#55847340 · 16 Feb 2020, 00:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ კაცის ნაწარმოებს რომ ვკითხულობდი ქართულად - ანუ "დარიჩინის ქულბაქებს" ( არ არის ჩემთვის ცნობილი - ხომ არ თარგმნეს სხვა ნაწარმოებიც ? ( არც ისე ბევრი ჰქონდა - ფაქტია ))- მოხიბლული და შოკირებული ვიყავი სიტყვათა შეთანხმებითა და წყობით შექმნილი იმ წინადადებებით, რომელთაც ყოველ არათუ გვერდზე არამედ ყოველ აბზაცში ვეცნობოდი.
ზოგადად ხშირად უყვართ აპელირება ქართული ენის სიმწირეზე - და ყოველთვის მეცინება, ყოველთვის. არასდროს არ მესმოდა მათი და მხოლოდ მაგიტომ შემოვიფარგლებოდი სიცილით - როდესაც მსგავსი იდეა აწუხებს ადამიანს - მასთან კამათი ყოველგვარ აზრსა და მნიშვნელობას კარგავს.
მე პირადად, სხვა ენებს რომ ვეცნობი - ვრწმუნდები თუ ჩვენი ენა რა ძალზედ მდიდარი და იდეალურად მომხიბვლელი არის - რადგან ისეთი მოძრაობებისა და ცვლილებების გაკეთება შეუძლია ადამიანს - რომ თავადაც გაოცებული დარჩება, როდესაც წაიკითხავს და მოისმენს მისსავე ნააზრევს.
მაგრამ, სამწუხაროდ - სიტყვათა შეთანხმების მდიდარი არსენალის გამოჩენა - არა პროფესიონალურად ითვლება და ყოველგვარი ხერხების გამოყენებით ცდილობენ რომ დააკნინონ ქართული ენა - ან მრავალი უცხოური სიტყვების გამოყენებით ( რისი ქართული შესატყვისებიც გაგვაჩნია ) - ან უკიდურესად მწირი სიტყვათა მარაგის გამოყენებით.
პირადი გამოცდილებიდან მახსოვს ( პირველი პროცესი იყო, რომელზეც დამაჯარიმეს და რომელიც დავტოვე ჯარიმის გამოცხადებისთანავე - მართალია ზემო ინსტანციაში მიხვდნენ რა აბსურდის გამო დამაჯარიმეს და მომიხსნეს - მაგრამ - ქვედა ინსტანციაში არსებული მძიმე სიტუაცია არ შეცვლილა... ) - მოსამართლემ მითხრა რომ მშრალად მესაუბრა და არ იყო საჭირო " ლამაზი და ლიტერატურული ფორმით საუბარი ბატონო ადვოკატო " - ჩემს პასუხზე რომ - არანაირი საკანონმდებლო ბაზა არ მიშლიდა ხელს თუნდაც ლექსების მოყოლით წარმომეთქვა დაცვის სიტყვა და ასევე თუკი თავად უჭირდა აღექვა თუ რას ვსაუბრობდი და არ ესმოდა ქართული - პატივს ვცემდი და ვისაუბრებდი სასკოლო ტერმინოლოგიით - მივიღე ჯარიმა.
აი, ასეთი კარგი სიტუაცია გაგვაჩნია სასამართლო ხელისუფლებაშიც - სხვაზე რაზე უნდა ისაუბრო ?
თუმცა, სიტყვა ძალზედ გამიგრძელდა და რომ შევაჯამო - ეს ყველაფერი გამოიწვია მან რომ გამახსენდა ბრუნო შულცი - ეს გენიალური მწერალი, სიტყვის დიდოსტატი და გამახსენდა მისი ქართული თარგმანი - თუ რაოდენ ლამაზი იყო და რა დიდი სიამოვნების აღმომაცენებელი ჩემს გონებაში - როდესაც შენს მშობლიურ ენაზე შეიძლება ასეთი ნატიფი და ლამაზი თარგმანი არსებობდეს.
--------------------
Он страдал общим пороком всех интеллектуалов — пустословием. Парень знал слишком много, и это сбивало его с толку.
|