ტიკიტოკი, არგამასილიელი აკადემიკოსი:
ოდა დულსინეა ტობოსელის საფლავისადმი
ო, დულსინეავ, მიწაში გძინავს,
შენ იყავ ნორჩი, კოხტა, კვანწია,
მაგრამ სიკვდილმა ნაცრად გაქცია,
არ შეებრალე ავსა და მძვინვარს.
იყოს მარადი შენი ხსენება,
გვარით და ჯიშით ღირსო ხოტბისა,
გულის მურაზო დონ კიხოტისა
და მშობლიური სოფლის მშვენებავ!
ბურლადორი, არგამასილიელი აკადემიკოსი:
დაბალი იყო სანჩო პანსა, მაგრამ, ო, სულით
იყო მაღალი (არნახული სასწაულია),
საჭურველმტვირთველს ჯერ მიწაზე არ გაუვლია
ეგზომ ალალსა და ეს არის სიმართლე სრული.
გრაფად გახდომას მოელოდა ის სიხარულით,
კინაღამ გახდა, მაგრამ ბედი ისე კრულია,
და ეს ქვეყანა ისე სინდისდაკარგულია,
რომ ცოცხლეულად ვირსაც შესჭამს, ავი და მტრული.
სწორედ ამ ვირზე (გთხოვთ, ახსენოთ კეთილი სიტყვით)
მიჩაქჩაქებდა უწყინარი მესაჭურველე
უკან როსინანატს და გმირ ბატონს პატივისცემით.
ჰოი, ამაო იდეებო, საითკენ ილტვით
ტკბილ განსვენებას რომ აღუთქვამთ შვების მსურველებს
და მერე მხოლოდ ზმანებად და ნისლად იქცევით.....
P. S. რა აკადემია, სერვანტესის დროს არგამასილია ერთი მიყრუებული სოფელი იყო
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!