ესეიგი სონის ახალი პრს-ტ1 VS ქინდლი. როგორც აქაური სონისტები ამბობენ, ახალი რიდერით სონი ყველაფერში უჯოკრავს კინდლს. აბა ვნახოთ ვენახი

ფასი:
ტ1 - 149$, ქინდლი - 114$
(არ შემედავოთ, სარეკლამო სკრინსეივერები და მთავარ გვერდზე ქვემოთ პატარა რეკლამები საერთოდ არ უშლის ხელს კითხვას. ძლიერი მარკეტინგული სვლაა ამაზონის მხრიდან).
სართო ჯამში ქოვერიანად ქინდლი ჯდება 174$, სონი 200$+დენის დამტენს თუ იყიდით, 225$.
მთლიანობაში მივესალმები სონის მიერ ფასის დაგდებას. აღარ იქნება საჭირო განბაჟებაში დამატებით გადახდა.
თაჩსკრინი:
ტ1 - კი, ქინდლი - არა. თუმცა ზოგს თაჩსკრინი და თითებით ეკრანზე მანიპულაციები და დარჩენილი ანაბეჭდები საერთოდ არ იზიდავს.
წონა:
ტ1 - 170 გრამი, ქინდლი - 240 გრამი. აქ ტ1-ს უდავო და მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.
ზომები:
ტ1-ს მცირეოდენი უპირატესობა აქვს.
კორპუსი:
ორივეს პლასტიკატის. მიხეილ სუხიაშვილი კი განაქიქებდა ამაზონს პლასტიკატისთვის მაგრამ სონისაც დაუჯდა ჭკუაში როგორც ჩანს

დამტენი:
სონი ისევ კრახაბორობს და მხოლოდ უსბ-დამტენი მოყვება, ანუ დენის დამტენში 25$ დამატებით უნდა მიაფშვნა. არადა ფრიად საჭიროა როცა სადმე მიდიხარ.
განათებიანი ქოვერი:
ტ1 - $50, ქინდლი - $60. აქ უკვე ამაზონი ჯობნის ღორობაში

მეხსიერების გაფართოება:
ტ1 - კი, ქინდლი - არა. თუმცა პრაქტიკაში ქინდლის 3გბ საკმარისზე მეტია რომ დამატებით მეხსიერების ბარათში ფული არ დახარჯო.
კოლექციები და ფოლდერები:
ტ1 უკეთესად აქვს ორგანიზებული. ქინდლი მინუსშია
პატჩები, დამატებითი დამხმარე სოფტები:
ქინდლი ჯობნის რამდენადაც ვიცი.
http://www.mobileread.mobi/forums/showthread.php?t=128704იმედია ტ1-ს მაინც აღარ დაჭირდებს პრს+ პატჩის დაყენება რომ არაინგლისურად წაიკითხო. თუ დაჭირდება - მინუსია.
პდფ-მხარდაჭერა:
სონის უკეთესი ჰქონია. პრაქტიკაში კი ამ ზომის რიდერებისთვის ეს არაარსებითია, რამეთუ ტექნიკური პდფ-ების ნორმალურ წაკითხვას მაინც ვერ მოახერხებთ,
ზოგადად ხარისხი:
სონისტები კი ამბობენ ჩვენი ჯობსო მაგრამ რავიცი განსხვავება რაშია რო? "სონია რა!" არგუმენტი არაპრაქტიკულია
ქინდლის არაგანათებიან "რადნოი" ქოვერთან ექმნებათ ხოლმე პრობლემები და კონტაქტების გაწმენდა შველის. განათებიანზე არაა პრობლემები. და თუ ყიდულობ, განათებიანი უნდა იყიდო.
საბოლოო დასკვნა:
არც ისე ყოფილა საქმე როგორც სონისტები ქადაგებენ. გასათვალისწინებელია ისიც რომ ალბათ რამოდენიმე თვეში ამაზონი საპასუხო სვლას გააკეთებს და მერე კიდო შევადაროთ

უნდა აღინიშნოს რომ ალბათ ბევრად უფრო მეტი ადამიანი გააკეთებს სონის სასარგებლოდ არჩევანს. მე მივესალმები სონის ახალ რიდერს.
This post has been edited by აჩრდილი on 14 Sep 2011, 14:50