Johnnie Walkerჰოოო, თვითონ ყოფილა საელჩოს წარმომადგენელი და რუსების ამბავი აბა მაგაზე კარგად ვის ეცოდინება! სტაინბეკის წიგნიც წაკითხული მაქვს ადრე. იგონებს, როგორ დაუგეგმეს თბილისში ჩამოსვლა, და, მგონი, კიევში. იქ წერდა, მოსკოველებისთვის ვინმეს თბილისში გაგზავნა ჯილდოდ ითვლებაო. ასეც იყო. ჩამოვიდოდნენ თვითონ რუსები ან, იშვიათად, უცხოელები და იყო ერთი ქეიფი და ტაშ-ფანდური. ჩვენც გვიყვარდა თავის გამოჩენა. და, მახსოვს, სულ გვიხაროდა, მერე ისინი როგორ გაგიჟდნენ და როგორ შეუყვარდათ აქაურობა. იშვიათად, რომ ვინმეს ცუდი ეთქვა. თუ იტყოდა და, აბა ჩვენი გამწარება მაშინ გენახათ! გელა ჩარკვიანმა წამაკითხა ერთხელ (ინგლისურს მასწავლიდა) ვიღაც ამერიკელი ჟურნალისტის წიგნი, სადაც ყვებოდა, როგორ ფეხებზე დაიკიდა "ინტურისტის" პერსონალმა და რა ცუდი სერვისი იყო იქ. ისე გამიკვირდა და გამიტყდა მაშინ (პირველ კურსზე ვიყავი), ეს რაღა წიგნში დასაწერი იყო-მეთქი.

ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ ბ-ნმა პიტერ ბრიჯესმა აქ დიდებული დრო გაატარა და სამარადისოდ შეუყვარდა აქაურობა. ნეტარ არიან...