http://www.facebook.com/notes/nino-darbais...150248279366037აი, რაში მიაკუთვნა ,,კომპეტენტურმა '' ჟიურიმ გივი ალხაზიშვილს ლიტერატურულ კონკურს ,,საბას'' ,,პერო'' პოეზიაშიNino Darbaiseli-ის მიერ 2011 წლის 11 07, ორშაბათი, 2:20-ზე
ძვირფასებო!
,, საბას'' ჟიურიმ დღეს საბოლოოდ გადაისხა თავსლაფი, კიდევ ერთხელ საკუთარი კლანური ზრახვებისთვის გამოიყენა ,,, თბს ბანკის'' მესვეურის კეთილშობილური და მამულიშვილური მიზანი, მომსახურებოდა ლიტერატურის განვითარებას.
რას წარმოადგენს სინამდვილეში გივი ალხაზიშვილის ,, ჩაბრუნებული მზერა"' - წელს პრემირებული წიგნი , ამის გასარკვევად წაიკითხეთ ფრაგმენტები
.
თეიმურაზ დოიაშვილის გახმაურებული კრიტიკული წერილიდან,
.
,,და შენს წინაშე ვდგავარ ტიტველი'' - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - -
* * *
ჩავხედოთ ერთ ოპუსსაც, რომელიც „ქაცვიას დღიურში“ არ შედის, მაგრამ ხანდაზმული ავტორის უდრეკ-უცვლელ, ალ-ხაზოვან პატრიოტულ პოზიციას გვიდასტურებს. ლექსს ჰქვია „დილის კონცერტი“, ქვესათაურად კი მიწერილი აქვს: „(ძველი ალბომი)“. ეს არის მოგონება, რომელიც ბზის კომბლისა და ბიჭვინთის ჭალის ხსენებით მშობლიურ, დაკარგულ მიწაზე ნოსტალგიისათვის განგვაწყობს. დიახ, ლექსის ლირიკული სუბიექტი აფხაზეთზე ფიქრობს, ოღონდ ეს ფიქრი სანაპიროზე ხეტიალს, მზის დამათრობელ სურნელს და იქ განცდილ მუსიკალურ „ნეტარყუჩს“ უკავშირდება:
თქვენ გქონდათ იმედი მომღერალ ხმოვნების
და ერთხორც ქცეული ორივე თანხმოვნის,
_ ასე მიმართავს მოგონებაში ჩაძირული მამრი დაუვიწყარ მდედრს, შემდეგ კი ინტერკურსის აღწერა, ჩვეული მანერით, მუსიკალურ „მეტაფორისტიკაში“ იფუთება, ანუ „სიმებიანთა ხაოები“ მსოფლიო ორკესტრში სასულე-ჩასაბერ ინსტრუმენტთა სოლოს უერთდება:
Dდა სიმებიანთა ბგერების ხაოებს
Aამრავლებს ხემი და საკრავებს სასულეს
ჩაბერავს ბებერი სამყარო ხელახლა...
აფხაზეთის, იმავე „მოკვეთილი კიდურის“ ტკივილი და ამ ტკივილში ღუზის ჩაშვება მუსიკალურად გაფორმებულ სექსუალურ ექსტაზს მოსდევს, რადგან... დაიკარგა ძვირფასი ტოპოსი _ ადგილი ალხაზიშვილის ლირიკული ეგოს ეპოქალური სექსუალური გმირობისა.
არ გამაგონოთ ახლა, რომ ამ ლექსში სექსი და „სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი“ ერთმანეთისაგან გათიშულია!
* * *
ალხაზიშვილის პოეტური ხედვით, ადამიანები `წყვილდებიან დამალული ბგერების გასათავისუფლებლად... ღამის სივრცის გასაღრმავებლად~, ამიტომაც მის ეროტიკულ-სექსუალურ ლირიკაში გათავისუფლებული შორისდებულების ბგერადობაც ხშირად ისმის და ღამის გამაღრმავებელი სექსუალური წამომღერებანიც. სექსუალური განცდის გაორკესტრების ხარისხით მე მაინც ავტორის ბოლოდროინდელ ერთ ლექსს გამოვარჩევდი კრებულიდან `ჩაბრუნებული მზერა~. ამ უსათაურო ლექსში (`შებინდებისას~) აღწერილია `დრო ურთიერთშეხამებისა~, `დრო ერთმანეთში დაკარგვის და პოვნა ერთობის~. სადაც `ურთიერთშეხამებაა~, იქ მუსიკაცაა და ეროსის სადიდებლად ჟღერს `ბგერები ალტის, საქსოფონის, უძველეს ებნის~. მუსიკალური აზროვნება გამომსახველობის მაქსიმუმს, როგორც წესი, ლექსის ფინალში აღწევს:
ვცმუკავთ ორივე, ჩვენით სავსე დრო იწელება,
ვიდრე ფერმატო სიახლოვით მოიცელება.
ფერმატა (Fერმატა), და არა ,,ფერმატო’’, მოგეხსენებათ, მუსიკალური ნიშანია, როცა შემსრულებელს შეუძლია სურვილსამებრ გააგრძელოს ბგერა ან პაუზა.
