთესოები სწორედ დღეს დაჯილდოვდებიან. ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის ექვს ნომინაციაში წარდგენილი არიან: ნომინაციაში "სამაგიდო წიგნი": არკუს ტულიოს ციცერონის "სიტყვები და დილოგები" მთარგმნელი იამზე გაგუა (გამომცემლობა "ლოგოსი, "გმირი"), გამომცემლობა "პრაიმ თაიმი". ნომინაციაში "წლის წიგნი": ზურაბ ლეჟავას სნავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"), ირაკლი ქასრაშვილის "სოკრატე" (გამომცემლობა "შემეცნება"), ზვიად რატიანის "ნეგატივი" (გამომცემლობა "დიოგენე"), ამირან სვიმონიშვილის "სამკვიდრო" (გამომცემლობა "სიესტა"). ნომინაციაში "თარგმნილი წიგნი": ორჰან ფამუქის "მე მქვია წითელი" (მთაგმნელი ლია ჩლაიძე, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"), ორნელია ფუნკეს "ქურდების მბრძანებელი" (მთარგმნელიანა კორძაია-სამადაშვილი, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"), მიშელ უელბეკის "პლატფორმა" (მთარმნელი ირმა ტაველიძე, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"). ნომინაციაში "საბავშვო წიგნი": თეა ლომაძის "წერილი ბოთლშიტ (გამომცემლობა "დიოგენე"), "საქართველოს ისტორია ბავშვებისთვის" (მოთხრონილია მზია სურგულაძის მიერ, გამომცემლობა "ლიტერა". ნომინაციაში "წიგნის მხატვრობა": ნინო გურაბანიძე / სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" (ქარჩხაძის გამომცემლობა), თემურ ფხიკიძე / ზაალ სამადაშვილის "მოთხრობები ბიჭებისთვის" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"), თინათინ ჩხიკვიშვილი / მაყვალა მრევლიშვილის "ლექსები" ("ქართული ბიოგრაფიული ცენტრი"), დალი მუხაძე / "ქართული საბავშვო მოთხრობა" (გამომცემლობა "შემეცნება"). ნომინაციაში წლის "საუკეთესო ლიტერატურული პროექტი": "აუცილებელი საკითხავი" ("არეტე"), კახა თოლორდავა / "საუბრები ჯაზზე" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლიობა"), "მსოფლიო ლიტერატურის შდევრები" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"). "ქართული პროზის საგანძური" სწორედ ამ ნომინაციაში იყო წარდგენილი. ცნობისათვის, ლიტერატურული კონკურსი "გალა" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით "თბილისობის" დღესასწაულზე მე-4 წელია, რაც იმართება. კონკურსის მიზანი, როგორც მისი მესვეურები ამბობენ, მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მწერლების წახალისებაა. კონკურსის ნომინანტების გამოსავლენად 5 კაციანი ჟიური მუშაობდა: მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი დიმიტრი ერისთავი, მწერლები: ზალ სამადაშვილი, ზურაბ სამადაშვილი და მამუკა ხერხეულიძე. ნომინაციებში გამარჯვებულები ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლითა და ერთჯერადი ფულადი პრემიით, 4000 ლარით დასაჩუქრდება. საყურადღებოა, რომ ჟიურის ეს შემადგენლობა თავიდანვე ეჭვქვეშ დააყენა საკრებულოს დეპუტატმა ინგა გრიგოლიამ. