მარკ ტვენის "ადამი და ევას დღიურები" ძალიან ვისიამოვნე... ყველას ვურჩევ წაიკითხოს..))

ისე წერს ევას სახით ავტორი მართლა ქალის დაწერილი გეგონება..და რა უმარტივესად აქვს გადმოცემული ყველაფერი.. ლაღად,
ადამის და ევას სახით გადმოგვცა ქალისა და მამაკაცის ჭეშმარიტი ბუნება,..
მოკლედ აზრების გადმოცემაში და ჩამოყალიბებაში მოვიკოჭლებ მე.. ამიტომ ნაწყვეტებს დაგიწერთ :
ევას დღიური:
"უკვე თითქმის 1დღის ვარ. გუშინ გავჩნდი,ასე მგონია ვინაიდან გუშინწინ აქ არ ვიყავი, თორემ უთუოდ მეხსომებოდა.
ჩემი აზრით მე რაღაც ექსპერიმენტი უნდა ვიყო.დიახ თავს სწორედ ექსპერიმენტად ვგრძნობ...თუ მართლა ასეა, დავიჯერო ექსპერიმენტი მხოლოდ ჩემგან შედგება?არამგონია. ვფქირობ ყველაფერი დანარჩენიც ექსპერიმენტის ნაწილია;მე მისი მთავარი კომპონენტი ვარ. ნეტა შემიძლია ჩავთვალო რომ ყველაფერ გაირკვა, თუ მაინც სიფხიზლე მმართებს. შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ უპირატესობა მოუდუნებული სიფხიზლის ფასად მოიპოვება (მგონი საკმაოდ მარჯვე გამონათქვამია ჩემისთანა ნორჩი არსებისათვის)
გუშინ დიდხანს ვდიე მეორე ექსპერიმენტს,რათა გამეგო რისთვის არის შექმნილი, მაგრამ ვერაფერს გავხდი, მგონი მამაკაცი უნდა იყოს. კაცი ჯერ არასდროს მინახავს,მაგრამ ის მამაკაცს გავს და ვგრძნობ რომ არის კიდეც. ერთი აღმოჩენაც გავაკეთე ეს არსება გაცილებით მეტ ცნობისწადილს მიღვიძებს ,ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეწარმავალი. ისე, საკითხავია მართლა ქვეწარმავალია თუ არა. გაბურძგნული თმა აქვს, ცისფერი თვალები და საერთოდაც ძალიან წააგავს რეპტილიას. არ აქვს თეძოები, ქვემოთკენ სტაფილოსავით ვიწროვდება; როცა დგას ორკაპს მაგონებს. ერთი სიტყვით, ვფიქრობ რეპტილიაა...თუმცა არ გამიკვირდება რაღაც კონსტრუქციაც რომ აღმოჩნდეს.
ადამის დღიურიდან:
"ალბათ არ უნდა დავივიწყო რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა,თითქმის გოგონა, და ბევრი რამ ეპატიება. ძალიან ცნობისმოყვარეა, ყველაფერი აინტერესებს, სიოცხლით სავსეა..მისთვის სამყარო საოცრებაა, იდუმალება, ნეტარება.
ვერ დავასახელებ ქვეყნად თუნდაც 1საგანას ან არსებას, მის ინტერესს რომ არ იწვევდეს. მე ზოგიერთი ცხოველი ყურადღების ღირსადაც არ მიმაჩნია, იმისთვის კი ეს წარმოუდგენელია. ყველა ერთნაირად უყვარს.
როდესაც ჩვენს ბანაკში უშველებელი ბრონტოზავრი შემოეხეტა, რა ძვირფასი შენაძენიაო, წამოიძახა, მე კი მისი გამოჩება უბედურებად აღვიქვი. აი, ჩვენს შეხედულებათა დისჰარმონიის საუკეთესო მაგალითი! იმას ბრონტოზავრის მოშინაურება უნდოდა, მე კი მზად ვიყავი ამ დაუპატიჟებელი სტუმრისთვის დამეტოვებინა ჩემი ნაკვეთი და სხვაგან გადავსულიყავი.
ის გაიძახის ბრონტოზავრს თუ კარგად მოვექცევით მის მოთვინიერებასაც შევძლებთო და ჩვენი ფინია იქნებაო. მე ვუთხარი,21ფუტის სიმაღლისა და 84 ფუტის სიგრძის ფინიის ბინაში გაჩერება მთლად მოსახერხებელი არ უნდა იყოს, ვინაიდან არ გამოვრიცხავ , რომ ერთ მშვენიერ დღეს ,ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე, სახურავზე შემოჯდეს და ჩვენი სახლი ლავაშივით გააბრტყელოს, საკმარისია ერთხელ ჩახედო თვალებში, და მაშინათვე მიხვდები რა დაბნეული ვინმეამეთქი."
"ჩვენ მას კაენი დავარქვით....ეს არსება რღაცით ცვენ ჩამოგვგავს. ზომების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს რაღაც ახალი არსებაა. ვიფიქრე თევზი ხომ არ არის მეთქი, მაგრამ ტბაში რომ გადავუძახე, ფსკერისკენ წავიდა, ევა კი მაშინვე წყალში გადაეშვა და ნაპირზე ამოათრია, რითაც შემიშალა ხელი ექსპერიმენტის დაგვირგვინებასა და ჭეშმარიტების დადგენაში. მას მერ რაც ეს არსება მოგვვევლინა ევა სულ შეიცვალა; არანაირი ექსპერიმენტის გაგონებაც კი არ უნდა. ჯერ არც ერთ ცხოველზე არ გადარეულა ასე..
ზოგჯერ ღამით ხელით დაატარებს ამ თევზს, როცა ის საშინლად ჭყავის-ალბათ წყლისკენ მიიწევს."
This post has been edited by Le fou on 24 Mar 2011, 21:57