წავიკითხე აქ ნაქები "საოჯახო ქრონიკა" და "დაპატიჟება კინოში". ორივე ძალიან მომეწონა.
როგორც აღნიშნავენ, საოჯახო ქრონიკა ფსიქოლოგიური მოთხრობაა, კარგადაა ასახული, თუ როგორი ფაქიზი ბუნება აქვს ბავშვს, რამდენად დიდ როლს თამაშობენ მშობლები მის ჩამოყალიბებაში და ა.შ, ბევრი რამ კიდევ. კარგადაა ნაჩვენები ქართული რეალობაც...
ბიჭი რომ ამბობს მედეას ძეგლზე ის ადგილი მომეწონა ყველაზე მეტად:"მედეას ძეგლი უკვე დაუდგამთ. დეიდა ფლორას მოეწონა, ძია საშას - არა. მე ვერ გავიგე, მომეწონა თუ არა. ბავშვები ძალიან კარგები არიან. თვითონ მედეა რაღაცნაირი უცნაურია, ძალიან დიდია და საშიში."
მეორე მოთხრობამ ბევრი ემოცია მოიტანა. აი ისეთია მეორედაც სიამოვნებით რომ წავიკითხავ. ისე 90იანელი არ ვარ და მაგათ უფრო დაევასებათ ეს მოთხრობა ალბათ

ერთი სიტყვით, კარგი მწერალია ჯანდიერი
* * *
პ.ს გლობალიზაცია არ მომეწონა რატომღაც
This post has been edited by mishoij on 28 Jun 2017, 00:20