მე მინდა კაბა - აბრეშუმის, დიდი არაფერი, შავი, მოკლე და გამჭვირვალე, სულ სადა, "სისლის"
მე მინდა ბეჭედი, ესეც არაფერი, "პილგრიმის", ცისფერი თვლებით
მე მინდა კეტები, უბრალოდ კეტები, კლიმტის "კოცნის" რეპროდუქციით მოქარგული, განა რა უნდა ღირდეს?
მე მინდა იასამნისფერი საცვლები, შავი ლენტებით, "ეტამის" უსულო მანეკენს, რომ უმშვენებს პლასტმასის ძუძუებს
მე მინდა ჩანთა შოკოლადისფერი
ხის ბროში მინდა
მინდა სუნამო, გრილი, ციტრუსის არომატით
მინდა ჭიქა ლატე
ჟოლოს მაფინი
შენთან მინდა
ეძღვნება მათ, ვინც სიყვარულის დღეებსა და მას მიძღვნილ საჩუქრებს არ აღიარებს!
This post has been edited by ameliamelia on 13 Feb 2011, 22:03