პროზის მოყვარულებს ალბათ ეხსომებათ გასული საუკუნის ბოლოს გახმაურებულ, ნიკოლსონ ბეიკერის ამავე სახელწოდების ნაწარმოებში ,,ფერმატა” მოთხრობილი ფანტასტიკური ამბავი სექსუალური ვნებებით აღსავსე ახალგაზრდა კაცისა, ინტერკურსის დროსაც რომ შესწევდა დროის გახანგრძლივებისა და შეჩერების ძალა. ძირითად იდეათა რა სასწაულებრივი თანხვედრაა! განსხვავება ერთია მხოლოდ, ალხაზიშვილი-ავტორი ამ უჩვეულო ტალანტს მუდმივად ,,ფერმატო’’-დ მოიხსენიებს, ასე ვთქვათ, მოფერებით, შინაურულად. მართლაც, ტერმინოლოგიური სიზუსტე რა ბედენაა, როცა ასეთი სიყვარულია!
ახლა გაშიფრეთ ეს სექსუალურ-მუსიკალური შინაარსის `მეტაფორა~ _ მოუცელავი ფერმატო და ღირსეულად შეუფასეთ ავტორს `ფერმატოს~ ხანგრძლივობაც და სახის ორიგინალურობაც.
ვისაც გაგრძელებული `ფერმატოს~ გრძნობად შინაარსში უფრო დეტალურად გარკვევა სურს, შეუძლია გაეცნოს ალხაზიშვილის ლექსს `წუთები, ჩვენით რომ ივსება...~ _ სიყვარულის `ვიწროებით~ და მათი `ავსებით~, ნაპოვნ ჭუჭრუტანაში სხივის გატარებით და ამღერებული ძარღვებით...
ყოველივე ეს, რასაკვირველია, მოუცელავი `ფერმატოს~ პირობებში _ გუნებისად გაწელილ წუთებში, ურთიერთშევსებისას ხდება!
* * *
თავის ბოლო კრებულში ალხაზიშვილი, ტკბება რა საკუთარი ლიბიდოს სტაბილურობით, ხატოვნად და ლირიკული უშუალობით გვაუწყებს:
ვერ დავთმე ყოფა და გამოყოფა,
თავის მღვიმით და მკერდის აივნით.
ერთ ვიზიონში ფოკუსირებული `მღვიმე~ და `მკერდის აივანი~, იმედია, კომენტარს არ საჭიროებს. ამ ფონზე `ყოფა და გამოყოფა~ უდავოდ (შე)ყოფა და გამოყოფაა, `მღვიმეში~ შესვლა-გამოსვლა, რასაკვირველია! მე თუ მკითხავთ, ეს ყოფა-გამოყოფა კომიკური ენობრივი ლაფსუსია, ეკვივოკური კალამბურების მოყვარული ავტორისთვის კი, უდავოდ, - სექსის და ფილოსოფიის ზღვარზე პოეტურ-ენობრივი `თამაში~!
თავისთვის, პარტნიორისა და მკითხველის გარეშე, პოეტურად ხელცქვიტობს, თამაშობს რა!
ერთ ბოლოდროინდელ ლექსში (`ექსპრომტი~) ავტორის ხნიერი, მაგრამ სურვილჩაუმქრალი ლირიკული ეგო თვალებით ელამუნება მინდვრიდან გამოპარულ, ქალაქს შემოხიზნულ `ველის შროშანს~, ანუ მარტივად - ლამაზ სოფლელ გოგოს. ამ `ნაგულავებ~ ბებერს ერთი სული აქვს, გარეთ დომინოს მოთამაშე უბნის უხუცესთა საბჭოს როდის ჩააბარებს ამ გოგოს დაპყრობის რაპორტს. ლექსი `ათვისებული~ ყვავილისადმი გრძნობიერი მიმართვით ბოლოვდება:
ვეღარ მოგწყვიტე თვალი, როცა თვითონ მოგწყვიტე,
რადგან ელოდი მოწყვეტას და ადგილს დასაბნევს.
`მოწყვეტა~, როგორც სექსუალური მეტაფორა, კაი მაგრად შელახული კია, მაგრამ რა ვნებიანობით არის დატრიალებული _ სამგზისი გამეორებით! _ ეს სიტყვა სტრიქონებში, ან როგორი სინაზით და პოეტური მახვილგონიერებითაა მინიშნებული დასაბნევის დაბნევის აქტი!
***
ლექსი „ექოს ექო“, რომლის თემა ძუძუ-მკერდის ქებაა, ბიბლიური „ქებათა ქების“ ცნობილი შედარებითაა შთაგონებული: „ორი ძუძუ შენი, ორი თიკანი“. სოლომონის შემდეგ რამ უნდა გაგაკვირვოს კაცი, მაგრამ ალხაზიშვილის ლექსში, გადაუჭარბებლად გეტყვით, იგავმიუწვდომელი, გამაოგნებელი მხატვრული პარალელია მიგნებული:
ორი თიკანი მყავდა,
თეთრი, ტყუპი თიკანი
...
თრობით, სურნელით
ვერ სჯობნიდნენ ენოთეკანი.
„ენოთეკა“, სალექსიკონო განმარტებით, ღვინის ქარხანასთან მოწყობილი საცავია, სადაც ბოთლებში ჩამოსხმული სხვადასხა მარკის კოლექციები ინახება. ენოთეკა მარანი არაა, არც მათრობელაა და არც სურნელოვანი. კაცი რომ ძველი თუ ახალი სულამითის მკერდს თავდაცობილბოთლებიან ამ საცავს შეადარებს, კაცი კი არა, მართლა „რიფ-მაჩოა“: თიკანი _ ენოთეკანი!..
This post has been edited by nino darbaiseli on 11 Jul 2011, 11:22