ფიფქები
ზამთრის ცივ ღამეს, დედა სარეცხს რომ გაფენდა ხოლმე საოცრად დაჭიმულ თოკებზე, მე და ჩემი ძმა გადავყოფდით ფანჯარაში პატარა თავებს და გაფაციცებულები ვაკვირდებოდით, რომლის სარეცხს უფრო მეტი ორთქლი ასდიოდა.
მე ვამტკიცებდი, რომ ჩემი გაფშეკილი კაბიდან უფრო მეტი ორთქლი ადიოდა, ჩემი ძმა კი ჯიუტად აქნევდა თავს, თან ბებოსაც უხმობდა: ბე, ჩემს შარვალს ხომ უფრო მეტი ორთქლი ასდისო... ბებო სათვალეს მოირგებდა გამხდარ ცხვირზე, თვალებს მოჭუტავდა და ისეთი ხმით, როგორიც მარტო ბებიებს აქვთ, იტყოდა, ბნელა და რა ვქნა, ვერ ვხედავო.
მერე, იმ ღამეს, იმ იმედით ვიძინებდით, რომ ჩვენი სარეცხიდან ასული ორთქლი ცაში ფიფქად იქცეოდა და დილით მოთოვდა...
ახლა, ზამთრის ცივ ღამეს, სიცივისაგან გულშეწუხებულ ჟალუზებს რომ გავაჭრიალებ და გალურჯებული თითებით გადავფენ ჩემი გოგონას სარეცხს, დიდხანს ვდარაჯობ პაწია კაბებიდან ცაში აცვენილ ფიფქებს...
აი, ზუსტად ასე ვარ ახლაც...
ხელები მომეყინა

ულმობელი სიცივეა რა
ჰოდა, იმდენი სარეცხი გავფინე
იქნებ ერთი, ორი ფიფქი გამოიმეტოს იქ ზევიდან ვინმემ

)
This post has been edited by ameliamelia on 5 Feb 2011, 23:37