sophie marceau1აუ მაგრად ღადაობთ არა?

ნწ, ნწ, ნწ
აჰათ და ტკბილდ დაიძინეთ

ჩემი საშო შენი სახლია
ჩემი საშო შენი სახლია - მყუდრო, ამბობ - თბილიცო.
მოსიარულე სახლი შენი - ჩემი საშო
როგორც ქოხი ქათმის ფეხებზე
დადის ქალაქში - პურს ყიდულობს მაღაზიაში, გაზიან სასმელს,
ფერად ბოსტნეულს, ხილს ორ-სამ კილოს, ორას გრამ ქიშმიშს, ხორცს - იშვიათად.
სახლი შენი-საშო ჩემი ქათმის ფეხება
დადის ქუჩაში და ისე უვლის ხალხს გვერდს, თითქოს ისიც, ერთი რიგითი, გამვლელი იყოს, ყურსასმენებით მოსიარულე.
სახლი შენი - ჩემი საშო, ვიტრინებთან ხშირად ჩერდება
ქათმის ფეხებზე აწოწილი, წარმოდგენებში იზომებს კაბებს,
ფერად ფეხსაცმელს, ჭრელ-ჭრელ ჩანთებს, მძიმე საყურეს, თვლებიან ბეჭედს
და მერამდენედ დაპირდება საკუთარ თავს, რომ
ამ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს
დაღლილს, დაქანცულს
მხოლოდ მაშინ გაგიღებს კარს
თუკი სანაცვლოდ, მძივს უყიდი
კაბას უყიდი
ან თუნდაც, აი იმ თეთრ აბაჟურს,
გუშინ წინ დიდ ხანს რომ უტრიალე.
ჩემი საშო - შენი სახლი ითვლის საათებს უკანა თვლით
რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი
სამუშაო საათები უკვე დასრულდა
ჩემი პატრონი, მშვიდი სვლით მოუყვება სახლის ნაცნობ გზას
არც აკაკუნებს, არც შემოსვლის ნებას თხოულობს
შემოაღებს კარს, იქვე მიყრის წითელ ბოტასებს...
და ჩემი კაბა ისევ უცხო მანეკენს მოსავს
ჩემი ბეჭედი ხვალ შეხვდება ვინმე უცხოელს
აბაჟური კი გაუნათებს ოთახს სულ სხვა წყვილს - სადღაც იქით, ქუჩის გადაღმა, ყოველ ღამე ბლუზს რომ უსმენენ...
ეგ არაფერი,
რაც მთავარია ახლა სახლში ხარ
ეგ არაფერი
რაც მთავარია, ახლა სახლში ხარ...
გამოგიმწყვდიე!