ურთიერთობებზე ვდგავარ,
ურთიერთობებს ვუფრთხილდები,
ურთიერთობებზე ვზრუნავ და მჭირდება.
მეტი არაფერი.
- გიო
ძალიან, ძალიან მომენატრა.
დროში დაკარგულ თაობას 
<3
... და ასე ამ ქალაქს ამ ქუჩას გავშორდით,
სოფელში, თავაღმა მსხლები და წიწვები,
იქ სადაც ბავშვობის ტკბილ ცრემლებს ვაშრობდით,
დღეს კიდევ ღიმილით თივაზე მივწვებით.
მე დილას დავუცდი, შენ ალბათ დახუჭავ
თვალებს და სიზმრებში გვირილებს დაითვლი,
მე კბილებს დამიჭრის აგვისტოს ალუჩა,
მერე კი სიცივე შენს ტანშიც დაივლის,
ჩვენს შორის ჩურჩულით ივლიან სიტყვები,
ღამესაც თვალების დახუჭვა მოუწევს,
სწორფრობის წესებს და ძველ ამბებს გიყვები,
მერე შენ ჩაიწევ რომ გვერდით მოგიწვე
თივაზე, ხმელ თივას თბილ საბნად მოვირგებთ,
ჩვენს კოშკში აქა-იქ ეყრება ალუჩა,
შენ ჩათვლემ მე ჩავთვლი რომ ისევ მოვიგე,
ჩავთვლი და ბავშვურად მეც თვალებს დავხუჭავ.
This post has been edited by незабудка on 23 Nov 2014, 22:46
If you remember me, then I don't care if everyone else forgets.