ფრაგმენტი " ქაჩალი ქალიდან" (ცოტა შევამოკლე

)
ქ-ნი და ბ-ნი მარტინები სხდებიან ერთმანეთის პირისპირ დ ამორცხვად უღიმიან ერთმანეთს.
ბ-ნი მარტინი: მაპატიეთ ქალბატონო, მაგრამ თუ არ ვცდები, სადღაც უკვე მინახიხართ.
ქ-ნი მარტინი:მეც ასე მგონია ბატონო.
ბ-ნიმარტინი: მანჩესტერში ხომ არა შემთხვევით?
ქ-ნი მარტ: ადვილად შესაძლებელია. მე ხომ წარმოშობით მანჩესტერიდან ვარ!მაგრამ რომ არაფერი მახსოვს ჩემო ბატონო?ვერ გეტვით გნახეთ თუ არა.
ბ-ნიმარტ: ღმერთო ჩემო რა საინტერესოა! მეც ხომ მანჩესტერიდან ვარ წარმოშობით ქალბატონო. თუმცა 5 კვირის წინ წამოვედი იქიდან.ჩავჯექი მატარებელში, რომელიც დილის 8:00დან ნახევარი სთის შემდეგ გადის და ლონდონში 5სთის შესრულებამდე 15 წუთით ადრე შემოდის.
ქ-ნი მარტ: რა საინტერესოა! და რა დამთხვევაა! მეც იმავე მატარებლით ვიმგზავრე ბატონო.
ბ-ნი მარტ: მაშ შეძლება მატარებელში გნახეთ ქალბატონო.მე II კლასით ვმგზავრობ ხოლმე.ინგლისში II კლასი არ არსებობს,მაგრამ მე მაინც მეორეთი ვმგაზვრობ ხოლმე.
ქ-ნი მარტ: რა უნცაურია და რა დამთხვევაა!მეც ბატონო, მეც მეორე კლასით ვმგზავრობ.
ბ-ნი მარტ: რა საინტერესოა! იქნებ სწორედ II კლასის ვაგონში შევხვდით ერთმანეთს.მე მერვე ვაგონის ბილეთი მქონდა,მე-6 კუპეში, ქალბატონო.
ქ-ნი მარტ : რა დამთხვევაა! ჩემი ბილეთიც მე8 ვაგონის , მე-6 კუპის იყო, იქნებ სწორედ იქ შევხვდით ერთმანეთ , მაგრამ რომ არ მახსოვს ძვირფასო ბატონო!
ბ-ნი მარტინი: სიმართლე რომ გითხრათ არც მე მახსოვს რამე, ქალბატონო, მაგრამ შესაძლებელია სწორედ იქ შევხვდით ერთმანეთს. თქვენ არ იყავით ქალბატონო, ჩემოდნის თაროზე შემოდება რომ მთხოვეთ, მადლობა გადანმიხადეთ დ ამოწევის ნება დამრთეთ?
ქ-ნი მარტ : ო,დიახ, მე უნდა ვყოფილიყავი, ბატონო! რა საინტერესოა..ამ მომენტში გავიცანით ალბათ ერთმანეთი, მაგრამ არაფერი მახსოვს ბატონო.
ბ-ნი მარტ: არც მე ქალბატონო. ისე ლონდონში ბრომფილდის ქუშაზე დავბინავდი, ძვირფასო ქალბატონო.
ქ-ნი მარტ: რა სიანტერსოა! რაც აქ ამოვედი მეც ბრომფილდის ქუჩაზე ვცხოვრობ, ძვირფასო ბატონო.
ბ-ნი მარტ: რა დამთხვევაა. მაშ იქნებ ამ ქუჩაზე შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ რომ არაფერი მახსოვს...მე 19 ნომერში ვცხოვრობ ძვირასო ქალბატონო.
ქ-ნი მარტ: რა საინტერესოა! მეც 19 ნომში ვცხოვობ, ძვირფასო ბატონო.
ბ-ნი: მაშ, იქნებ, მაშინ იქნებ სწორედ ამ სახლში შევხვდით ერთმანეთს ქალბატონო.?
ქ-ნი მარტ: სრულიად შესაძებელია, მაგრამ არაფერი მახსოვს ძვირფასო ბატონო.
ბ-ტნი მარტ: მე მე-5 სართუზე ვცხოვრობ მე8 ბინაში ძვირფასო ქალბატონო/
ქ-ნი მარტ: რა საინტერესოა ღმერთო ჩემო! რა დამთხვევაა! მეც მე5 სართულზე ვცხოვრობ, მე-8 ბინაში ბატონო.
ბ-ნი მარტ: რა სანტერესოა..იცით ჩემს საძინებელში 1 საწოლი დგას,საწოლზე მწვანე გადასაფარებელია და ეს ოთხაი თავის მწვანეგადასაფარებლიანი საწოლით დერეფნის ბოლოშია, ტუალეტსა და ბიბლიოთეკას შორის, ძვირფასო ქალბატონო!
ქ-ნი მარტ: რა დამთხვევაა! ჩემს საძინებელშიც 1 საწოლია მწვანე გადასაფარებლით და ისიც დერენის ბოლოშია, ბატონო, ტუალეტსა და ბილბიოთეკას შორის.
ბ-ნი მარტ: რა უცნაურია, საინტერესო და საოცარი! მაშ, ქალბატონო გამოდის რომ ჩვენ ერთსა დ აიმავე საწოლში გვძინავს. იქნებ სწორედ იქ შევხვდით ძვირფასო ქალბატონო!
ქ-ნი მარტ: რა საინტერესოა! შესაძლოა სწორედ იქ შევხვდით, შეიძლება ეს გასულ ღამესაც იყო, მაგრამ რომ არ მახსოვს ბატონო?
ბ-ნი მარტ: მე პატარა გოგონა მყავს, ჩემი გოგო ჩემთან ცხოვრობს, ქალბატონო. 2 წლისაა, ქერა, ცალი თვალი თეთრი აქვს, მეორე კი-წითელი, ძალიან ლამაზია და ალისა ჰქვია, ძვირფასო ქალბატონო.
ქ-ნი მარტ: რა საოცარი დამთხვევაა! მეც მყავს პატარა გოგონა, 2 წლისაა, 1 თვალი თეთრი აქვს, მეორე კი- წითელი. ძალიან ლამაზია დ ამასაც ალისა ჰქვია ძვირასო ბატონო!
ბ-ნი მარტ: რა საინტერესოა და რა დამთხვევაა! საოცარია!იქნებ ეს ერთი და იგივე გოგონაა ძვირფასო ქაბატონო?
ქ-ნი მარტ: სრულიად შესაძლებელია ბატონო.
ბ-ნი მარტ: მაშ ძვირფასო ქალბატონო, ვფიქრობ არანაირი ეჭვი აღარ არსებობს, რომ ჩვენ ერთმანეთს უკვე შევხვედრივათ და თვქენ ჩემი საკუთარი მეუღლე ხართ.... ელიზაბეტ, ისევ გიპოვნე!
ქ-ნი მარტ: დონალდ, ეს შენ ხარ, დარლინგ!