vivianna
კიდე გაგახარებ მაშინ
ვის ებევრება სიცოცხლე,
ღვთის მომდურავი ვინ არის?!
აქეთ არავინ დავრჩებით,
ტალღა ვართ ჩქარი მდინარის.
ვინაც ფეხს უკან ითრევდა,
იგი ერთხელაც წინ არის,
სიკვდილი მოდის, გაფრთხილდით,
დედისერთაი ვინ არის?
არყოფნა ყველას ვალია,
მეფეა გაუცინარი,
სამზეოს არვის უნახავს
ცივ სამარეში მძინარი.
ტკბილია წუთისოფელი,
ზოგისთვის ზარავანდია,
ყოფნა-არყოფნა კაცთათვის
გამოუცნობი ფანდია.
მაღალი ღმერთის წინაშე
ამ ქვეყნად ყოფნა ხარკია,
მარადისობას ვერ ჰპოვებ,
თუკი არ დაგიკარგია.
ტკბილია, ტკბილი სიცოცხლე,
ტკბილ-მწარით მონაქარგია,
ციხეს ჰგავს წუთისოფელი
საიქიოსკენ კარღიას...
არსაით სხვა გზა არა ჩანს,
ირგვლივ ბინდი და ჯანღია.