გადავეჩვიე სასოწარკვეთილებისას ლექსების წერას....

ბილიკი სევდიანიაო რომ მითხრა,მაშინ გამიკვირდა.როგორ შეიძლება ბილიკი სევდიანი იყოს მეთქი.
პატარა ვიყავი და ვერ მივხვდი ალბათ.
ვენახის ბოლოს პატარა თავდაღმართი ქონდა ეზოს. მოწითალო მიწაზე გადაცრეცილი მწვანე ბალახი იყო ის სევდიანი ბილიკი - საგვარეულ სასაფლაოზე რომ ჩადიოდა.
არ უყვარდა ალბათ ის ადგილი და იმიტომაც ეჩვენებოდა ის ბილიკი სევდიანად.
დიდი ხნის მერე,როცა უკვე ის აღარ იყო,ნაწვიმა დღეს,(აღდგომას ხომ თითქმის ყოველთვის წვიმს ან ნაწვიმარია)თავქვე დავუყევი ამ ბილიკს და მისი სიტყვები მეყსეულად ამოტივტივდა გონებაში.მივხვდი რა იყო სევდა და რა აკავშირებდა ამ ბილიკთან...
საფლავზე ნეშომპალა მოდებულიყო და ამოევსო აგურის ფილებით სემოკავებული მიწის ის ნაგლეჯი,რომლის დაბლაც ის განისვენებდა.
ცალ მუხლზე წავიჩოქე და შიშველი ხელით მოვასუფტავე მიწა მის გულზე.მიწა ისეთი ცივი იყო და ისეთი თბილი ერტდროულად,დიდი ხანი ვუსვამდი ხელს ბაბუას მკერდს და მნატრებულ სიტყვებს ჩავჩურჩულებდი,ზუსტად ისე,როგორც მის მხარზე შემოსკუპებულს მჩვეოდა ხოლმე ყელზე რომ ხელებს შემოვხვევდი და ყურში ვეტიკტიკებოდი ათას რამეს...
სევდიანი ბილიკიდან დედამ დამიქნია ხელი და სტუმრების მოსვლა მახარა.
მე უკვე ის ბილიკი სევდიანად აღარ მეჩვენა... ავდექი და წამოვდი...
ბაბუ მენატრები