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მან საკრებულოს მიანიშნა, რომ ჟიურის ამგვარი დაკომპლექტება მათი პოლიტიკური ნიშნით შერჩევაზე ბადებდა ეჭვს. გროგოლიამ ისიც დასძინა, რომ ის ამაში არც შემცდარა. ინგა გრიგოლია: "როცა საკრებულოს სხდომაზე გამოიტანეს საკითხი "გალას" ჟიურის შესახებ, მაშინვე დავსვი შეკითხვა: ეს პოლიტიკური ნიშნით ხომ არ დააკომპლექტეთ-მეთქი. ზაალ სამადაშვილის პასუხი იყო: რა სისულელეა, საიდან მოიტანეთო. მერე როცა გაირკვა, რომ "ქართული პროზის საგანძური" საერთოდ არ მოხვდა short-list-ში, უკვე დავასკვენი, რომ ეს ნამდვილად იყო ერთგვარი "პალიტრის" დაბლოკვა ჟიურის მხრიდან. გუშინ მე ველაპარაკე ზაალ სამადაშვილს სწორედ ამ თემაზე და ვუთხარი, რომ ეს არის "კვირის პალიტრისადმი" პოლიტიკური მიდგომა. მან კი მიპასუხა, რომ ეს ჟიურის გადაწყვეტილება იყო და, აქედან გამომდინარე, რატომ არ მოხვდა "ქართული პროზის საგანძური" ნომინაციებშიც კი, მან თავად არ იცის. არადა, ეს არის მართლაც უზარმაზარი ღირებულების ფასტანტიური, ეროვნური პროექტი. აქ ხომ არ არის ლაპარაკი მაინცდაიმანც გამარჯვებაზე?! პროექტი საერთოდ ვერ მოხვდა ნომონაციაში. სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ ეს მართლაც გენიალური ლიტერატურული პროექტი ნომინაციაში ვერ მოხვედრილიყო, რათა შემდეგ ებრძოლა გამარჯვებისთვის. ერთი თვის წინ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე - იყო თუ არა ეს ჟიური პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებული, უკვე პასუხი მაქვს: ეს მართლაც ასეა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში შოუ-ბიზნესით დაწყებული ლიტერატურითნდამთავრებული (აღარაფერს ვლაპარაკობ სხვადასხვა მიმართულებებზე) -ყველაფერს უპირატესობა პოლიტიკური ნიშნით ენიჭება. ვიდრე კონკურსის ჟიურისა და თავად პროექტის ავტორებს დაველაპარაკებოდით, წიგნის მაღაზია "ბიბლუსს" ვესტუმრეთ. აქ წიგნების ფურცლების შრიალი და ხალხის ფუსფუსი დილიდანვე იგრძნობა. არც თუ ისე დიდი მაღაზია საკმაოდ ბევრ წიგნს იტევს. აქ ნახავთ მხატვრულ, შემეცნებით, საბავშვო ლიტერატურას. როგორც მაღაზიის კონსულტანტი ნათია გოგობერიშვილიჩვენთან საუბრისას ამბობს, საკმაოდ ბევრი მუშტარი ჰყავს საბავშვო ლიტერატურას. თუმცა ბესტსელერობის თვალსაზრისით "ქართული პროზის საგანძურისტ სერიით გამოცემულმა წიგნებმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. ნათია გოგობერიშვილი: "ძალიან ბევრი ყიდულობს ქართული პროზის საგანძურის" სერიით გამოცემულ წიგნებს. ოჯახობით მოდიან და ისე მიაქვთ ხოლმე. ერთმა ქალბატონმა ერთ ყიდვაზე ყველა გამოცემული, 33-ვე წიგნი იყიდა: არ ვიცოდი, ახლა გავიგე ამ პროექტის შესახებ და ახლა ამიტომაც ვყიდულობო - აგვიხსნა. ხშირად მოდიან ისეთები, რომლებსაც ესა თუ ის ნომერი გამორჩა. ასე რომ, ამ წიგნებზე მოთხოვნამ, შეიძლება ითქვას, ყოველგვარი რეკორდი მოხსნა." "პალიტრა-L"-ის გამომცემლობის დირექტორი თინათინ ასათიანი გაკვირვებულია "გალას" ჟიურის გადაწყვეტილებით. გამომცემლობა "პალიტრა-დ"-ის ამ პროექტამდე საქართველოში, რომელიმე წიგნის ტირაჟი წელიწადში 3000 ცალს თუ მიაღწევდა, ლამის ბესტსელერად ითვლებოდა. ჩვენ კი "ქართული პროზის საგანძურის" თითოეულ ტომს კვირაში ათეულ ათასობით ტირაჟით გამოვცემთ. სიმართლე გითხრათ ასეთ წარმატებას პროექტის დასაწყისში ვერც წარმოვიდგენდით. ჩვენთვის გასაოცარია ის, რომ ეს პროექტი კონკურსის ნომინაციებშიც კი არ აღმოჩნდა. გარდა ამ პროექტისა, ჩვენ ყველა ნომინაციაში წარდგენილი გვქონდა სხვადასხვა წიგნებში, მაგრამ ვერც ისინი გახდნენ ნომინანტები, არათუ გამარჯვებულები. წარმოდგენა არ გვაქვს, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, როგორ მოხდა ნომინანტების შერჩევა, გამოცემის ხარისხი არ მოეწონათ, პოპულარობა თუ... შერჩეული მწერლები? -მართლა ვერ ვხვდებით. ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ აღვნიშნო: (სხვათა შორის გადამოწმებული ინფორმაციაა და არა კულუარული): თვითონ ბატონ ზაალ სამადაშვილს ძალიან სურდა, მისი შემოქმედება ამ პროექტის სერიაში მოხვედრილიყო. ჩვენ პატივს ვცემთ მის შემოქმედებას, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ქართული პროზის საგანძურია, აქ არის როგორც ილიას, აკაკის, ვაჟას პროზა, ასევე -თანამედროვეებიც -გურამ დოჩანაშვილი, აკა მორჩილაძე, ნუგზარ შატაიძე, გოდერძი ჩოხელი და სხვა ბევრი დიდი მწერალი... სამწუხაროდ, ყველა მწერალი ამ პროექტში ვერ მოხვდება. რამდენადაც ბატონი ზაალის პროზა არ მოხვდა ამ პროეტში, შესაძლოა ის სწორედ ამან გაანაწყენა. თუმცა ჩვენთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის ერთი, ან რამდენიმე ჩინოვნიკის გადაწყვეტილება თუ ვის მიანიჭებენ გამარჯვებას. ჩვენ მომავალშიც ბევრ საინტერესო პროექტს ვპირდებით მკითხველს... რატომ ვერ მოხვდა "ქართული პროზის საგანძური" "გალას" საკონკურსო ჩამონათვალში და რა კრიტერიუმებით სარგებლობდა ჟიური შერჩევისას -ამ შეკითხვებით "რეზონანსს" სურდა, მიემართა საკრებულოს თავმჯდომარესთვის, ზაალ სამადაშვილისთვის, მაგრამ მან ჩვენი არაერთი ზარი უპასუხოდ დატოვა. ასევე, ვერ მოხერხდა დაკავშირება საკრებულოს პრესსამსახურის უფროსთან - ნინო ჯინჯოლავასთან. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, მამუკა ხერხეულიძემ კი აღნიშნული შეკითხევების მოსმენის შემდეგ ეს გვიპასუხა: "გაციებული ვარ და ამაზე ვერ გიპასუხებთ." "გალას" ჟიური რომ ყოველთვის სუბიექტურია, ეს მწერალ ლაშა ბუღაძეს არ უკვირს და იმასაც ამბობს, რომ სრულიად ბუნებრივია. ლაშა ბუღაძე: "ნებისმიერი კონკურსის მიმართ, რომელიც ლიტერატურას უკავშირდება, ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. აქედან გამომდინარე, მიხარია, რომ სხვა ლიტერატურული კონკურსების გვერდით არსებობს "გალაც". ამ კონკურსზე ჩემი რომანიც იყო წარდგენილი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ, მაგრამ, სამწუხაროდ, სჰორტ-ლისტ-ში ვერ მოხვდა. ყოველწლიურად ამ კონკურსის ჟიურის წევრებს ცვლიან, ჟიური კი ყოველთვის სუბიექტურია და აქვს უფლება, რომ სუბიექტური იყოს, რადგან ეს ეხება გემოვნებას, რაც იმას ნიშნავს რომ აქ სადაო არაფერია. რაც შეეხება "ქართული პროზის საგანძურს", მართლაც ძალიან კარგი პროექტია. ეს არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს პოპულარიზაციის თვალსაზრისით კითხვას და ბევრი ისეთი ტექსტი მივიდა ადამიანებთან სახლებში, რომლებიც სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ მივიდოდა." ლაშა ბუღაძე: "არა უშავს. ეს პროექტი თავისთავად ისედაც საკმაოდ წარმატებულია, ძალიან ბევრი მყიდველი და მკითხველი ჰყავს. ეს კი, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მინდა ვთქვა, ყოველგვარ ჯილდოზე მეტია."
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|